Category Archives: კინო-კლუბი

ვოინიჩის მანუსკრიპტი

Voynich1

ვოინიჩის მანუსკრიპტი წარმოადგენს ზომით პატარა (23.5×16.2) 240 გვერდიან წიგნს, რომელიც ჩვენთვის უცნობ ენაზეა დაწერილი. მისი გაშიფრვა ვერ მოხერხდა. დაწერილია მარცხნიდან მარჯვნივ ფრინველის ფრთით, ხოლო დიდი ნაწილები პარაგრაფებადაა დაყოფილი. წიგნებით მოვაჭრე უილფრიდ ვოინიჩმა ხელნაწერი რომთან ახლოს, ვილა მონდრაგონეში, 1912 წელს შეიძინა და მას შემდეგ იკვლევდა.  სწორედ მისი სახელი ეწოდა მანუსკრიპტს. თითქმის ყველა გვერდზე გვხვდება ილუსტრაციები, ნახატები, რაც მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის წიგნის სტრუქტურასა და პარაგრაფებზე. Read More »

მშვიდობიანი მებრძოლი/Peaceful Warrior (2006)

pw

დენ მილმენი კოლეჯის ნიჭიერი გიმნასტია, რომელიც ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე. მას ყველაფერი აქვს: დაჯილდოვება, მეგობრები გუნდში, ჩქაროსნული მოტოციკლეტები, გოგონები და წვეულებები. დენის სამყარო პირდაღმა გადატრიალდება, როდესაც ის შეხვდება საიდუმლო უცნობს სახელად სოკრატეს, რომელსაც საკმარისი შესაძლებლობები გააჩნია იმისათვის, რომ შექმნას ძალის და ურთიერთგაგების ახალი სამყარო. სერიოზული ტრავმის შემდეგ, სოკრატეს და ახალგაზრდა გოგონას სახელად ჯოის დახმარებით, დენი მიხვდება, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. Read More »

იუდას სახარება

gospel

იუდას სახარება  მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი აპოკრიფული (Etym. ბერძ. apókryphos „დამალული“, „შორეული“) წიგნია, რომელიც არაკანონიკურადაა აღიარებული. Read More »

სამსარა (2011)

SAMSARA_uk

დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში იღებდნენ და პლანეტის გასაოცარ ადგილებზე მოგზაურობას წარმოადგენს. მთლიანობაში წარმოდგენილია 5 კონტინენტის 25 ქვეყანა. ესაა “მდუმარე მედიტაცია”. სამ(ნ)სარა წარმოადგენს მიწიერ ცხოვრებათა ციკლს, რომელიც გარდასახვის საშუალებით მუდმივად გრძელდება. ესაა მუდმივი არსებობა, ტანჯვა, გარდასახვა. შესაბამისად ფილმში ასახულია  მუდმივად მოქმედი პროცესები, სიცოცხლის ციკლი, დაბადება, სიკვდილი, რეინკარნაციისა და კარმის გაგება. თითოეული გადაღებული სიუჟეტისთვის შესაბამისი მუსიკა იწერებოდა, რაც მთლიანობაში შთამბეჭდავ ფილმს ქმნის. Read More »

სიმართლე დემონებზე და ანგელოზებზე / UNLOCKING DAVINCI’S CODE

01-a15e56670c8b

უნიკალური ისტორიული კვლევა, რომელიც ნათელს ჰფენს ისეთი საიდუმლო ორგანიზაციის ქმედებებს, როგორიცაა: ტამპლიერების ორდენი, სიონის პრიორატი, ილუმინატები. ავტორთა მიხედვით, ისინი სათავეს მეროვინგების დინასტიიდან იღებენ და სწორედ მათგან მომდინარეობს ევროპის მმართველობა. დოკუმენტური ფილმის შემქმნელები მოგვითხრობენ თანამედროვე ილუმინატებზე, რომელთა შორის არიან რელიგიური, სამეცნიერო, სამხედრო და ფინანსურ საკითხებში მსოფლიო ლიდერებიც. Read More »

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშანი? / What’s Your Raashee?

7027_21189

ფილმში კარგად არის გადმოცემული 12 ზოდიაქოს ნიშნის ფსიქოტიპი :) მოკლე აღწერა: იოგეშ პატელი – ახალგაზრდაა, რომელსაც ყოველთვის სურდა სიყვარულით დაქორწინება. ოცნების გოგონა ათი დღის განმავლობაში უნდა იპოვნოს, რათა მისი ოჯახი გადაარჩინოს. იოგეშმა არაჩვეულებრივი გეგმა მოიფიქრა. გადაწყვიტა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის გოგონას შეხვდეს… დღეში ორი შეხვედრა… 6 დღეში – 12… სამი დღე კი იმისთვის რჩება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს… ფილმის სანახავად დააჭირეთ სათაურს  What’s Your Raashee?  ВконтактеFacebookTwitterGoogle+ Read More »

და ვინჩის კოდი / THE DA VINCI CODE

sth

პარიზში, ლუვრში კურატორის – ჟაკ სონიერის ცხედარია ნაპოვნი. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობის მიუხედავად, სონიერმა მოახერხა წარწერების გაკეთება, რომელშიც ითხოვდა პროფესორ რობერტ ლენგდონთან დაკავშირებას. გამომძიებელს კი, მასზე აქვს ეჭვი. სხვა აზრი აქვს სონიერის შვილიშვილს – სოფი ნევეს, რომელიც ლენგდონს გაქცევაში ეხმარება, რის შემდეგაც ორივეს პოლიცია ეძებს.   ფილმის სნახავად დააჭირეთ სათაურს  THE DA VINCI CODE ВконтактеFacebookTwitterGoogle+ Read More »

საიდუმლო / THE SECRET

TheSecretLogo

 ეს საიდუმლო ყოველთვის არსებობდა. მას სამყაროს უმხელდნენ, მას მალავდნენ, მას კარგავდნენ და კვლავ პოულობდნენ. მასზე ნადირობდნენ, მის გაგებას ცდილობდნენ ყველანაირი ძალებით და საშუალებებით. და აი დადგა მომენტი, როდესაც ეს საიდუმლო კვლავ გაიხსნება სამყაროს წინ. უამრავი წარსულის დიდი ადამიანი ამ ცოდნას ფლობდნენ: პლატონი, ლეონარდო, გალილეი, ნაპოლეონი, ლინკოლნი, ენშტეინი, კარნეგი და უამრავი სხვა. მისი ნაწილები ჩნდებოდა ლიტერატურაში, ფილოსოფიურ ტრაქტებში და რელიგიურ ტექსტებში. პირველად ისტორიაში ყველა ეს ფრაგმენტი შეერთებულია ამ საოცარ გზავნილში, რომელიც ძირიანად ცვლის მათ ცხოვრებას, ვინც მას შეეხება. Read More »

Scroll To Top