Category Archives: პირველი ნაბიჯები ასტროლოგიაში

ლილიტის ორი სახე – True & Mean Lilith

საკმაოდ საინტერესო შეკითხვა მივიღეთ, ამიტომ ასე ვუპასუხებ, ვფიქრობ ბევრისთვის საინტერესო იქნება “შეკითხვა მაქვს ტქვენთან, ეგრეთწოდებულ True da Mean ლილიტზე. ვიცირომ ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა. ისიც ვიცი ორივე როგორ გამოითცვლება ასტრონომიულად. მარა სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე ამ ორიდან რომელს მიეწერება ის თვისებები, რომელიც შავ მთვარესთან ასოცირდება. რომელიმე მათგანს თუ ორივეს? სავარაუდოდ Mean ლილიტს, რომელიც 9 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს. თუ ეს ასეა, მაშინ როგორია ე.წ. Ture ლილიტის მნიშვნელობა?” Read More »

კარგი, ცუდი და ბოროტი ასტროლოგიაში

პრაქტიკაში ბევრი ასტროლოგი იყენებს თვისებრივ მახასიათებლებს. მაგ: პლანეტებს ჰქვიათ „სუსტი“, „დაზიანებული“, ასპექტებს – „დადებითი“, „ბოროტი“, „უარყოფითი“. იქამდეც კი მიდიან, რომ მთლიან რუკას აფასებენ „უარყოფითად“ და „დაზიანებულად“. ასტროლოგიური სიმბოლოების აღსაწერად სანამ იარლიყებს გამოვიყენებთ, საკუთარ თავს ვკითხოთ: რას გვეუბნებიან ისინი? რა ინფორმაციას გვაძლევენ? რას ვხედავთ რუკაში? რაც ადამიანს დაჰყვა – შეუცვლელია? მაშინ საერთოდ რუკის ინტერპრეტაციას რატომ ვაკეთებთ? ესაა კითხვები, რომლის დასმაც რეკომენდებულია ასტროლოგიის სწავლის დაწყებისთანავე. Read More »

მზის პრინციპები

1.ვიტალურობა (ბიო-ფიზიკური დონის) ნათალურ ასტროლოგიაში ყოველი პლანეტა დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მენტალური სტრუქტურების რამდენიმე პრინციპთან. პიროვნების განვითარების ხასიათს ყველა სუბიექტის ორი უძლიერესი მისწრაფება განსაზღვრავს: აღმშენებლობა და ნგრევა.  Read More »

პლანეტა ნეპტუნი

სტიქია: წყალი, სიცივე-ტენიანი. ზოდიაქოს ნიშანი: თევზები ფერი: განუსაზღვრელი, მოციმციმე რიცხვი: 3 ადგილები: მიწისქვეშა წყლები, ზღვები, კუნძულები. მეტალი: პლატინა მინერალები: ტოპაზი, ჭრელი ნახევრადძვირფასი ქვები. მცენარეები: ზაფრანა, ტირიფი, ჭილი (ლათ: Juncus) ფრინტა (ლათ: Anemone fasciculate) ყაყაჩო, კანაფი, დუმფარა, ბელადონა (შმაგა), კონიო, ღოლო, სოკო. ცხოველები: ვეშაპი, თოლია, ალბატროსი, დელფინი, ნიანგი, მარჯნის პოლიპი, ზვიგენი, ხვლიკი, ზღვის ფაუნა. Read More »

უასპექტო პლანეტა ანუ პლანეტა მაღაროში

Read More »

მთვარე წამყვანი (ძირითადი) მოთხოვნილება

30 წლის წინ, ა.შ.შ–ის წამყვანმა ასტროლოგმა, ნოელ ტილმა   ჩამოაყალიბა საერთო მიდგომა ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებასა და ასტროლოგიური მონაცემების თეორიის ინტეგრაციასთან  დაკავშირებით.  ის ამტკიცებს, რომ  ადამიანის ჰოროსკოპში ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც მთვარე იმყოფება, აღწერს მისი პიროვნების ძირითად (წამყვან) მოთხოვნილებას. მთვარე ნიშანში იყენებს იმ ნიშნის ენერგიას, რომელშიც მდებარეობს მზე და ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს განვითარებისკენ. ხოლო სხვა პლანეტებიდან ინდივიდი  ირეკლავს სხვადასხვა თვისებას, ტენდენციას, ქცევას, რომელიც აუცილებელია მეორეხარისხოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად  და რომლებიც იმყოფებიან  წამყვანი მოთხოვნილების დაქვემდებარებაში. ნიშნის მახასიათებელი, სადაც იმყოფება მერკური გვიჩვენებს აზროვნების სტილს, როგორი ძალით,  რა პირობებში  და რანაირად მიმდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესი,  რათა ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები. ვენერა  – როგორი ურთიერთობები გვესაჭიროება სხვა ადამიანებთან,  თავი რომ სოციალურ ცხოვრებაში  ჩართულებად ვიგრძნოთ.  ... Read More »

სამედიცინო ასტროლოგია

• ნათალურ რუკაში მზე და მთვარე ასცენდენტთან ერთად ძირითად მახასიათებლებს ქმნიან. მამაკაცის ჰოროსკოპში მზე ითვლება ძირითად მმართველად, ქალის ჰოროსკოპში კი – მთვარე. ამომავალი ნიშანი (ასცენდენტის ნიშანი) კი ორივე სქესის შემთხვევაში არის ფიზიკური ძლიერებისა თუ სისუსტის მაჩვენებელი. Read More »

მე-12 სახლი

დასრულების სახლი „იმის მიღება, რაც გაეცი (დათესე)“ საიდუმლოებები; გულმოწყალება; რწმენა; ემპათია; საკუთარ თავში ჩაღრმავება, თვითანალიზი, თვითგანადგურება, იზოლაცია (ციხე, ავადმყოფობები, მედიტაცია), სიზმრები; ქრონიკული, რთულად განკურნებადი ან განუკურნებელი დაავადებები; სულიერი ჯანმრთელობა; ბედის გამოცდა ან გზა შინაგანი სიმშვიდისკენ; იმედგაცურება, თვითუარყოფა, იძულება, თვითშეწირვა; ზოგადსაკაცობრიო იდეალებისკენ სწრფვა; ჰუმანური იდეები; საზოგადო ბედნიერება და თავისუფლება; ნებაყოფლობითი მსახურება (მეცნიერების სახელით მსხვერპლის გაღება, მაშველის სახელით მოქმედება, მატერიალურ, მორალური და სულიერი დამხმარე), სულიერი მსახურება (ბერი, მონაზონი, მღვდელი, მლოცველი, განდეგილი); იძულებითი ემგირაცია; მუშაობა საიდუმლო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში; ოკულტური მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენება (პრაქტიკოსი ოკულტისტი), რამაც შესაძლოა მატერიალური მდგომარეობა შეარყიოს; ფსიქიკური ძალა, ექსტრასენსორული და ფენომენალური უნარები, ნიჭი, მისტიციზმი; რუკის სულიერი დონე; ზოგჯერ ამ ... Read More »

XI სახლი

კოლექტიური შემოქმედება Read More »

X სახლი (MC)

MC, მეორენაირი სახელწოდება – ზენიტი მიღწევების სახლი დევიზით – „იცხოვრე ისე, როგორც ფიქრობ“ ესაა მატერიაში, გარეგან სამყაროში ცხოვრების საკმაოდ ზუსტი და სწორი მაჩვენებელი. ასცენდენტის შემდგომ მნიშვნელოვანი სახლი. რუკის უმაღლესი წერტილი, კრისტალიზება, სტრუქტურა; მწვერვალი, რომლიდანაც შორეული მიზნები ჩანს; მსახურება, ძალაუფლება, მიზნები, ავტორიტეტი, მისია და გეგმების რეალიზება; პროფესიული და საზოგადოებრივი რეპუტაცია, პოლიტიკური ძალაუფლებისადმი დამოკიდებულება; პროფესიული სფერო, სულიერი დონე. პატივმოყვარეობა კარიერასა და პროფესიაში, პიროვნების სოციალური ნაწილი, ერთ-ერთი მშობელი. კოლექტიური პასუხისმგებლობა (პასუხისმგებლობის აღება, „მე“-ს საზღვრებს გარეთ გასვლა). ასევე, ტიტულები, ჯილდო, სამეცნიერო წოდება, პრესტიჟი, პატივისცემა; პროფესიით მუშაობა, საჯარო სამსახური, კარიერული წინსვლა ან დაცემა, საზოგადოებაში რეპუტაცია. ზოგიერთი ვერსიით, დედა. პირად რუკაში დღე დაბადებულზე მამის როლზე მიანიშნებს ... Read More »

Scroll To Top