Category Archives: შეთავსება
სინასტრიული მერკური IV სახლში
„მართალ სიტყვას ადამიანზე იშვიათად ამბობენ პირადად მისი მისამართით“ ეს ასპექტი შესაძლოა ყველაზე ღრმა და რთულადმოსაგვარებელი გაუგებრობის მიზეზი გახდეს ჩემსა და ჩემს პარტნიორს შორის, თუ მისი ნათალური მერკური, ვთქვათ, I, III ან IX სახლში დგას. მას ძალიან გაუჭირდება ჩემი რეაქციების გაგება მის, ასე ვთქვათ, „გონის ხმაზე“. ზოგადად, ის ხშირად განიცდის მოთხოვნილებას ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური გზავნილები მამცნოს, რომელიც ჩემს ცენტრალური ცხოვრებისეულ პოზიციებს ეხება, მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდება, როგორც მას ჰგონია. კერძოდ, იმიტომ რომ მე არც ისე ხალისიანად ვყვები მოცეულ თემებზე საუბარში, იმ აბსტრაქტული განსჯების გამოკლებით, რომელიც პირადად არ მეხება. სავარაუდოდ, ამ პარტნიორს არც ესმის, ჩემი ქვეცნობიერის რამდენად ღრმა წერტილებში ... Read More »
სინასტრიული მთვარე IV სახლში
„სახლის კედლები იმისთვისაა, ადამიანი გარესამყაროსთან დააკავშიროს“ ამ ძალზედ სათუთ ასპექტს პარტნიორების სიღრმისეულად დაკავშირება შეუძლია, ისევე როგორც მძიმე სულიერი ჭრილობების მიყენება. საინტერესო ის არის, ეს პროცესი თითქმის ვერ კონტროლდება, რადგან ურთიერთქმედებისას გონის თანამონაწილეობა მიზერულია _ მთელი ინტერაქცია ინტუიციურად მიმდინარეობს. კარგი ურთიერთობის შემთხვევაში, მე ძლიერ გამახარებს პარტნიორის სტუმრობა ჩემს სახლში. მე მას მზრუნველობით, კომფორტითა და სითბოთი აღვავსებ. ის მადლიერად მოდუნდება და, მას შემდეგ რაც თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობს, თავის ოჯახსა და ზოგადად ცხოვრებაზე მიამბობს, ჩემთვის უსიამოვნო მომენტების გვერდის ავლით. თუ ქალის მთვარე მამაკაცის IV სახლში ხვდება, მასთან სახლში სტუმრობისას, სამუდამოდ იქ დარჩენის ძლიერი სურვილი დაეუფლება, ან მყისვე დატოვების, თუ სახლთან კონტაქტი არ ... Read More »
სინასტრიული მზე IV სახლში
არსებობის საძირკველში კიდევ „რაღაც“ არის ჩამარხული. ეს მეტად პერსპექტიული ასპექტია… თუ მისი აზრი გამოვიცანით. ამ პარტნიორის ნება მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ის შესაძლოა საერთოდ ვერ ამჩნევდეს ამას, რადგან ჩემი რეაქციები, მის ინიციატივებზე, უმეტესად შეუმჩნევლად რჩება ორივე ჩვენგანისთვის, ჩემი წმინდად თეორიული ხასიათის პასუხების გამოკლებით. მიუხედავად ამისა, მისი ნება ადასტურებს ან აცამტვერებს ჩემს ცხოვრებისეულ პოზიციებს და მე, რაღა თქმა უნდა, ამის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩები. სხვა სიტყვებით, მოცემული პარტნიორის ნებელობით სტიმულებს ჩემი ცხოვრებისეული პოზიციებით ვამოწმებ (ქვეცნობიერად მაინც) და პირიქით, ჩემი ცხოვრებისეული პოზიციები მისი ჩემდამი ინიციატივების მატერიალზე იტესტება. ასე მაგალითად, თუ ცოლის მზე ქმრის IV სახლშია სინასტრიულად განთავსებული და ეს უკანაკნელი მამაკაცთა იმ ... Read More »
IV სახლი სინასტრიაში
ჰოროსკოპი IV სახლი ჩემთვის ყველაზე ინტიმური და იმავდროულად ყველაზე შეუმჩნეველია. თანაც ეს მახასიათებლები მარტივად ცვლიან ერთმანეთს, რადგან სწორედ ასე მუშაობს ქვეცნობიერის ცენზურა, რომელიც ჩემთვის არსებითად უმნიშვნელოვანეს გარემოებებს ჩემი სულის ყველაზე ღრმა კუნჭულებში განდევნის, იმისათვის რომ ცნობიერებისგან უხილავად და მიუწვდომლად შეინახოს. თუ II სახლი ჩემი ყოფითი გარემოცვაა, III კი ჩემი სოციალური გარემო, IV სახლი ჩემი სამყაროს ფუნდამენტია, მისი საერთო სურათი, რომელსაც ქვეცნობიერად აღვიქვამ, ღრმა რელიგიური გრძნობები _ წყარო, რომელიც ჩემს საერთო რელიგიურობას კვებავს, რაც უფრო კონკრეტულ/მიწიერად V, VIII და IX სახლებით ვლინდება. მაშასადამე, IV სახლით მართული პროცესების და დადგენილებების უმეტესობა ჩემთვის გაუაზრებელი და ბუნდოვანი რჩება… მაშ, რა ხდება, როდესაც ჩემი პარტნიორის ... Read More »
სინასტრიული პლუტონი III სახლში
ნაკლებ სავარაუდოა, ამ პარტნიორის ჩემს საზოგადოებაში გამოჩენას მივესალმო, რადგან მის გარემოცვაში მეჩვენება, რომ ჩემს გარშემო ატმოსფერო იქუფრება, თუმცა ჩემი გარშემომყოფები ამას ვერ შეამჩნევენ. ჩემთან ურთიერთქმედებაში, ეს პარტნიორი თვალსაჩინოდ მიჩვენებს ჩემი სოციალური ეთიკის ნაპრალებს, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც ჩემი თეორია პრაქტიკას სცდება და ჩემი სოციალური ვალდებულების, სინდისის ან საბაზისო პრინციპების წინააღმდეგ მივდივარ. ეს არც ისე სასიამოვნო განცდაა, რომლის სასწრაფო რეპრესიას ან ბრალის პარტნიორზე პროექციას მოვისურვებ, ან სულაც საუბრის თემის შეცვლას შევეცდები: „შენ მე არ გიყვარვარ! რომ გიყვარე ასეთ რაღაცებს არ მეტყოდი!“ თუმცა უფრო მართებული იქნება საკუთარ თავში გავერკვე, რაშია ჩემი პარტნიორი მართალი და რაში ცდება. მეტიც, კარგი იქნება თუ ამ განსჯებს ... Read More »
სინასტრიული ნეპტუნი III სახლში
ადამიანები სანდოები არიან? თუ მოცემულ კითხვას ამ პარტნიორთან ურთიერთობაზე ორიენტაციით ვუპასუხებ, სავარაუდო პასუხი იქნება „ჯობია არ ენდო“. იმ შემთხვევაშიც, თუ ის არსებითად ძალიან წესიერი და საიმედო ადამიანია, სოციალურ სიტუაციებში ჩვენ ხშირად წავაწყდებით სხვადასხვა ხასიათის გაუგებრობებსა და უთახმოებებს. მას ცუდად ესმის და დამახინჯებულად განმარტავს ჩემს სიტყვებსა და ქცევებს. იმავდროულად, მისი ნეპტუნის ზემოქმედებით, ჩემი III სახლი თანდათან სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, მაგალითად, შესაძლოა ტელეფონზე დამირეკონ და სხვაგან მოხვდნენ ან სულაც დაგეგმილი ვიზიტი ჩამეშალოს. საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის საკმაოდ ზედაპირული ხასიათის იქნება, თუ, რა თქმა უნდა, მის ნეპტუნს სინასტრიული შეერთება არ აქვს ჩემს ორ-სამ პლანეტასთან. მაშინ როდესაც, პარტნიორზე ჩემი III ... Read More »
სინასტრიული ურანი III სახლში
ჩემი სოციალური სიტუაციები, მაგალითად, არც ისე ახლობელ ნათესავებთან თუ მეზობლებთან კომუნიკაცია, ან ზედაპირული სატელეფონო საუბარი, პარტნიორში გენიალობის გამონათებებს იწვევს. ყოველ შემთხვევაში, ბრწყინვალე და ორიგინალურ იდეებს მაინც. მაგალითად, მან შეიძლება განაცხადოს, რომ ჩემი პირველი საყვარელი შავკანიანი იყო კონგოდან; ან შესაძლოა ჩუმად მომეპაროს და ტელეფონის შნური გადაჭრას. მისი ექსცენტრული გამოხტომები აღმაფრთოვანებს თუ ნერვებს მომიშლის, დამოკიდებულია ჩემი III სახლის მდგომარეობაზე ნათალურ რუკაში და მისი ნათალური ურანის სინასტრიულ ასპექტებზე. მაგალითად მისი ურანის კვადრატი ჩემს მარსთან, ცხადია, სერიოზულ გვერდით ეფექტებს მოგვცემს. თუმცა მისი ურანული გამოვლინებების შეფასებას, რომელიც პირდაპირ ჩემს III სახლს არ ეხება, ძალიან იშვიათად ვახერხებ, რადგან ამ პარტნიორს ქვეცნობიერად სოციუმის თვალით და მისი შაბლონების ... Read More »
სინასტრიული ქირონი III სახლში
თუ პარტნიორის ქირონი ძლიერია, მასთან განსაკუთრებით სახალისო იქნება სოციალური სიტუაციები. ეს ის ასპექტია, როდესაც ამ პარტნიორთან ერთად გულიანად ვხალისობ საკუთარ სოციალურ მოუქნელობასა თუ ჩიხურ სიტუაციებზე. სხვა საქმეა, რამდენად შევძლებ ამ სიტუაციების გააზრებას, რომლისკენაც ჩემი პარტნიორი მიბიძგებს. საინტერესო ის არის, რომ ასეთი სიტუაციებიდან გამოსავალი საკუთარი სოციალური ეთიკის ხარისხობრივ შეცვლაში უნდა ვეძიო. თუ ასე არ მოვიქცევი (+ჩემი III სახლი დაუმუშავებელია, ან კიდევ უარესი, დაზიანებულია), პარტნიორი საშინლად უხეშად და უტაქტოდ მომეჩვენება. შესაძლოა იდიოტური შეზღუდვების მოყვარულ, სადიზმთან მომიჯნავე იუმორიის გრძნობით დაჯილდოებულ პირადაც შევრაცხო და რაღა თქმა უნდა, ამგვარი აღქმა არ შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას. სინამდვილეში, ჩვენი ურთიერთობები, ყოველ შემთხვევაში, მისი სოციალური ასპექტები, ძალიან ... Read More »
სინასტრიული სატურნი III სახლში
ეს ძალიან რთული ასპექტია (განსაკუთრებით ჩემი პარტნიორისთვის) რომელზეც ორივემ უნდა ვიმუშავოთ. საერთოდ, სინასტრიული სატურნის მდებარეობა გვიჩვენებს, რომელ სფეროებშია პარტნიორი მიდრეკილი ჩემი შეზღუდვისკენ. კონკრეტულად რა ფორმებით განახორციელებს ამ შეზღუდვებს, უკვე მისი ნათალური სატურნის მდგომარეობა მიუთითებს. ლოგიკურია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მისი შეზღუდვები ჩემს სოციალურ აქტივობებს შეეხება. სავარაუდოდ, ის მკაცრად მოითხოვს ჩემგან სოციალური ეთიკის დაცვას და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მივხვდე, რომ მისი მოთხოვნები სამართლიანია. თუ მათი გატარება პრაქტიკაშიც მოვახერხე, მაშინ ჩემი სოციალური ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. თუ ასე არ მოვიქცევი, ჩვენი ურთიერთობა, დიდი ალბათობით, დირექტორისა და ცელქი მოსწავლის სცენებამდე დეგრადირდება, რომელიც, სკოლიდან გაგდების შიშით, მორჩილად ისმენს ლანძღვას, თუმცა კი მთელ მონოლოგს დაუდევრად ივიწყებს, როგორც ... Read More »