მიცვალებულთა წიგნი (125-ე თავი) (ძვ.ეგვიპტურიდან თარგმნა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა მ.ხვედელიძემ) ძველი სამეფოს დროს სხვადასხვა რელიგიური ფორმულები, რომლებიც უნდა დახმარებოდა გარდაცვლილს იმქვეყნიურ ცხოვრებაში, მხოლოდ ფარაონების სამარხების – პირამიდების – კედლებზე თავსდებოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მათ „პირამიდების ტექსტები“. მაგრამ თანდათან ხდება ამ ტექსტების „დემოკრატიზაცია“, და შუა და ახალი სამეფოს პერიოდებში მსგავსი შინაარსის ფორუმები უკვე ჩვეულებრივ მოკვდავთა სამარხებშიც გვხვდება. ეს ტექსტები დღეს „სარკოფაგების“ და „მიცვალებულთა“ წიგნების სახელით არის ცნობილი. რა თქმა უნდა, აქ არ ვხვდებით ზეცაში აღზევებისა და ღმერთებთან შეერთების მოტივებს, მაგრამ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც ჰქონდათ თავიანთი „პრობლემები“ იმქვეყნიური ცხოვრებისათვის მზადებაში. ოფიციალური ეგვიპტური იდეოლოგიის თანახმად, ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე იყო მხოლოდ მოკლე მონაკვეთი მისი მარადიული ... Read More »
Category Archives: ეგვიპტური
ეგვიპტური მითოლოგია
ქალღმერთი ნეითი იცავს მეფე ტუტანხამონის ტაძარს. წინ წარმოდგენილია დუამუტეფი, ჰოროსის ერთ-ერთი შვილი. ეგვიპტური მითოლოგია (სტატია აკაკი გელოვანის წიგნიდან „მითოლოგიური ლექსიკონი“) მშვენიერი, ღრმააზროვანი, ფილოსოფიური, ცხოვრების სიბრძნით ნაკარნახევი მითების, რწმენების, კოსმოგონიური წარმოდგენების მთელი სისტემა, რაც უხსოვარ წარსულში, 5000-6000 წლის წინ შეიქმნა ნილოსის დალოცვილ ქვეყანაში, კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს აკვანში – ეგვიპტეში. თვით ქვეყნის სახელი მითიურ სახელზეა აგებული: პტა იყო მემფისის ღმერთი, მზის ღმერთ რას ერთ-ერთი სახეობა, მისივე სახელი ეწოდა ქვეყანას, სადაც მზეს თაყვანს სცემდნენ და პოეტურ სამოსელში ახვევდნენ. ეგვიპტური რელიგიის საწყისებს მივყავართ შორეულ წარსულში, პირველყოფილ-თემურ საზოგადოებაში, სადაც თაყვანს სცემდნენ სულს და ტოტემს: ყოველი გვარი რომელიმე ცხოველისგან იყო წარმოშობილი. ამ რწმენამ ... Read More »