Category Archives: ასტროლოგია

სინასტრიული მარსი II სახლში

Read More »

მზის დაბნელება

როგორც ვიცით, მზის დაბნელება ახალმთვარეობაა ხანგრძლივი გავლენით, რადგან ხდება იმ დროს, როდესაც მზე ერთ-ერთ კვანძთან (მთვარის კვანძები) ახლოსაა. თუ ჩვეულებრივი ახალმთვარეობის შემთხვევაში მოვლენები ერთი თვის განმავლობაში ხდება, მზის დაბნელების მოვლენები – ხანგრძლივი ციკლის დაწყების პერიოდს მოასწავლებს. დაბნელება შემთხვევითი ერთჯერადი მოვლენა არაა, ის ხანგრძლივად მოქმედი პროცესია. მეტონის ციკლის მიხედვით ყოველ 19 წელში ერთხელ ახალმთვარეობა ან მზის დაბნელება ხდება ზუსტად იმავე გრადუსზე, რომელზეც 19 წლის წინ მოხდა. დაბნელებისგან გამოწვეული მოვლენები ხდება როგორც კონკრეტულ თვეს, ასევე 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. Read More »

ახალმთვარეობა ან/და მზის დაბნელება ჰოროსკოპის სახლებში

პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს. Read More »

მთვარის დაბნელება

მიჩნეულია, რომ დაბნელება ადამიანთა ბედზე გარკვეულ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. როგორც წესი, რუკიდან გათვალისწინებით, დაბნელების პერიოდში (პლიუს–მინუს რამდენიმე დღე) ადამიანს უწევს მნიშვნელოვან საკითხებთან შეხება, გადაწყვეტა. პირველ რიგში, არაა სასურველი მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა–დაგეგმვა დაბნელების დროს. ეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში და ისიც გონებით უნდა გადაწყვიტოთ. დაბნელებამდე და დაბნელებიდან 2-3 დღის განმავლობაში სასურველია მოერიდოთ დიდ შენაძენს. ასევე, სასურველია თქვენს გარშემო მოვლენებს დაუკვირდეთ და გაანალიზოთ. Read More »

პირადი რუკის მიხედვით დაბნელების გავლენა და მისი შედეგები

მზის დაბნელება მთვარის დაბნელება როგორც უკვე ვიცით, ჩვენი რუკის მიხედვით დაბნელება რომელ სახლშიც ხდება, ცვლილებებს იმ სახლის სფეროებში უნდა ველოდოთ. დამატებითი ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება მთვარის კვანძების მდებარეობაც. დაბნელება ყოველთვის მთვარის რომელიმე კვანძთან ახლოს (ან კვანძთან შეერთებით) ხდება. მზის დაბნელების დროს ნახულობთ მზე რომელ კვანძთანაა ახლოს – ჩრდილოეთ თუ სამხრეთ კვანძთან. მთვარის დაბნელებისას – ეძებთ მთვარესთან ახლოს მდებარე მთვარის კვანძს. Read More »

სავსემთვარეობა ან/და მთვარის დაბნელება ჰოროსკოპის სახლებში

პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს. Read More »

მარსის კვადრატი ნეპტუნთან

თვითშეწირვის ასპექტი დამახასიათებელია: რელიგიურობა, მსხვერპლად შეწირვის უნარი, ქმედებების გამო სინანულის განცდა, თვითმოტყუებისკენ მიდრეკილება, საკუთარი ქცევის მოტივების უცოდინრობა („არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი“), შეპყრობილობა (იდეებით), ფანატიზმი, ფსიქოლოგიური სიბრმავე, იდეალური ან/და სუბიექტური წარმოდგენები, მანიაკალური მდგომარეობა, კლეპტომანია. დადებითი კუთხით – სულიერებისკენ სწრაფვა. Read More »

მარსის კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია: მოუთმენლობა, ენერგიულობა, უცერემონიობა, სარკაზმი, კრიტიკა, მეგობრებთან უთანხმოებები; რისკიანობა, უბედური ან უცნაური შემთხვევების რისკი (გაუფრთხილებლობის გამო), მძაფრი შეგრძნებების მიღების სურვილი, ნევროზულობა, რევოლუციონერობა, დაუფიქრებელი ქმედებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. დადებითი კუთხით დამახასიათებელია: სიმამაცე, პროგრესული იდეებისთვის ბრძოლა, უშიშრობა. Read More »

ასტროლოგიური რუკის შესადგენი საიტები

პირადი რუკის შესადგენად უნდა ვიცოდეთ დაბადების რიცხვი, თვე, წელი, საათი და ადგილი. ონლაინ-საიტები,რომლებზეც შეგიძლიათ შეადგინოთ  პირადი რუკა: astrology.ge  astro.com astrotheme.com   ასტროლოგიური პროგრამები (უფასო): 1. “ზეტ”-ი http://astrozet.net/downloads.html 2.”სკორპიო” scorpio 3.5   ან scorpio   სინასტრული (შეთავსების) რუკის შედგენა შეგიძლიათ ასტროლოგიური პროგრამებით ან/და შემდეგი საიტებით: 1. http://astro-online.ru/synastry.html 2. sotis-online.ru 3. http://www.oculus.ru/sin.php   რეკტიფიკაცია(დაბადების ზუსტი დროის დადგენა) პ.ს. ერთადერთი ამ საიტზე მივაგენი რეკტიფიკაციის მეთოდით დაბადების დროისა და რუკის შედგენას.არ ვიცი რამდენად სწორია http://astrology.org.ua/rectification.htm მობილური ტელეფონისთვის ასტროლოგიური რუკის შესადგენი პროგრამა – გადმოსაწერი ლინკი (aquarius2go) სმარტფონებისთვის შესანიშნავი ასტროლოგიური პროგრამაა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ: პირადი რუკის შესადგენად სინასტრული (შეთავსების) რუკის შესადგენად ტრანზიტული რუკის შესადგენად სოლარული (წლის პროგნოზი) რუკის ... Read More »

მარსის კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია: ანგარიშიანობა, სხვების რესურსების ბოროტად გამოყენება, ფანატიზმი, ექსტრემიზმი, ქმედებების რეალური მიზეზის დაფარვა, აგრესიულობა, კანონებისა და წესების მიუღებლობა, ძალის გადამეტება, გაუფრთხილებლობა, თვითდარწმუნებულობა, რისკიანობა, კონფლიქტურობა. საზოგადოების, ჯგუფის ენერგიას იყენებს პირადი ვნებებისა და ძალაუფლებისთვის. ასპექტის მფლობელი მზადაა საზოგადოებრივი აღიარებისთვის იბრძოლოს. მხოლოდ ბრძოლისა და კამათის დროს გრძნობს თავს კარგად; სხვების კრიტიკა ახასიათებს. ძალაუფლების და მბრძანებლობის სურვილი ვლინდება, არ მოსწონს სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. ასპექტის მფლობელი შესაძლოა თავს მნიშვნელოვანი მისიის შემსრულებლად თვლიდეს, რის გამოც საკუთარ პერსონას სხვებზე მაღლა აყენებს. ფეთქებადია და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, რთულად ახერხებს დამშვიდებას. დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი ვლინდება. დადებითი კუთხით ახასიათებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, სიმამაცე, ენერგიულობა, დახმარების გაწევის უნარი. ასპექტი იძლევა იმპულსურობას, ... Read More »

Scroll To Top