Category Archives: ქართული

კავკასიური მითოლოგია – მოთვინიერებული ავსულები

დასაწყისი: ტყის დედოფალი (ტყაშამფა) ასევე ძვირფასია ავსულებისთვის მათი თმა და ფრჩხილები. თუ კაცმა მოახერხა მათი ხელში ჩაგდება, მაშინ ეშმაკეული პერსონაჟი მორჩილად ემსახურება, თანაც საოცარი ბარაქიანობით გამოირჩევა. ამასთანავე კაცისა და ეშმაკეულის ურთიერთობა ტაბუდადებულია. ეს არავინ უნდა გაიგოს. ერთი ასეთი პერსონაჟი ქართველურ გადმოცემებში არის გაბურთ ეშმა. ერთი კაცი, გვარად გაბური, ბალახს თიბავდა. მინდვრის განაპირას ეშმაკი ჩამოჯდა. გაბური ფიქრობდა, როგორ დაეღწია მისგან თავი. მალე შენიშნა, რომ ეშმაკი იმეორებდა გაბურის მოძრაობებს. ამიტომ კაცმა მის დასანახად დაიწყო თოკის შემოხვევა ხელ-ფეხზე ისე, რომ მერე ადვილად მოეხსნა. ეშმაკი იმავეს იმეორებდა. როცა გაიკოჭა, სტაცა ხელი გაბურმა, ფრჩხილები დააჭრა და სახლში წაიყვანა. ფრჩხილები ხმლის ქარქაშში ჩაყარა, რომელსაც ეშმაკი ვერ ... Read More »

დემონური პერსონაჟები-ტყის დედოფალი (ტყაშმაფა)

ავსულებს შორის ტყის ბინადარია ტყის დედოფალი (მეგრ. „ტყაშმაფა“), რომელიც ისევე იქცევა, როგორც წყლის დედა იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი არ ტოვებს თავის სამყოფს, ტყაშმაფას კი შეუძლია სოფელში შესვლა, მაგრამ მხოლოდ თავისი სატრფოს ბეღელში (და არა სახლში!). Read More »

დემონური პერსონაჟები – წყლის დედა

დემონური პერსონაჟები – ჭინკა (გაგრძელება) ავსულთა ერთი ნაწილი წყლის ბინადარია, ისინი სოფელში ან სხვა დასახლებულ ადგილებში არ ჩნდებიან და არ შორდებიან თავიანთ სამკვიდროს. მაგრამ თუ ადამიანი იქ მოხვდა, მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ. Read More »

დემონური პერსონაჟები – ჭინკა

კავკასიელთა ცხოვრებას წარმართავდა იმ ღვთაებებთან ურთიერთობა, რომლებსაც ისინი თავისად თვლიდნენ და რიტუალების მეშვეობით ინარჩუნებდნენ მათ მიერ დადგენილ წესრიგს, მაგრამ ღვთაებების გარდა სამყარო დასახლებული იყო ბოროტი ძალებით, რომლებთანაც ადამიანს უხდებოდა შეხება. Read More »

ხევისბერად კურთხევის რიტუალი (ხელ-მხარის განათვლა)

განვიხილოთ კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც კავკასიელთა რიტუალური პრაქტიკის ნაწილს წარმოადგენს. იგი უშუალოდ ნაყოფიერების ქალღმერთის მითიდან არ მომდინარეობს და უფრო გვიანდელი რთული მითო-რიტუალური სისტემის ნაწილია. ამ შემთხვევაში მისი განხილვა გვჭირდება იმის საჩვენებლად, თუ რელიგიური სისტემების შეცვლის პარალელურად როგორ იცვლება არქაული რიტუალი. Read More »

ამინდის მართვის რიტუალები კავკასიურ მითოლოგიაში

მეტეოროლოგიური მოვლენები და მათი ავკარგიანობა ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანის საფიქრალი იქნებოდა და შესაძლოა, მათზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენას ადრევე ცდილობდა. მიწათმოქმედების დაწყებასთან ერთად ამინდის პრობლემამ უკვე საარსებო მნიშვნელობა შეიძინა. მიწათმოქმედმა იცოდა, რომ მისი ნამუშაკევი დიდად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ამინდი დაესწრებოდა ჭირნახულის მოწევას. ამიტომაც უთქვამთ: „შენ რას იკვეხნი, მამულო, ყანა ამინდის შვილია“. Read More »

კარდაკარ ჩამოვლა, ბერიკაობა და ტყავის სიმბოლო

დასაწყისი:  ნაყოფიერებასთან დაკავშირებული რიტუალები – პირველი ხნულის გატანა კალენდარული წეს-ჩვეულებების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა კარდაკარ რიტუალური ჩამოვლა (ჭონა, ალილო, ლაზარობა, ბერიკაობა). რიტუალის შემსრულებლები სათითაოდ ჩამოუვლიდნენ ოჯახებს და წარმოთქვამდნენ (ან დაამღერებდნენ) სპეციალურ ტექსტებს, რომელთა ძირითადი მოტივები იყო დღესასწაულის მილოცვა-მიხარება, დალოცვა, სანოვაგის მოთხოვნა. Read More »

ნაყოფიერებასთან დაკავშირებული რიტუალები – პირველი ხნულის გატანა

მითოლოგია და რელიგია თავისი წარმოშობით ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, მათი განვითარების დონე კი შეესაბამება ადამიანის ცნობიერების მდგომარეობასა და მოთხოვნებს. საზოგადოებრივ ყოფაში ისინი ერთმანეთისგან განუყოფელნი იყვნენ. სამეურნეო საქმიანობა, საკვების მიღება, თუ ყოველდღიური ცხოვრების სხვა მომენტები საკულტო შინაარსით იყო გამსჭვალული, რადგან ადამიანი ცხოვრობდა რელიგიური წარმოდგენებით ნასაზრდოები მითო-რიტუალური სისტემის რეალობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველყოფილ ადამიანს უტილიტარული (გამოყენებითი) ინტერესები ჰქონდა (ეს ნიშანი დღესაც მთავარია ადამიანისათვის). მის ყოფაში დიდი ადგილი ეკავა ზრუნვას სიცოცხლის შენარჩუნებისა და უსაფრთხოებისთვის. იგივე ინტერესები განაპირობებდა მის სამეურნეო საქმიანობას (მეთევზეობას, მონადირეობას, მიწათმოქმედებას). ძველ ადამიანებს შრომით პროცესში მიღებული ჰქონდათ საკმაო ემპირიული ცოდნაც: ერკვეოდნენ მცენარეთა სამყაროში, კარგად იცოდნენ ცხოველთა ჩვევები და ამიტომაც მოახერხეს ზოგიერთი ... Read More »

სამონადირეო მითოსი კავკასიურ მითოლოგიაში

სურათზე: “ვერსალის დიანა” (რომაულ მითოლოგიაში – ნადირობისა და ცხოველთა მფარველი ქალღმერთი). მონადირეობა ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებამდე ნადირობა ადამიანისთვის საარსებო საშუალების მოპოვების ძირითადი წყარო იყო. მიწათმოქმედების განვითარების კვალობაზე ნადირობამ თანდათან დაკარგა ეკონომიურად წამყვანი მნიშვნელობა, მაგრამ დიდხანს საუკუნეების განმავლობაში არსებობდა კავკასიის მკვიდრთა ყოფაში თავისი საუკეთესო ტრადიციებით. Read More »

კავკასიური მითოლოგია – მიწის ღვთაებები

სურათზე: კერია კავკასიელთა მითოლოგიურ სისტემაში მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, უპირატესი ადგილი მიწის თაყვანისცემას ეკავა. ეს იყო სხვადასხვა შრეებისაგან შემდგარი ძლიერი კულტი, რომლის ელემენტები ბოლო დრომდე აღინიშნებოდა ხალხის ყოფაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მიწათმოქმედება დიდ როლს ასრულებდა კავკასიის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ეს რეგიონი ერთ-ერთია, სადაც ძალიან ადრე ჩაისახა მიწათმოქმედება, რაც განაპირობებდა ადამიანის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხთონურ ღვთაებებთან. ცნობილია, რომ კულტურის შემქმნელნი მიწათმოქმედი ხალხები იყვნენ და ამას სიტყვა „კულტურის“ თავდაპირველი მნიშვნელობაც ადასტურებს (ლათინურ ენაზე ეს სიტყვა „მიწის დამუშავებას“ ნიშნავდა). ერთ ადგილზე მკვიდრი ცხოვრება თავისთავად გულისხმობდა იმ სივრცის „ათვისებას“, სადაც დასახლდა ადამიანი და შექმნა არსებობისთვის აუცილებელი გარემო. სივრცის, ე. ი. მიწის მოშინაურებაში იგულისხმება ... Read More »

Scroll To Top