Category Archives: ეზოთერიკა

ტარო

ტაროს კარტი წარმოადგენს, უძველესს და ყველაზე პოპულარულ კარტის სისტემას ევროპაში. სერიოზული მკვლევარები დღესაც კი დაობენ სად და როდის წარმოიშვა კარტი ტარო. აღნიშნული კარტის შესახებ ყველაზე ძველი მოხსენება გაკეთებული იყო არაუადრეს XI საუკუნისა და აღმოჩენილი კარტებიდან ყველაზე ძველი თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით. სიტყვა „ტარო“ (ან „ტაროტ“) ხშირად ითარგმნება, როგორც „მბრძანებელთა გზა“. Read More »

პლატონური მოძღვრება რიცხვზე

პლატონი და არისტოტელე რაფაელის ფრესკაზე სახელწოდებით “ათენის სკოლა”. პლატონური მოძღვრება რიცხვზე (სტრუქტურულ-რიცხვული მოდიფიკაციები)   ალექსეი ლოსევი (თამაზ ჩხენკელის თარგმანი) პლატონი ეკუთვნის იმ ათასწლოვან ანტიკურ-შუასაუკუნეობრივ ტრადიციას, რომელიც ყოფიერებასა და ცხოვრებაში ყველაზე მაღლა აყენებდა რიცხვულ კონსტრუქციებს, რაც შემდგომ მთლიანად გადავიდა ახალი დროის ფილოსოფიაშიც და გადამუშავებული სახით საფუძვლად დაედო მთელ ახალევროპულ მათემატიკურ ბუნებისმეტყველებას, ხოლო ნაწილობრივ, ახალი და უახლესი დროის ესთეტიკასაც. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და უმეცრულ ცრურწმენას წარმოადგენს ის, რომ პლატონის რიცხვული თეორია გაგებულია როგორც ერთვარი „რიცხვული სპეკულაცია“, „რიცხვული მისტიკა“ ან „რიცხვული ფანტასტიკა“. უწინარეს ყოვლისა, შეუძლებელია გაიგო, რას ნიშნავს ეს გამკიცხველი გამოთქმები. ეს გამოთქმები უკვე დიდი ხანია სალანძღავ შორისდებულებად იქცა და ყოველგვარი რაციონალური შინაარსი ... Read More »

მითოლოგიური სიმბოლოები

ეგვიპტური ანხი

ჯვარი ჯვარი ქრისტიანობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია, ის ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. ქრისტიანებს ძველად წარმართები „ჯვრის თაყვანისმცემლებს“ უწოდებდნენ, მაგრამ ჯვრის გამოსახულება ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე არსებობდა. მას ვხვდებით ქრისტეს შობამდე თითქმის ყველა კულტურასა და ცივილიზაციაში. რას გამოხატავს ეს სიმბოლო? Read More »

ქირომანტიის საფუძვლები

ქირომანტია (χειρός — ხელი; μαντεία — მკითხაობა, წინასწარმეტყველება) გამოიყენება ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების, ხასიათის, თვისებების, მიდრეკილებების დასადგენად…ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მეშვეობით. ქირომანტია სამ ნაწილად იყოფა: ა)ხელის ფორმების, აგებულების, თითების მოყვანილობის შესწავლას და ამის მიხედვით ადამიანის ხასიათზე, თვისებებზე ინფორმაციის მიღება; ბ) ხელის ხაზებზე დაყრდნობით წარსულისა და მომავლის გაგება; გ) ფარული სურვილების ანალიზი, განვითარების მიზანი და ა.შ. ეს ბოლო ნაწილი ბევრად სიღრმისეულ ანალიზსა და ცოდნას მოითხოვს. Read More »

რ. შტაინერი – კოსმიური საიდუმლოებანი. კომეტარული და ლუნარული

რუდოლფ შტაინერი კოსმიური საიდუმლოებანი. კომეტარული და ლუნარული შტუტგარტი, 5 მარტი 1910წ. ნათელ ვარსკვლავიან ღამეში ციურ სიღრმეებს მზერას რომ ვაპყრობთ, ჩვენ გვეუფლება ურიცხვ ვარსკვლავთა სიმშვენიერით გამოწვეული ამაღლებულობის განცდა, ზოგ ადამიანში უფრო მძაფრია, ზოგში ნაკლებად მძაფრი, თითოეულის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდრეკილებების მიხედვით. მაგრამ ყველა შემთხვევაში, – და ეს სწორედ ვარსკვლავიან ცასთან, როგორც მოვლენასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, _ ადამიანში მალევე იბადება იმის ნატვრა, რომ შეიცნოს კოსმოსის საიდუმლოებანი, რომლებიც ამ დროს თავს დაჰყურებენ. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოთხოვნილებას, სწორედ ვარსკვლავიან ცასთან მიმართებით, ვერ დააბრკოლებს ის მოსაზრება, თითქოს ვარსკვლავთა სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნით ამაღლებულობის შეგრძნება იკარგებოდეს. მართლაც, სრულად გამართლებულია, რომ შემეცნება და გაგება განსაკუთრებით ამ ... Read More »

Tabula Smaragdina

  Tabula Smaragdina (ზურმუხტის დაფა)   დოკუმენტი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ზურმუხტის დაფაზე დატოვა ჰერმეს ტრისმეგისტუსმა.   ჭეშმარიტია, სიცრუის გარეშე, სარწმუნო და მეტად ჭეშმარიტი. რაც იმყოფება დაბლა, შეესაბამება იმას, რაც იმყოფება მაღლა; და რაც იმყოფება მაღლა, შეესაბამება იმას, რაც იმყოფება დაბლა, რათა აღსრულდეს სასწაულნი ერთისა. ყველაფერი წარმოიშვა ერთისაგან, ერთიანის მეშვეობით: ყოველივე წარმოიშვა ამ ერთი არსისაგან, შეწყობის შედეგად. მისი მამა მზეა, ხოლო დედა – მთვარე. ქარმა ატარა იგი თავის წიაღში. დედამიწამ გამოკვება იგი. ეს არსი არის მამა ყოველი სრულყოფილებისა მთელს სამყაროში. მისი ძალა მრთელია მაშინაც, როდესაც მიწად იქცევა. შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, თხელს უხეშისაგან ფაქიზად, დიდი ხელოვანებით. ეს არსი ადის დედამიწიდან ზეცაში ... Read More »

რ. შტაინერი – როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე

ჩეფალუს საკათეტრო ტაძრის მოზაიკა. სიცილია, იტალია. რუდოლფ  შტაინერი   როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე ციურიხი, 9 ოქტომბერი, 1918წ. გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი სინამდვილის ანთროპოსოფიული წვდომა მხოლოდ თეორიული მსოფლმხედველობის არეალით არ უნდა შემოიფარგლოს. იგი უნდა იქცეს ცხოვების შინაარსად, სასიცოცხლო ძალად. მხოლოდ მაშინ შეასრულებს იგი თავის ამოცანას, როცა ჩვენივე მეცადინეობით იმდენად მომძლავრდება ჩვენში, რომ ჭეშმარიტ სასიცოცხლო ძალად იქცევა. რაკიღა ჩვენს საფშვინველს ანთროპოსოფიულ წვდომასა და შემეცნებას ვუკავშირებთ, ძალაუნებურად კაცობრიობის განვითარების გარკვეული მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილედ და მეთვალყურედ წარმოვჩნდებით. ცნობილია, რომ ადამიანები, ეზიარებიან რა ამა თუ იმ მსოფლმხედველობას, დარწმუნებულები არიან, რომ აზრები და წარმოდგენები, გარდა იმისა, რომ ისინი მათ საფშვინველში წარმოიშვებიან, არაფრით არ ეხებიან, არ ... Read More »

რ. შტაინერი – ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში

“განკითხვის დღე”, ტრიპტიქის ნაწილი. მხატვარი ჰანს მემლინგი. გდანსკის ეროვნული მუზეუმი (იესო ქრისტეს ქვემოთ დგას მიქაელ მთავარანგელოზი სასწორით ხელში). რუდოლფ შტაინერი   ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში. 1913 წ. თებერვალი. ლონდონი გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი კაცობრიობის მთელი მისტერიებიდან გოლგოთას მისტერიის გაგება ყველაზე რთულია. იგი მათთვისაც რთულია, ვინც გარკვეულ საფეხურს მიაღწია ოკულტურ განვითარებაში. ყველა ჭეშმარიტებიდან, რომელსაც ადამიანი ეხება, სწორედ ეს ჭეშმარიტება შეიძლება ძალზე იოლად იქნას არასათანადოდ გაგებული. მისი ასეთი სირთულე გაპირობებულია იმით, რომ გოლგოთას მისტერია ერთადერთი მოვლენა იყო დედამიწის მთელს ევოლუციაში და იგი გახლდათ ის უდიდესი იმპულსი კაცობრიობის ევოლუციისათვის, რომელიც ადამიანის განვითარების მანძილზე მანამდე არასოდეს არსებულა და მომავალშიც მსგავსი სახით ... Read More »

რ. შტაინერი – პიროვნულის სამი ასპექტი

პირველი გოეთეანუმი, 1913-1922 წლებში. რუდოლფ შტაინერი   პიროვნულის სამი ასპექტი გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ ბერლინი, 1907 წლის 12 ივლნისი მიუნჰენის კონგრესი, რომელიც მეოთხეა ამსტერდამის, ლონდონის და პარიზის კონგრესების შემდეგ, ჩვენი თეოსოფიური თვალსაზრისით ერთგვარად აკავშირებს ევროპაში სხვადასხვა ერებს. დღეს კონგრესის შესახებ ინფორმაციის გაკეთებას როდი ვაპირებ, მე მხოლოდ ორიოდე სიტყვა მინდა ვუთხრა იმათ, ვინც მასში მონაწილეობა ვერ მიიღო. მას უნდა ეჩვენებინა ის, რასაც მე გამუდმებით ხაზს ვუსვამდი ხოლმე თეოსოფიაზე საუბრისას – მას უნდა ეჩვენებინა, რომ თეოსოფია მხოლოდ პირადი საჭიროებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის არ შექმნილა. თეოსოფია პრაქტიკულ ცხოვრებაში უნდა ჩაერთოს, განათლების ნაწილად იქცეს, პრაქტიკული ყოფიერების ყველა სფეროში შევიდეს. ვისაც საკუთრივ თეოსოფიური იმპულსი ... Read More »

რ. შტაინერი – არგონავტების თქმულება და ოდისეა

ოდისევსი და სირენები. მხატვარი ჯონ უილიამ უოტერჰაუსი. რუდოლფ  შტაინერი   არგონავტების თქმულება და ოდისეა ბერლინი, 14 ოქტომბერი, 1904 (გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ) სხვადასხვა მითების განხილვით მე მინდა საფუძველი ჩავუყარო გარკვეულ ეზოტერულ მოძღვრებას, რომელსაც მომდევნო ლექციებში შევეხები. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ ძალზე მნიშვნელოვან მითზე, რომელსაც საბერძნეთშიც ვხვდებით და რომელიც, როგორც ყოველი მითი, სხვადასხვა საფეხურზე და მრავალგვარად შეიძლება იქნას გაგებული. ჩვენი მიზანი იქნება მისი რეალური შინაარსის გარკვევა. მაგრამ ვიდრე ამას შევუდგებოდე, ზოგიერთ თეორიულ საკითხს შევეხები. „ლუციფერ-გნოზისის“ ბოლო ნომერში მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ბოლო სამ ატლანტურ კულტურაში ადამიანის მოდგმაზე ხდებოდა თავისებური ზემოქმედება, რომელიც გარკვეული გაგებით დღესაც გრძელდება. ეს ზემოქმედება იმიტომ დაიწყო, რომ ... Read More »

Scroll To Top