Category Archives: მითოლოგია

მითოლოგია

მითოს — ამბავი, გადმოცემა; ლოგოს — მოძღვრება უძველესი დროიდან ადამიანებს აინტერესებდათ სამყაროს მოწყობის სტილი – როგორ შეიქმნა, როგორ მუშაობს, რატომ ხდება ისეთი მოვლენები როგორიცაა მზის ამოსვლა-ჩასვლა, გარდაცვალება, სად მიდის ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ, ვინ შექმნა სამყარო და ა.შ. თითოეული კულტურის წარმომადგენლები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. მათმა წარმოდგენებმა  მითების სახით მოაღწია. მითების დახმარებით ადამიანები გარემოს უფრო პიროვნულს ხდიდნენ. ხეებს, მდინარეებს, მზეს, მთვარეს და ცხოველებს აპიროვნებდნენ, ანუ ღმერთად ან მფარველად თვლიდნენ (მაგ: ბერძნულ მითოლოგიაში მზე ჰელიოსია; ეგვიპტურ მითოლოგიაში მდინარე ნილოსის ღმერთს ოსირისი ერქვა და ა.შ.). კლასიკური განმარტების მიხედვით, მითი არის „შემთხვევა, რომელიც ხორციელდება განსაზღვრულ სივრცეში სულ, დროის მდინარების გათვალისწინების ... Read More »

ზოდიაქოს ნიშნები და მითოლოგია

ძველ დროში, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ცა ერთი მთლიანი „ქსოვილი“ იყო, რომელიც გარს ერტყა დედამიწას. მზეც და სხვა პლანეტებიც დედამიწის გარშემო მოძრაობდნენ…ეკლიპტიკაზე (ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომელზეც მიმდინარეობს მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავებს შორის). ეკლიპტიკაზე განთავსებულია ზოდიაქოს ნიშნები. თავად სიტყვა „ზოდიაქო“ ბერძნული სიტყვიდან მოდის და „ცხოველთა წრეს“ ნიშნავს, რადგან უმეტესად ცხოველთა ნიშნებით შედგება. უძველეს დროში ვარსკვლავთმრიცხველებმა მათი მეშვეობით დაიწყეს ცის დაყოფა და ასე შეიქმნა 12 ზოდიაქოს ნიშანი. თუმცა, ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას უფრო მეტად საზღვაოსნოდ, ორიენტაციისთვის იყენებდნენ. თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი ისტორია გააჩნია და მითოლოგიასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ვერძი ვერძი, იგივე ცხვარი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. მითებში ცხვარი ხშირად გვევლინება მამაცობის, ენერგიულობის, აქტიურობის ... Read More »

Scroll To Top