Category Archives: მარსი სახლებში

მარსი XII (მეთორმეტე) სახლში

მარსი XII სახლში: (+) — ფარული ნება და ენერგია რომელიც მიმართულია საკუთარ თავზე მუშაობაზე (მაგები), ფარული მტრების ძებნაზე. აქტიური ფარული სამუშაო, ჩანს მხოლოდ რეზულტატი (საიდუმლოების ამოხსნა, განძის პოვნა, გამომძიებელი, ოკულტისტი). დაბალი განვითარების ადამიანი დადებითი მარსით შურს იძიებს მოხერხებულად, სახიფათო ფარული მტერია, მისი უნდა გეშინოდეს და ერიდო. მათ შორის იშვიათია ისეთები ვინც უმაღლესი პროგრამებით ცხოვრობს, უმრავლესობა საშუალო ან დაბალი პროგრამებით მოქმედებს. მარსი 12-ე სახლში ორბისის ფარგლებში ან პირველ სახლში, ასცენდენტთან შეერთებაში იძლევა ნაიარევს სახეზე. (-) — ადამიანის ენერგია შეზღუდულია ან პარალიზებულია, აქვს საკუთარ თავთან ბრძოლები, ჰყავს ძლიერი ფარული მტრები, ცნობილი ხდება ცხოვრების სკანდალური ფაქტები, იძლევა მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილებას და მანიებს. შეიძლება ... Read More »

მარსი XI (მეთერთმეტე) სახლში

მარსი XI სახლში: (+) — ენერგიული რეფორმატორები, მიმართული მომავლისკენ, შთააგონებენ სხვებს, ახალი გზების გაკვალვით, მკვეთრად წყვეტენ კავშირს წარსულთან. ხშირად -მოულოდნელი წარმატება და მოგება, ზოგჯერ ეს ავანტურული ქცევის შედეგია. მთელი ენერგია და ნებისყოფა მიმართულია მომავლისკენ. (-) — ავანტურიზმი, ბლეფი, იმედების და გეგმების ნგრევა, წამგებიანი, არარეალური მიზნებისა და საქმეების დაცვა. დაძაბული ურთიერთობები და განშორება ახლობლებსა და მეგობრებთან. Read More »

მარსი X სახლში

Read More »

მარსი IX (მეცხრე) სახლში

(+) —საკუთარ იდეებსა და შეხედულებებს იცავს მგზნებარედ და აქტიურად. აქტიური მოგზაური, ენერგია და ნება მიმართულია მგზავრობასა და გადაადგილებაზე. საკუთარი ინიციატივის წყალობით ქმნის კეთილდღეობას და წარმატებას, მაგრამ უმეტესად სახლიდან (მშობლიური ადგილებიდან ) მოშორებით. (-) — ემიგრაციის ერთერთი მაჩვენებელია: მუდმივი გადაადგილება, რყევები, არ შეუძლია ერთ ადგილზე ცხოვრება, ხმაური, კამათი და  ხიფათი მგზავრობის დროს, უსიამოვნებები უცხოელებთან ურთიერთობებში. Read More »

მარსი VIII (მერვე) სახლში

მარსი VIII სახლში (+) — იძლევა მიდრეკილებას რისკის, საფრთხის, ექსტრემალური სიტუაციებისკენ, ადამიანი იზიდავს მსგავსს სიტუაციებს. ავლენს ძლიერ ნებისყოფას, ამტანობას და ცივსისხლიანობას დაძაბულ სიტუაციებში, რისკავს და იმარჯვებს საფრთხეზე. ადექვატური განვითარებისთვის უნდა მივიდეს უკიდურეს ზღვარზე, იგრძნოს საფრთხე, დაძაბულობა, მაოხდინოს საკუთარი ნებისყოფის მობილიზება და ეს გახდება განვითარების სტიმული. (-) — დამანგრეველი სიტუაციები, ბედის უცაბედი დარტყმები, მოკვლის საშიშროება ექსტრემალურ სიტუაციებში, თვითონაც შეიძლება წავიდეს მკვლელობაზე ან ჩაიდინოს სხვა დანაშაული. აქტიური ავანტურისტი. საფრთხე ემუქრება ხანძრებისგან და იარაღისგან ( ჭრილობა ან დაზიანებული მარსის შემთხვევაში – მოკვლის საფრთხე ) Read More »

მარსი VII (მეშვიდე) სახლში

მარსი VII სახლში: (+) — აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თავდაჯერებულია ხალხმრავალ სიტუაციებში. იმარჯვებს სასამართლო დავებსა და სკანდალებში. დახმარებას იღებს აქტიური და ძლიერი ადამიანების მხრიდან. აქვს უნარი მტრები მეგობრებად და თანამოაზრეებად გაიხადოს. აქტიური და გამტანი მეუღლე. (-) — შმაგი, ფიცხი, დაუდგომელი ხასიათი. მის გარშემო მუდამ სკანდალური სიტუაციებია. შეუძლია თვითრეალიზაცია არაკეთილგანწყობილ გარემოში. პრობლემები მეუღლესთან ურთიერთობებში – ურთიერთგაგების ნაკლებობა/არარსებობა, კამათი, ურთიერთობების გარკვევა. ქორწინება შეიძლება დასრულდეს სასამართლო პროცესებით. Read More »

მარსი VI (მეექვსე) სახლში

მარსი VI სახლში: (+) — შეუძლია საკუთარი ნება დაუმორჩილოს სახელმწიფოებრივ ტენდენციებს, აქვს ძლიერად განვითარებული მოვალეობის გრძნობა, რკინის დისციპლინა და ნებისყოფა. ადამიანი დამოუკიდებელია სამუშაო გარემოში. კარგად გამოსდის ხელქვეითის როლში ყოფნა, აქვს მოთმინება, იოლად ერგება სიტუაციას , შეუძლია თავისი აღტკინება დაიმორჩილოს და ნებისყოფა მიმართოს სათანადო კალაპოტში, რაც ეხმარება წარმატების მიღწევაში. (-) – დათრგუნული ნებისყოფა, რთული და მავნე სამუშაო, ბევრი საქმიანი ვალდებულება, კონფლიქტები სამსახურში, მწვავე დაავადებები. Read More »

მარსი V (მეხუთე) სახლში

მარსი V სახლში: თვითგანახლების ძლიერი ნება, აქტიური შემოქმედებითი უნარები. დაპყრობა სიყვარულში. ქალები მარსის ამ მდებარეობით სასიყვარულო ურთიერთობებში ავლენენ აქტიურ (მამაკაცურ) ინიციატივას. ხშირად ჰობი გადაიზრდება პროფესიაში. აღწევენ მხოლოდ იმას რაც გულით უნდათ. ავანტურიზმი სიყვარულსა და შემოქმედებაში. ბავშვების დამოუკიდებლად აღზრდა. © გლობა პ.პ. Read More »

მარსი IV (მეოთხე) სახლში

 მარსი მეოთხე სახლში მარსი IV სახლში (+) – საგვარეულო ტრადიციების მატარებელია, პატრიოტია. თავად ჰქმნის საკუთარ სახლს, უხეშია ახლობლებთან ურთიერთობებში. შეიძლება ოჯახში იქცეოდეს ტირანივით, აიძულოს ახლობლები იმუშაონ მისთვის, ყველაფერში ჩაერიოს, ამასთან თვლიდეს რომ ყოველთვის მართალია. საჭირო მომენტში შეუძლია მოთოკოს საკუთარი სურვილები. აქვს ძლიერად განვითარებული თვითგადარჩენის ინსტიქტი, წინასწარ გრძნობს საფრთხეს. (-) – დაძაბული ურთიერთობები აქვს ახლობელ ადამიანებთან, მათგან ხშირად მოდის მტრული განწყობა. აჯანყება მშობლების წინააღმდეგ, იდევნება სამშობლოში, უწევს მშობლების სახლიდან წავსლა, ემუქრება ემიგრაციის საფრთხე, მაწანწალობა და საკუთარი კუთხის (სახლის ) ძიება. ©პ. გლობა Read More »

მარსი III (მესამე) სახლში

Read More »

Scroll To Top