Category Archives: ეზოთერიკა

ლილიტი რელიგიასა და მითოლოგიაში

ლილიტზე ლეგენდის ყველაზე ადრეულ ფორმას მე-8-მე-10 საუკუნეში მოღვაწე ბენ სირის ნაშრომში ვხდებით, რომელმაც იცოდა ლილიტის საწინააღმდეგო ავგაროზის არსებობის შესახებ, რომლებზეც სამი ანგელოზის სახელი იყო დატანებული, მსგავსი ავგაროზების დამამზადებელი  ბენ სირი იყო. ბენ სირი თავსი თხზულებაში ანგელოზთა სახელებსაც გვამცნობს: სნვი, სნსვი და სმნგლოფი, რომლებიც ადამზე პირველ თქმულებასთან არიან დაკავშირებულნი. ადამის პირველი ცოლის შესახებ თქმულებაში ვკითხულობთ: „ღმერთის მიერ ადამის შექმნის შემდეგ, მარტოსული ადამის მომზირალ უფალს შეეცოდა თავის ქმნილება და თქვა: არ არის კარგი ადამიანისთვის მარტო ყოფნა, და  ადამის მსგავსად მიწისგან ქალი შექმნა. სახელად კი  ლილიტი უწოდა. ადამს და ლილიტს მალევე მოუვიდათ კამათი. ლილიტმა თქვა, ჩვენ თანასწორნი  ვართ, ორივენი მიწისაგან შეგვქმნეს  და ურთიერთობაში ... Read More »

დაავადებების ფსიქოლოგიური მიზეზები

დაავადებები შეიძლება იყოს ფსიქო-სომატური, ანუ მათ წარმოშობას შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს. თითოეულ დაავადებას შესაბამისი მოქმედება თუ უარყოფითი ემოციური მდგომარეობა იწვევს. ის თუ რას განვიცდით, რას ვფიქრობთ ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. ეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გრძნობებისა და განცდების საპირისპირო, დადებითი ემოციები, განცდები, ქმედებები გამოავლინოთ და თქვენს სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ხელი შეუწყოთ. ამ ჩამონათვალში დასახელებულია მიზეზი, ხოლო შემდეგ შედეგები, ანუ დაავადებები რომელსაც იწვევს ჩვენი ქმედება და ემოციური მდგომარეობა. Read More »

მანტრა

(სანსკ. मन्त्र mantra საფიქრელი) მანტრა მნიშვნელობით ტრანსფორმაციის საშუალებაა ფსიქიკის გავლით (ვერბალურიდან – მატერიალიზაციამდე). აქტიურად გამოიყენება ინდუიზმსა და ბუდიზმში. ინდუისტები მიიჩნევენ, რომ მანტრა მეტყველების განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც გონებაზე, ემოციებსა და გარე მოვლენებზეც კი მოქმედებს. მანტრა არის ბგერათა გარკვეული თანწყობა, რომელსაც აქვს გარკვეული ძალა; ბგერითი ვიბრაცია, რომელიც გონებას დესტრუქციული (დამანგრეველი) პროგრამებისგან წმენდს. ადამიანის მიერ წარმოთქმულ ბგერებს მუსიკაზე არანაკლები მოქმედების ძალა აქვთ. ეს მუდმივად ძრავას ჰგავს, ადამიანი თვითონ ქმნის და მოიხმარს ენერგიას. ძველად მანტრას სამყაროს ენერგიებთან საკომუნიკაციო “უნივერსალურ ენად” თვლიდნენ. ნეიროფსიქოლოგებმა კარგა ხანია ამოხსნეს მანტრების მოქმედების საიდუმლო. ყოველი ბგერა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინის სხვადსხვა უჯრედზე, მანტრების განმეორება თავის ტვინის რიტმის ამპლიტუდას ცვლის, ... Read More »

ასტროლოგია ეზოთერული ხედვით

თქვენ ასტროლოგიით დაინტერესდით და  ამ სფეროს შესწავლა გსურთ? შესაძლოა ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯიც იყოს და  ბევრი რამ შეიცვალოს, უფრო მეტიც, შესაძლოა თქვენ  შეიცვალოთ და სრულიად სხვა პიროვნება გახდეთ. ასტროლოგიის გათვითცნობიერებით, თქვენ სამყაროს იდუმალ ძალას შეიცნობთ, სამყაროს რიტმს იგრძნობთ. ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ის ილუზიები, რაც საკუთარ თავზე გქონდათ, დაიმსხვრეს (შესაძლოა მტკივნეულად ან უმტკივნეულოდ) და საკუთარ თავს ისეთს შეხედოთ, როგორიც სინამდვილეში ხართ.  სამყაროს რიტმის გაგება ნიშნავს ცხოვრების ნამდვილი რიტმის გაცნობიერებას. ადამიანი, რომელიც ასტროლოგიას მიყვება, ერთადერთი სწორი და არჩეული გზით უნდა იაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასტროლოგიის შესწავლა მხოლოდ ქაოსსა და პრობლემებს მოიტანს (პ.ს. შენიშვნა: ერთადერთი და არჩეული გზა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის არსებულ ... Read More »

ფენ-შუი (შესავალი)

ფენ-შუი ძველი ჩინური მეთოდია გარესამყაროსა და ადამიანის ურთიერთქმედებასა და მათ შორის ჰარმონიის დამყარებაზე. მისი მიხედვით ჩვენს ცხოვრებაზე თვალისთვის უხილავი ძალები მოქმედებენ, ბუნების, ყველა მატერიალური ფორმის მქონე საგნის ენერგეტიკულ დამუხტვას იწვევენ. ამ ენერგიის დადებითად გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს ჰარმონია და დადებითი ენერგიები მოვიზიდოთ, წარმატებას მივაღწიოთ. ფენ-შუის შესწავლით, გარე სამყაროზე დაკვირვებით, ანალიზით შეგვიძლია შევიცნოთ ის კანონები, რომლითაც სამყარო ცოცხლობს, მოძრაობს, ვითარდება, ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, დადებითად დავიმუხტოთ და წარმატებაც მოვიზიდოთ. კლასიკური ფენ-შუის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაზე სამი რამ მოქმედებს: პირველი – ბედი, მეორე – იღბალი და მესამე – ფენ-შუი. ამ უკანასკნელის შესწავლით სამყაროს კანონების ჩაწვდომას მოვახერხებთ. ფენ-შუი ადამიანის ჰარმონიული ცხოვრებაა სამყაროში. ის საუბრობს სიცოცხლის ფორმების, ... Read More »

ნუმეროლოგია

„სამყაროს რიცხვები მართავენ“. დღესდღეობით ერთ–ერთი პოპულარული და ამავე დროს  უძველესი სფერო, რომელიც ყურადღებას აქცევდა ადამიანის ბედ–იღბალს, სამყაროს მოქმედების პრინციპს აღწერდა, არის ნუმეროლოგია. ნუმეროლოგია ერთ–ერთი უძველესი ეზოთერული სფეროა რიცხვების შესახებ. ზოგჯერ მას „ციფრების მაგიასაც“ უწოდებენ, თუმცა ასტროლოგიასთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე მაგიასთან. ნუმეროლოგია თავის თავში აერთიანებს ზუსტ მეცნიერებას (მათემატიკას) და ეზოთერულ ცოდნას. ნუმეროლოგია არაა ჩაკეტილი მეცნიერება და სხვა უძველეს მეცნიერებებთან (ასტროლოგია, ქირომანტია, კაბალა…) თუ ეზოთერულ ცოდნასთან არის დაკავშირებული. რიცხვი – ეს სიმბოლოა, რომელიც რაიმე იდეას გამოსახავს, დამაკავშირებელი და უცვლელი სიმბოლოებია. კარლ იუნგის აზრით, რიცხვები ცნობიერებას წინ უძღოდა, აზროვნებისა და აზრის გამოხატვის ყველაზე დაბალ ელემენტს წარმოადგენს. ამავე დროს მაორგანიზებელია. პითაგორელებს სწამდათ, ... Read More »

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა – მათი მიზნები, მსგავსებები და განსხვავებები ისტორიულ ჭრილში რომ განვიხილოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველად, როგორც სისტემა ჩამოყალიბდა და ცხოვრებისეულ სცენაზე გამოვიდა რელიგია. რა თქმა უნდა, რელიგიის ჩანასახების ძიება ძალიან შორს წაგვიყვანს და კაცობრიობის განვითარების გზის ძალიან საინტერესო სურათსაც დაგვანახებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ზოგადად შევეხებით მის საფუძვლებს – ტოტემიზმს, ანიმიზმსა და ფეტიშიზმს, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირი იყო ადამიანის სოციალური სისტემის შექმნასთან, თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე ხდებოდა თემისა და გვარის შექმნისა და საერთო მეურნეობის წარმოების მარტივ ფორმებზე გადასვლისას. ამ ეტაპზე გაჩნდა ერთ–ერთი ყველაზე პრიმიტიული ფორმა ტოტემიზმი, ცხოველს ანდა ფრინველსა თუ მცენარეს, რომელსაც ადამიანისთვის გარკვეული ... Read More »

რა არის ეზოტერიკა

ეზოტერიკა _ ბერძნული სიტყვაა  და ნიშნავს “შინაგანს”, “დაფარულს, “ფარულს”, ანუ ისტორიულად ეზოტერიკა აღნიშნავდა საიდუმლო, “შინაგან დოქტრინას”. სავარაუდოდ, ამ ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ელინიზმის ეპოქას (IV – III ს.ს. ძვ.წ–ით) და კერძოდ, პითაგორას, მაგრამ ეს ფილოსოფიურ–რელიგიური სწავლება, რა თქმა უნდა, პითაგორამდეც არსებობდა და იგი მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში, მასწავლებლიდან მოსწავლეს და ისიც ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. ეზოტერიკისგან განსხვავებით ეგზოტერიკა (რომელიც, გარეგანს, გახსნილს ნიშნავს) ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და მასში შედიოდა ის რელიგიურ–ფილოსოფიური დისციპლინები, რომელიც  აღსაქმელად ყველასთვის ადვილი იყო. ანუ ეზოტერიკა, პირველსაწყისად, აღნიშნავდა იმ საიდუმლო ცოდნას, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის რჩეულისთვის, განდობილისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჭეშმარიტ ეზოტერიკასთან მუდამ იყო დაკავშირებული რაღაც დაფარული, იდუმალი, რომლის განდობაც მხოლოდ მცირედთათვის ... Read More »

Scroll To Top