მარსი წყლის სტიქიაში როცა მარსი ხვდება მგრძნობიარე და ცვალებად კირჩხიბის ნიშანში, ადამიანს უჩნდება პრობლემები საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობებისა და სურვილების გამოვლენის დროს. თუმცა, როცა ის ამას ახერხებს, საკუთარი გრძნობების გულწრფელი დემონსტრირება მას ხელს უწყობს პარტნიორთან დაახლოებაში. ინდივიდები მარსის ასეთი მდებარეობით ბუნდოვნად ხვდებიან რა უნდათ სინამდვილეში, რის გამოც გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ისინი გაურბიან საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობების განხილვას, ამიტომ ის ადამიანები, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს მარსით კირჩხიბებთან ღიზიანდებიან იმაზე , რომ ვერ ახერხებენ იმის გაგებას, თუ რა ხდება მათ მოუხელთებელ სულში და ვერ ხვდებიან მათ მისწრაფებებსა და განზრახვებს. ეს იდუმალება რა თქმა უნდა წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას წარუმატებლობის შემთხვევაში, ხოლო პირად ურთიერთობაში უარყოფის ... Read More »
Category Archives: შეთავსება
მარსი ტყუპებში
მარსი ჰაერის სტიქიაში მარსი ტყუპების ნიშანში დაბადებული ადამიანები დაჯილდოებული არიან კომუნიკაციის უნარით, ეხერხებათ საკუთარი აზრების თავისუფლად გადმოცემა, საუბარი და ხელსაქმე, რაც ეხმარებათ დიდი წარმატების მიღწევაში. მრავალმხრივ განვითარებულები არიან, ეს ხელს უშლით კონცენტრირებაში და შორს მიმავალი გეგმების დასახვაში. მათი მოქნილი და უსასრულოდ ცნობისმოყვარე გონება დაკავებულია კავშირების ძიებით (ალბათ, საკვანძო სიტყვაა ტყუპებისთვის) ადამიანებს შორის, ადამიანებსა და განცდებს შორის. მათი ფსიქიკური ენერგია თითქოს ამოუწურავია, ზუსტად ამის გამო ისინი ყოყმანის გარეშე ცვლიან ინტერესის სფეროებს, მოძრაობის მარშრუტებს და ურთიერთობებს. თუმცა ასეთი ტენდენციის გამო ხშირად უხდებათ ენერგიის ხარჯვა უაზროდ და წვრილმანებზე, ზედაპირულ იდეებზე და არაფრისმომცემ ურთიერთობებზე. Read More »
მთვარე თხის რქას შეთავსება სხვა მთვარებთან
მთვარე თხის რქა-მთვარე ვერძი ვერძის ნიშანი იმართება მარსით,თხის რქის კი სატურნით,რაც კვადრატულ ურტიერთობას წარმოქმნის. თქვენი ინსტინქტური პასუხები, ჩვევები, ემოციური მდგომარეობა, ცვლილებებისადმი მზაობა განსხვავებულია. მთვარე ვერძები ყოველთვის მოუთმენლები არიან, აქვთ პოზიტიური და ენთუზიაზმით სავსე ხედვა, სურს „თავით ჩაერთოს“ ცვლილებებში. მთვარე თხის რქა მიდრეკილია პრობლემებს სტრატეგიულად მიუდგეს, რთულ სიტუაციაში ემოციებს არ აყვეს, ფოკუსირებულია ფიქრზე „რა უნდა გაკეთდეს“ სიტუაციის გამოსასწორებლად. მთვარით ვერძი სპონტანურია და პირდაპირი საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვის დროს, თხის რქა მთვარე კი ფრთხილი, წინდახედული, მას შემზადება სჭირდება რომ გაიხსნას; ვერძმთვარიანი მე-ზე ორიენტირებულია და წინა პლანზე წევს საკუთარ პიროვნებას ურთიერთობაში, ხოლო თხის რქა მთვარიანი ურთიერთობაში ეძებს კომფორტს (ან მის შეგრძნებას). თხის ... Read More »
მთვარე თხის რქა და ურთიერთობები
როგორ იხიბლება მთვარე თხის რქა შესაძლოა, უკეთესი იყოს მის მოსახლიბლად ტრადიციული მიდგომა, რადგან მთვარე თხის რქები ნაკლებად სცემენ პატივს პროგრესს . როგორი დარწმუნებული და წარმატებულიც არ უნდა ჩანდეს, თქვენ ყოველთვის გახსოვდეთ მათი შინაგანი სიმორცხვე. ისინი რეაგირებენ ყურადღებაზე, სითბოზე და ალერსზე.იმისთვის, რომ მთვარე თხის რქიანისთვის გახდეთ მიმზიდველი, უნდა იყოთ/ჩანდეთ საკუთარ თავში დარწმუნებული, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ , მოწესრიგებული იყოთ და საკუთარ ძალას აჩენდეთ. თუ თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ლომი ხართ, არ გჭირდებათ საკუთარი ძალის დემონსტრირება, თხის რქა მთვარიანი ისედაც ადვილად იხიბლება ლომის მეფური პიროვნებით. არ აიმაღლოთ ხმა მთვარე თხის რქიანთან! არ დაუშვათ, რომ მთვარე თხის რქიანმა იფიქროს თქვენ ხართ დაუფიქრებელი/ქარაფშუტა და ეძებთ შემთხვევით ... Read More »
მთვარე მორიელის შეთავსება სხვა მთვარეებთან
“შენთან ან უშენოდ” © მთვარეული მორიელი მთვარეული მორიელი + მთვარეული ვერძი „პარადოქსი“. შეუთავსებელი ურთიერთობა. თუ მიზიდულობა წარმოიშვა,ის მტკივნეული და დამღუპველია. უამრავი კომპრომისი და დიდი მოთმინებაა საჭირო,რომ ურთიერთობა შედგეს. ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ვერძი ურთიერთობენ კვინკონსის ასპექტით(150°). სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 8-6: მორიელი ვერძის „ვექტორული ბატონია“. ვერძი მორიელის „ვექტორული მსახური“. მორიელს დაუოკებელი სურვილი უჩნდება მოათვინიეროს ეს ძლევამოსილი მხეცი. მარსიანული ენერგიების შეჯახება,ემოციურ ჭრილში,მხოლოდ ნაპერწკლებით არ შემოიფარგლება. მართალია,ორივე ძლიერ ემოციურად რეაგირებს სიტუაციებსა და ადამიანებზე,მაგრამ ისინი სრულიად განსხვავებულად გამოხატავენ საკუთარ თავს. ვერძი სულსწრაფი და მოუთმენელია,მარტივად ეუფლება იმედგაცრუება და მიდრეკილია ხშირი,მაგრამ მოკლევადიანი „აფეთქებებისკენ“. მორიელი გაცილებით რთული,კომპლექსური ინდივიდუალური სისტემით ხასიათდება. უზარმაზარი ემოციური რეზერვუარი ... Read More »
VII სახლი DSC
იგივე დესცენდენტი პირველი ობიექტური სახლი, სამართლიანობის სახლი მე-7 სახლთან დაკავშირებულია: პლატონური სიყვარული, პარტნიორული და სხვა ტიპის (საქმიანი, მტრობა) ურთიერთობები, პირადი კონკურენტები, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი ცხოვრება, თანამშრომლობა, კონტრაქტის დადება, იურიდიული გაფორმება, სასამართლო პროცესები; თანაავტორობა; საზოგადოება, პარტნიორის საქმიანობა, პოპულარობა, მისი მოქმედებები, სოციალური და მატერიალური მდგომარეობა საკუთარი თავის გაგება სხვების გავლენით და გარშემომყოფებთან ურთიერთობით (სხვები როგორც „სარკეები“), სარკისებური ხედვა სხვებთან ურთიერთობის ფორმები: ქორწინება, ბიზნესი და ა.შ. პირობის მიცემა, აზრი, კონტაქტების ქსელი მოლაპარაკებები,კონტრაქტები, კომპრომისები და ურთიერთთანამშრომლობა კონკრეტული მიზნით პირველი მესამედი – ქორწინება, ქორწილისა და კავშირების ხასიათი, პირველი ქმარი, ქმრის სახე (მანერები, ურთიერთობა, ქმრის ხატი), კოლექტიური სამუშაო, კავშირები; მეორე შვილი, ბაბუა, მესამე და ან ძმა, ძმისშვილები, ... Read More »
V სახლი
V სახლი – გართობა, შემოქმედება, ბავშვები, როლები… მთავარი პრინციპები: სიყვარული, თავისუფალი სასიყვარულო კავშირები, მოულოდნელი სიხარული, ვნება, გატაცებები, შთამომავლობა (შვილები) Read More »
მთვარის მნიშვნელობა. რატომ ვაქცევთ მთვარეს და კალენდარს ყურადღებას
ზოგადად, ვიცით, რომ, მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი, რომელსაც აქვს თავისი აგებულება – მოცულობა, მასა, სიმკვრივე, სიჩქარე, ორბიტა, გრავიტაცია, ტემპერატურა და ა.შ. რომ დედამიწის ცენტრიდან მთვარის ცენტრამდე საშუალო დაშორება შეადგენს _ 384 467 კილომენტრს და ა.შ. სიტყვა მთვარის ლათინური წარმოშობა მოდის ინდოევროპული ფორმიდან LLuna _ louksna _ რაც ნიშნავს „ნათელს“; ბერძნები დედამიწის თანამგზავრს უწოდებდნენ სელენას, ხოლო ძველი ეგვიპტელები – იახ. Read More »
შეთავსების (სინასტრული) რუკის შედგენა
შეთავსების რუკის შედგენის დროს ერთმანეთს დარდება ორი რუკა: პარტნიორების, მეგობრების, დედა-შვილის, მამა-შვილის, და-ძმის, ადამიანისა და ქყვენის და ა.შ. მის შესადგენად: 1. ჯერ შეადგინოთ მხოლოდ ერთ-ერთი ადამიანის რუკა (იხილეთ გვინდა მხოლოდ პირველი 2 პუნქტი, ანუ რუკის შედგენა). 2. შემდეგ დააწკაპუნეთ სურათზე მითითებულ ადგილზე (N1 მოქმედება) და ჩამონათვალიდან დამატებით აღნიშნეთ Синастрия (აღნიშნული უნდა იყოს натал და Синастрия) (N2 მოქმედება). ავტომატურად მეორე რუკად “ჯდება” ამჟამინდელი პლანეტარული მდებარეობები, დააწკაპუნეთ მითითებულ ადგილზე (N3 მოქმედება) და გადახვალთ მასზე. შეიყვანეთ მეორე ადამიანის მონაცემები (რიცხვი, თვე, წელი, საათი, დაბადების ადგილი) და დააჭირეთ “выполнить” -ს. და თქვენ მიიღებთ შეთავსების რუკას. პ.ს. ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ზუსტად ისევე ნახოთ, როგორც თქვენი რუკის შემთხვევაში ... Read More »