Category Archives: მინერალოგია

მინერალოგია – მთის ბროლი

მთის ბროლი კვარცის უფერო, გამჭვირვალე სახეობაა (იისფერი – ამეთვისტო, ბოლისფერი – რაუხტოპაზი, შავი – მორიონი, ყვითელი კვარცი – ციტრინი). თავად ტერმინი „კრისტალი“-სგან (krystallos) წარმოიშვა, რაც ყინულს ნიშნავს. ყინულის კრისტალის სახელი მე-18 საუკუნემდე შეუნარჩუნდა, სანამ ფიზიკოსმა რობერტ ბეილმა არ დაამტკიცა ყინულისა და მთის ბროლის სხვადასხვაობა. Read More »

მინერალოგია – საფირონი

საფირონი კორუნდის სახეობაა და სიმტკიცით გამოირჩევა. მინერალი ლურჯ შეფერილობას ტიტანისა და რკინის შერევით იღებს. თუმცა, გარდა ლურჯისა, არსებობს ყვითელი, მწვანე, იისფერი და ვარდისფერი საფირონიც. ძველად საფირონად მოიხსენიებდნენ ყველა ლურჯ მინერალს. თავად ტერმინი ბერძნული სიტყვა sapferos („სატურნის რჩეული“)-იდან წარმოიშვა, რომელიც  sappir-ისა და canipriva-ს გაერთიანებას წარმოადგენს. მეორე ვერსიით, ბაბილონური სიტყვა „სიპრუ“-დან წარმოიშვა, რაც „მჩხაპნელს“ ნიშნავს (ტერმინი მიანიშნებს მინერალის სიმტკიცეზე). Read More »

მინერალოგია – ზურმუხტი

ზურმუხტი ბერილის სახესხვაობაა და ძვირფასი ქვების კატეგორიაში ერთიანდება. მწვანე შეფერილობა ქრომის შერევით ენიჭება (0.14% ქრომი, 0.12% რკინა, 0.05% – ვანადიუმი). ძველად „სმა-რაგდოს“ (smaragdus) უწოდებდნენ, რაც „მწვანეს“ ნიშნავს. ძველი დროიდანვე ზურმუხტი ცნობილი ქვაა. ეგვიპტელები თოტის წყალობად და ქალღმერთ ისიდას სიმბოლოდ თვლიდნენ. ზოგიერთი ვერსიით, კლეოპატრას ერთ-ერთი საყვარელი ქვაა. გადმოცემის მიხედვით, ზურმუხტის მომპოვებელი საბადოები განლაგებული იყო წითელ ზღვასა და ნილოსს შორის ტერიტორიაზე, როდესაც კლეოპატრამ ისინი მოინახულა, საბადოებს მისი სახელი ეწოდა. აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ინდოეთში ზურმუხტი სიყვარულისა და ერთგულების ქვად მიაჩნდათ. ისლამურ ქვეყნებში კი მთავარ მაგიურ ქვად იწოდება. Read More »

მინერალოგია – ფირუზი

ქვის სახელწოდება სპარსული სიტყვისგან მოდის, რაც „ბედნიერების ქვას“ (firuza) ან „გამარჯვებას“ (piroza) ნიშნავს. სამკაულად გამოყენება ჯერ კიდევ ჩვ. ერამდე 6000 წლის წინ დაიწყეს. მისგან დამზადებული სამკაულები ნაპოვნია ცენტრალური ამერიკის, ეგვიპტის, შუა აზიის ტერიტორიებზე. Read More »

მინერალოგია – მთვარის ქვა

ჩვეულებრივ, მთვარის ქვას უწოდებენ ოდნავ გამჭვირვალე,  მოცისფრო-მოვერცხლისფრო მინდვრის შპატებს (ქანების შემადგენელი მინერალების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი). ეს სახელწოდება („მთვარის ქვა“) შეფერილობის გამო მიიღო. ინდოეთში მთვარის თაყვანისმცემელთა შორის მინერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მთვარის ქვა შეიძლება იყოს: რძისფერი, ღია იისფერი, იშვიათად გვხვდება „კატის თვალის“ ეფექტების მქონეც. Read More »

მინერალოგია – ლალი

ლათინურად ლალი (rubeus) „წითელს“ ნიშნავს. თავდაპირველად ამ სახელწოდებას სხვა მოწითალო ფერის ქვებსაც უწოდებდნენ, მაგრამ მოგვიანებით დაადგინეს, რომ ლალი და საფირონი კორუნდის ნაირსახეობაა. მინერალს „ლალი“ 1747 წელს მინერალოგმა ვალერიუსმა უწოდა. ქვა წითელ შეფერილობას ქრომის წყალობით იღებს, მოყავისფრო-მუქ ელფერს კი რკინა აძლევს. ინდოელებისთვის ლალი ერთ-ერთი ძვირფასი ქვაა ალმასსა და მარგალიტთან ერთად. ევროპელებმა ლალის ქვა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდგომ გაიცნეს. Read More »

მინერალოგია – ნეფრიტი

ნეფრიტი ოდნავ გამჭვირვალე თეთრი ან მწვანე ფერის მინერალია. გარეგნულად ჟადეიტს ჰგავს. ორივე მინერალი სილიკომანგანუმის შემცველია, თუმცა ნეფრიტის შემთხვევაში დამატებულია მაგნიუმი, რკინა, ნიკელი, ქრომი და ვანადიუმი, ხოლო ჟადეიტი ნატრიუმს შეიცავს. ესპანელები ნეფრიტს პირველად აცტეკების დაპყრობის დროს გადააწყდნენ და როგორც კი მის სამკურნალო თვისებებზე შეიტყვეს, hietta di hijada, ანუ „წელის ქვა“ უწოდეს. ევროპის ქვეყნებში lapis nephriticus-დ მოიხსენიებდნენ, რაც „თირკმლის ქვას“ ნიშნავს. Read More »

მინერალოგია – იასპი

იასპს უწოდებენ იმ მინერალების სახეობას, რომელიც შედგება სხვადასხვა ნაერთებისგან, მათ შორის ქალცედონის (დიდი რაოდენობით), კვარცის, რკინის ოქსიდისა და ალუმინისგან. ამ წიაღისეულთა წილი 20%-მდე აღწევს, რაც იასპის ფერების ცვლას იწვევს. სახელწოდება ბერძნული სიტყვა “iaspis”-დან მოდის და „ჭრელს“ (აჭრელებული) ნიშნავს. Read More »

მინერალოგია – ქარვა

ქარვა ორგანული წარმოშობისაა და წარმოადგენს გაქვავებულ წიაღისეულ ფისს. ბალტიური ქარვის 98%-ს შეადგეს ფიჭვის ფისი Pinus sussinifera და მისი ასაკი 35 მილიონი წელია. ასევე არსებობს ქარვას, რომლის ჩამოყალიბება 100 მილიონი წლის წინ დაიწყო. ქარვის ფერი მოთეთრო, მოყვითალო ფერებიდან წითელსა და თითქმის შავ ფერებამდე მერყეობს. მისი  ხარისხი ცვალებადია. ჰაერის ბუშტების მქონე ან წყლიანი ქარვა ნაკლებად ფასობს. ყველაზე მეტად ცნობილი და ღირებულია ბალტიის ქარვა. გინესის წიგნის მიხედვით ყველაზე დიდი ქარვა ლონდონის მუზეუმში ინახება და მისი წონა 15,25 კგ.-ს შეადგენს. ამ მინერალზე ინფორმაციას შეხვდებით არისტოტელესთან, პლატონთან, ჰომეროსთან. პლინიუს უფროსი ახსენებს ქარვის იმიტაციას, რომლისთვისაც  ხვლიკს იყენებდნენ. ასეთ ხვლიკებს ჩვეულებრივ კანიფოლში (წიწვოვანი ხეების გადამდნარი ფისი) ახვევდნენ. ... Read More »

მინერალოგია – სარდიონი (სერდოლიკი)

სარდიონი (სერდოლიკი) ქალცედონის ნაირსახეობაა და ჯერ კიდევ პალეოლითის დროიდანაა ცნობილი. მისი სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მოდის და „ქვა სარდისიდან“ (ძველი ლიდიის დედაქალაქი) ნიშნავს. ზოგიერთი ვერსიით ლათინური სახელწოდებაა. მას „მზის ქვასაც“ უწოდებენ. ქვის ღია შეფერილობა რკინასთან შეერთებით მიიღება. Read More »

Scroll To Top