Category Archives: იუდაიზმი

იუდაიზმი

 იუდაიზმი მიეკუთვნება ე.წ. აბრაამისეული რელიგიების რიცხვს და ამ ჯგუფიდან უფრო ძველი რელიგიაა, ვიდრე ქრისტიანობა და ისლამი. მისი მიმდევრები არიან ებრაელები და იუდაიზმი გამოდის როგორც ამ ერის კონსოლიდაციის უმთავრესი ფაქტორი. მის ჩამოყალიბებაში, ტრადიციის მიხედვით დიდი წვლილი მიუძღვის ებრაელი ერის წინამძღოლს, წინასწარმეტყველ მოსეს. ტრადიციის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამოთხეში ბიბლიური გველის მიერ ცდუნების შედეგად ადამიანები დაშორდნენ ღმერთს, უფალი რჩეულთა მეშვეობით ამცნობდა კაცობრიობას თავის ნებას, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება და აღთქმა უფლისგან მიიღო შუამდინარეთში მცხოვრებმა აბრაამმა, რომელიც ითვლება ებრაელი ერის მამათავრად. აბრაამის შვილიშვილის, იაკობის თორმეტმა ვაჟმა, გადმოცემის თანახმად, დაუდო საფუძველი მთელს ებრაელობას და იაკობის შთამომავლობა გარკვეულ ხანს იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც განიცდიდნენ ჩაგვრას. ... Read More »

Scroll To Top