Category Archives: ასტროლოგია

VII სახლი DSC

იგივე დესცენდენტი პირველი ობიექტური სახლი, სამართლიანობის სახლი მე-7 სახლთან დაკავშირებულია: პლატონური სიყვარული, პარტნიორული და სხვა ტიპის (საქმიანი, მტრობა) ურთიერთობები, პირადი კონკურენტები, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი ცხოვრება, თანამშრომლობა, კონტრაქტის დადება, იურიდიული გაფორმება, სასამართლო პროცესები; თანაავტორობა; საზოგადოება, პარტნიორის საქმიანობა, პოპულარობა, მისი მოქმედებები, სოციალური და მატერიალური მდგომარეობა  საკუთარი თავის გაგება სხვების გავლენით და გარშემომყოფებთან ურთიერთობით (სხვები როგორც „სარკეები“), სარკისებური ხედვა სხვებთან ურთიერთობის ფორმები: ქორწინება, ბიზნესი და ა.შ. პირობის მიცემა, აზრი, კონტაქტების ქსელი მოლაპარაკებები,კონტრაქტები, კომპრომისები და ურთიერთთანამშრომლობა კონკრეტული მიზნით პირველი მესამედი – ქორწინება, ქორწილისა და კავშირების ხასიათი, პირველი ქმარი, ქმრის სახე (მანერები, ურთიერთობა, ქმრის ხატი), კოლექტიური სამუშაო, კავშირები; მეორე შვილი, ბაბუა, მესამე და ან ძმა, ძმისშვილები, ... Read More »

მე-6 სახლის მმართველი

მეექვსე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეექვსე სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-6 სახლი იწყება ვერძით, მმართველი გამოდის მარსი. თქვენს რუკაში ნახეთ მარსი რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-6 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები მეექვსე სახლის მმართველი პირველ სახლში პოზიტიური მხარე: შრომისუნარიანი, შემსრულებელი და მომთმენია, პატიოსანი და საიმედოა, პუნქტუალური და მობილიზებულია, ყოველთვის იცის რასაც აკეთებს. იხსნება ნელა, მყარად იკიდებს ფეხს ყოველ ეტაპზე. სამსახურში შესამჩნევად გამოკვეთილი მუშაკია. აქვს უნარი მყარად გაუძლოს ნებისმიერ დატვირთვას. უარყოფითი მხარე: დაბრკოლება, რომელიც ნიჭის გამოვლენას უშლის ხელს. ხელმოცარული ადამიანი, რომელიც დატვირთულია ყოველდღიური ... Read More »

VI სახლი

ძირითადი პრინციპები: წესრიგი, სისუფთავე, დისციპლინა ცხოვრების განმავლობაში, კვება, დიეტა, ჰიგიენა, პირადი კეთილმოწყობა, კომფორტის დონე. სამედიცინო პერსონალთან, მკურნალებთან ურთიერთობა. ავადმყოფობები, მუშაობის პირობები, პათოლოგიური და ფსიქოლოგიური დაავადებები; სამუშაო, შრომის შედეგები, მსახურება, საკუთარი მოვალეობის შესრულება, ფიზიკური თვითშენახვა; პრაქტიკული პრობლემების გონებრივი გადაწყვეტა, გადაწყვეტის მეთოდები; დამატებითი შემოსავალი, თავისუფალი პროფესია. ახლობლებზე ზრუნვა, კრედიტი, ვალი. Read More »

მე-5 სახლის მმართველი

მეხუთე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც ამ სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–5 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ კუროშია – მმარტელი ვენერაა… და ა.შ. მეხუთე სახლის მმართველი პირველ სახლში პოზიტიური მხარე: თავისუფლად ქმნის უნარი და საკუთარ თავში ნიჭისა და უნარების დამოუკიდებლად აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა. ამ ადამინს შესაძლებლობა ეძლევა იბრწყინოს და იყოს მკვეთრად გამოხატული პიროვნება. ცხოვრებაში მას შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, რასაც ისურვებს. უარყოფითი მხარე: გამუდმებული თამაშები, სიამოვნების მიღების სურვილსა და გართობებს ადამიანი მიჰყავს ენერგიისა და ნიჭის უაზრო ხარჯვამდე. ასპექტი დაბრკოლებას ქმნის შინაგანი დისციპლნის ჩამოყალიბებაში და ართულებს შემოქმედებითად გახსნის შესაძლებლობას. ... Read More »

V სახლი

V სახლი – გართობა, შემოქმედება, ბავშვები, როლები… მთავარი პრინციპები: სიყვარული, თავისუფალი სასიყვარულო კავშირები, მოულოდნელი სიხარული, ვნება, გატაცებები, შთამომავლობა (შვილები) Read More »

მე-4 სახლის მმართველი

მეოთხე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეოთხე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–4 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–4 სახლის კუსპიდი თხის რქაშია, მისი მმართველია სატურნი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ სატურნი… მეოთხე სახლის მმართველი პირველ სახლში პოზიტიური მხარე: ტრადიციულობა, საცხოვრებელ ადგილზე და სამშობლოზე დამოკიდებულება, მჭიდრო კავშირი წინაპრებთან და მშობლებთან, ეზოთერული უნარები, ნებისმიერ სახლში ცხოვრების უნარი. უარყოფითი მხარე: ნებისმიერი საცხოვრებელი ადგილით უკმაყოფილება, საკუთარ სახლში უცნაური და გაურკვეველი ზეწოლის განცდა. ბინაში საკუთარი ადგილისა და კუთხის მოძიების სირთულე. ადამიანის ნიჭის გამოამჟღავნებასა და განვითარებაში მშობლები ხელის შემშლელები არიან. სამშობლოში წარმატების მიღწევა ნაკლებადაა ... Read More »

IV სახლი (IC)

მეოთხე სახლი (IC) შეგვიძლია სამი სიტყვით დავახასიათოთ – „ადამიანის ძირითადი არსი“. ეს არის რიგით მეორე კარდინალური სახლი. თუ პირველი მესამედი აღნიშნავდა თავად ინდივიდს და მას ეხებოდა, მეორე მესამედი ეხება უკვე მისი არსებობის გავლენას და შედეგებს გარესამყაროზე. ასტროლოგიურ რუკაზე ეს წერტილი (IC) აღნიშნავს შუაღამის პერიოდის. სხვა სახელწოდებები: ნადირი, იმუმ ქოელი. პირველი მესამედი – მშობლები, გენეტიკა, სიცოცხლის დასასრული, კავშირი სხვა სამყაროსთან („მიღმა სამყარო“, ალტერნატიული სამყარო), მემკვიდრეობა, მიწის საკუთრება, ძმებისა და დების ქონება, შვილების მტრები, ქმრის სამსახური, მეგობრის დაავადებები. მეორე მესამედი – სამშობლო, დამოუკიდებლობა პროფესიასა და სახლში, რეალობა, ურთიერთობა მიწასთან (მასთან დაკავშირებულ საქმეებთან, რკინიგზასთან, სამთო მეურნეობასთან), მეგობრები სამსახურის მხრივ, მეგობრის მომსახურე პერსონალი (მეგობრის ... Read More »

მე-3 სახლის მმართველი

მესამე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მესამე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–3 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–3 სახლის კუსპიდი თხის რქაშია, მისი მმართველია სატურნი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ სატურნი… მესამე სახლის მმართველი 1-ელ სახლში პოზიტიური მხარე: სწრაფად აღქმის ამაღლებული უნარი, ზესვლის სიმსუბუქე, ყველგან და ყველაფრის სწავლის სურვილი, თვითსწავლების ნიჭი, გამოცდილების გაფართოებისათვის კონტაქტებისა და კავშირების გამოყენების უნარი. უარყოფითი მხარე: მოუწესრიგებელი კავშირები, სწავლის უუნარობა, საკუთარი თავის სრულყოფისათვის ურთიერთობებიდან მიღებული გამოცდილების გამოყენების სურვილის არქონა. ეს ადამიანი ისწრაფვის იპოვოს საკუთარი იდეების გადმოცემის გზები/ხერხები და საკუთარი აზროვნების უნარი გაამყაროს. ის ყოველთვის ... Read More »

III სახლი

პირველი კონტაქტი, პირველი ინფორმაცია სამყაროზე, ადამიანებზე. ნათესავები, რომლებთანაც პირველად გვქონდა ურთიერთობა, მეზობლები, ძმები, დები, ადამიანები, რომლებთანაც ტერიტორიული ნაცნობობა და სიახლოვე გვაკავშირებს. ცოდნა, მახსოვრობა, ნერვები, სტუმრების მიღება, სწავლა, მოლაპარაკებები. Read More »

მე-2 სახლის მმართველი

მეორე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეორე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–2 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–2 სახლის კუსპიდი ლომშია, მისი მმართველია მზე, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მზე… მეორე სახლის მმართველი 1–ელ სახლში პოზიტიური  მხარე: საკუთრების შეძენა, ფულისა და ქონების დაგროვება საკუთარი მეწარმეობისა და საკუთარი საქმიანი ძალისხმევის წყალობით, მრავალმხრივი უნარი და ნიჭი მიმართულია მატერიალური შემოსავლის მიღებისკენ. უარყოფითი მხარე: ფინანსური ხასიათის მრავალგვარი შეუსრულებელი გეგმები, მფლანგველობა და ფულის გაუაზრებელი ხარჯვა, გადაჭარბებული დანახარჯები სიამოვნების მიღების სურვილით, ეკონომიის გაწევის უუნარობა, არაპრაქტიკულობა, გადაჭარბებული მატერიალიზმი. ასეთ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ძლიერი წარმოდგენა ... Read More »

Scroll To Top