„მასტების” ზოგადი მისიები ♥ – გულის მასტების მისია სიყვარულის, მისი მიიღებისა და გაეცემის სწავლაა. ♦ – პენტაკლი შეესაბამება ფულს. ამ ფიგურით დაბადებულების მისიაა, ისწავლონ ფულის გამომუშავება, სწორად ხარჯვა, საკუთარი და სხვა მატერიალური ფასეულობების მართვა. ♣ – ამ მასტით ადამიანები ცოდნის შესაძენად მოდიან. მათი მისიაა არა პროდუქტის, არამედ საკუთარი ინტელექტუალური რესურსებისა და ცოდნის „გაყიდვაა”. ♠ – ამ მასტის ქვეშ იბადებიან, სულიერად მტკიცე და ძლიერი ადამიანები. Read More »
Category Archives: ბედის ბანქო
ბედის ბანქო – ვალეტ ყვავი
3 იანვარი, 1 თებერვალი ამ დღეებში ვალეტ ყვავის წარმომადგენლები არიან დაბადებულნი. ვალეტი არის სამეფო ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი. ეს არის პრინცი, რომელსაც შეუძლია გახდეს მეფე. ის რომანტიული, მახვილგონიერი, მომხიბვლელი და გამომგონებობის ნიჭით დაჯილდოებულია. მისთვის ჯერ კიდევ უცხოა პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მხრებზე აწევთ მეფეებსა და ნაწილობრივ დედოფლის წარმომადგენლებს. თუმცა თავად არც ცდილობს ამ პასუხისმგებლობის წამოკიდებას, პირიქით ცდილობს გაექცეს ამ ვალდებულებას, მაგრამ ამასთან კარგად შეიგრძნობს იმ ფაქტს, რომ „უმაღლეს არისტოკრატიას“ ეკუთვნის და სურს ყველა პატივისცემით მოეპყრას. ვალეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – მეფედ იქცეს. ვალეტი, მეფის მრჩეველია, მას შეუძლია გასცეს რჩევები, თუ როგორ გამოვიდნენ რთული სიტუაციიდან, როგორ მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა, მაგრამ შედეგზე ... Read More »
ბედის ბანქო – 10 აგური
(17 იანვარი; 15 თებერვალი; 13 მარტი; 11 აპრილი; 9 მაისი ; 7 ივნისი ; 5 ივლისი ; 3 აგვისტო ; 1 სექტემბერი) 10 აგური კურთხევის, დალოცვის კარტია. ის ითვლება მატერიალური კეთილდღეობის კარტად, თუმცა ყველა ვერ დაიკვეხნის კარგი მატერიალური მდგომარეობით. ისევე, როგორც სხვა ათიანები, 10 აგურიც გამოირჩევა სტაბილურობით. მათ, ყველას თან სდევთ იღბალი, ამასთან დაზღვეულნი არიან დანაკარგებისგან, მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, მათ უნდა ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი. ამ ადამიანებს შეუძლიათ უხელმძღვანელონ ნებისმიერი მასშტაბის კომპანიებს. Read More »
ბედის ბანქო – 10 გული
(31 ივლისი; 29 აგვისტო; 27 სექტემბერი; 25 ოქტომბერი; 23 ნოემბერი; 21 დეკემბერი) 10 გული – კოლექტივში წარმატების ბანქო. ეს ადამიანები საკმაოდ პატივმოყვარენი და ამბიციურინი არიან და ამ თვისებებმა შესაძლოა ისინი ძალიან შორს წაიყვანოს, მაგრამ წინა ცხოვრებაში მათ უკვე მიაღწიეს გარკვეულ ჭეშმარიტებას და ახლა შეუძლიათ მათით იხელმძღვანელონ. Read More »
ბედის ბანქო – 10 ჯვარი
(30 იანვარი, 28 თებერვალი, 26 მარტი, 24 აპრილი, 22 მაისი, 20 ივნისი, 18 ივლისი, 16 აგვისტო, 14 სექტემბერი, 12 ოქტომბერი, 10 ნოემბერი, 8 დეკემბერი) 10 ჯვარი – ინტელექტუალური მიღწევების კარტი. ეს ადამიანები ძალიან დამოუკიდებლები არიან და ხშირად ისე იქცევიან, თითქოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები (დედოფლები და მეფეები) იყვნენ. ქალბატონებისთვის დამახასიათებელია მამაკაცური გონება. Read More »
ბედის ბანქო – 9 გული
(30 აგვისტო, 28 სექტემბერი, 26 ოქტომბერი, 24 ნოემბერი, 22 დეკემბერი) უნივერსალური სიყვარულის კარტი (9 გული ითვლება განშორების კარტად) ცხოვრებაში დიდი აღსრულებები ან დიდი დანაკარგები ან ორივე ერთად. ნებისმიერი 9-იანი უკავშირდება სულიერებას. ამ ადამიანების მიღწევები არ უნდა დარჩეს მხოლოდ საკუთრებაში. Read More »
ბედის ბანქო – 9 ჯვარი
(31 იანვარი; 29 თებერვალი; 27 მარტი; 25 აპრილი; 23 მაისი; 21 ივნისი; 19 ივლისი; 17 აგვისტო; 15 სექტემბერი; 13 ოქტომბერი; 11 ნოემბერი; 9 დეკემბერი;) 9 ჯვარი უნივერსალური ცოდნის კარტია. ეს ადამიანები გამოირჩევიან ფართო ცნობიერებით. ისინი სამყაროსგან იღებენ ინფორმაციას დედამიწაზე არსებულ მოვლენების შესახებ და ხდებიან ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელები. ცოდნა მიდის მათთან მაშინ, როდესაც თავისუფლდებიან თავისი არასწორი განწყობისგან, მსოფლხედველობისგან. როდესაც გადახედავენ თავის ძველ შეხედულებებს, იდეებს, ფილოსოფიას და სწავლობენ დანაკარგის მიღებას, ზედმეტი განცდების გარეშე. თუმცა ეს ძალიან რთულია. Read More »
ბედის ბანქო – 9 აგური
(18 იანვარი; 16 თებერვალი; 14 მარტი; 12 აპრილი; 10 მაისი; 8 ივნისი; 6 ივლისი; 4 აგვისტო; 2 სექტემბერი) 9 აგური თვითმიძღვნის კარტია. ეს ადამიანები ამქვეყნად მოვიდნენ, რათა პიროვნული და სულიერი განვითარების დიდი ეტაპი დაასრულონ. მათი ამოცანაა ცხოვრებიდან იოლად და ძალადაუტანებლად გაუშვან ნებისმიერი ადამიანი, სიტუაცია თუ ნივთი, როდესაც ამის დრო დადგება. Read More »
ბედის ბანქო – 8 აგური
(19 იანვარი, 17 თებერვალი, 15 მარტი, 13 აპრილი, 11 მაისი, 9 ივნისი, 7 ივლისი, 5 აგვისტო, 3 სექტემბერი, 1 ოქტომბერი) 8 აგური მზის კარტია. ამ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატების მწვერვალს, მათ ყოველთვის პატივს სცემენ, მათი დიდებულება და ლიდერის თვისებები ყოველთვის იწვევს სხვებში აღტაცებას, მაგრამ თუ ვერ დაძლევს საკუთარ ამბიციებზე დამოკიდებულებას არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს „კარტი“ გადაიქცეს ტირანად. Read More »
ბედის ბანქო – 8 გული
(31 აგვისტო; 29 სექტემბერი; 27 ოქტომბერი; 25 ნოემბერი; 23 დეკემბერი) ემოციური ძალის ბანქო ისევე როგორც ყველა რვიანი, ამ ბანქომაც თავის მფლობელს უნდა ასწავლოს ბოძებული სიყვარულის ძალის გაცნობიერებული გამოყენება და პასუხისმგებლობის აღება ამ ქმედებაზე. რაღაცით 8 გული ძალიან გავს 10 გულს. Read More »