ვოინიჩის მანუსკრიპტი წარმოადგენს ზომით პატარა (23.5×16.2) 240 გვერდიან წიგნს, რომელიც ჩვენთვის უცნობ ენაზეა დაწერილი. მისი გაშიფრვა ვერ მოხერხდა. დაწერილია მარცხნიდან მარჯვნივ ფრინველის ფრთით, ხოლო დიდი ნაწილები პარაგრაფებადაა დაყოფილი. წიგნებით მოვაჭრე უილფრიდ ვოინიჩმა ხელნაწერი რომთან ახლოს, ვილა მონდრაგონეში, 1912 წელს შეიძინა და მას შემდეგ იკვლევდა. სწორედ მისი სახელი ეწოდა მანუსკრიპტს. თითქმის ყველა გვერდზე გვხვდება ილუსტრაციები, ნახატები, რაც მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის წიგნის სტრუქტურასა და პარაგრაფებზე. Read More »
Category Archives: დოკუმენტური
იუდას სახარება
იუდას სახარება მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი აპოკრიფული (Etym. ბერძ. apókryphos „დამალული“, „შორეული“) წიგნია, რომელიც არაკანონიკურადაა აღიარებული. Read More »
სამსარა (2011)
დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში იღებდნენ და პლანეტის გასაოცარ ადგილებზე მოგზაურობას წარმოადგენს. მთლიანობაში წარმოდგენილია 5 კონტინენტის 25 ქვეყანა. ესაა “მდუმარე მედიტაცია”. სამ(ნ)სარა წარმოადგენს მიწიერ ცხოვრებათა ციკლს, რომელიც გარდასახვის საშუალებით მუდმივად გრძელდება. ესაა მუდმივი არსებობა, ტანჯვა, გარდასახვა. შესაბამისად ფილმში ასახულია მუდმივად მოქმედი პროცესები, სიცოცხლის ციკლი, დაბადება, სიკვდილი, რეინკარნაციისა და კარმის გაგება. თითოეული გადაღებული სიუჟეტისთვის შესაბამისი მუსიკა იწერებოდა, რაც მთლიანობაში შთამბეჭდავ ფილმს ქმნის. Read More »
სიმართლე დემონებზე და ანგელოზებზე / UNLOCKING DAVINCI’S CODE
უნიკალური ისტორიული კვლევა, რომელიც ნათელს ჰფენს ისეთი საიდუმლო ორგანიზაციის ქმედებებს, როგორიცაა: ტამპლიერების ორდენი, სიონის პრიორატი, ილუმინატები. ავტორთა მიხედვით, ისინი სათავეს მეროვინგების დინასტიიდან იღებენ და სწორედ მათგან მომდინარეობს ევროპის მმართველობა. დოკუმენტური ფილმის შემქმნელები მოგვითხრობენ თანამედროვე ილუმინატებზე, რომელთა შორის არიან რელიგიური, სამეცნიერო, სამხედრო და ფინანსურ საკითხებში მსოფლიო ლიდერებიც. Read More »
საიდუმლო / THE SECRET
ეს საიდუმლო ყოველთვის არსებობდა. მას სამყაროს უმხელდნენ, მას მალავდნენ, მას კარგავდნენ და კვლავ პოულობდნენ. მასზე ნადირობდნენ, მის გაგებას ცდილობდნენ ყველანაირი ძალებით და საშუალებებით. და აი დადგა მომენტი, როდესაც ეს საიდუმლო კვლავ გაიხსნება სამყაროს წინ. უამრავი წარსულის დიდი ადამიანი ამ ცოდნას ფლობდნენ: პლატონი, ლეონარდო, გალილეი, ნაპოლეონი, ლინკოლნი, ენშტეინი, კარნეგი და უამრავი სხვა. მისი ნაწილები ჩნდებოდა ლიტერატურაში, ფილოსოფიურ ტრაქტებში და რელიგიურ ტექსტებში. პირველად ისტორიაში ყველა ეს ფრაგმენტი შეერთებულია ამ საოცარ გზავნილში, რომელიც ძირიანად ცვლის მათ ცხოვრებას, ვინც მას შეეხება. Read More »