Category Archives: ბუდდიზმი

ბუდდიზმი

ბუდდიზმი ე.წ. მსოფლიო რელიგიათა რიცხვში შედის და მისი დამაარსებლის, ბუდდა შაკიამუნის შესახებ ცნობებს მივყავართ ინდოეთის ჩრდილოეთში. როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყანას, ინდოეთს ჰქონდა გამომუშავებული დიდი სულიერი კულტურა და გამოცდილება, და ამ გარემოცვაში ბუდდას უნდა ეთქვა ახალი სიტყვა, აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებაში სიახლის შემომტანი უნდა გამხდარიყო. სიტყვა „ბუდდას“ ფუძე უნდა ვეძიოთ სანსკრიტში, სადაც „ბუდჰ“ ნიშნავს გამოღვიძებას და მოცემულ სწავლებაში აღნიშნავს მძინარე მდგომარეობიდან გამოსვლას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეექვსე საუკუნეში წარმოშობილი სწავლების ფუძემდებელილ, სახელად სიდჰარტჰა, რომელსაც მოგვიანებით ბუდდა ეწოდა, დაიბადა შაკიების არისტოკრატულ ოჯახში, რომელიც მართავდა მცირე ქვეყანას ინდოეთისა და ნეპალის საზღვარზე. დედამ, სახელად მაიამ, შვილის ჩასახვის ღამეს იხილა სიზმარში, რომ მასში შედიოდა თეთრი სპილო. ... Read More »

Scroll To Top