Category Archives: მინერალოგია

მინერალოგია – გიშერი (გაგატი)

გიშერს კავკასიის ქვეყნებში უწოდებენ, ქვის გავრცელებული სახელწოდებაა – გაგატი. ასევე, მისი ერთ-ერთი ძველი სახელწოდებაა შავი იასპი. გიშერი მურანახშირთა ჯგუფს მიეკუთვნება და ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი. ტერიტორიულად მოიპოვებენ კავკასიაში (მაგ: საქართველოში, ქუთაისში), ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ა.შ.შ.-ის იუტასა და კოლორადოს შტატების ტერიტორიაზე. პლინიუსის ცნობების მიხედვით გაგატი აზიის ერთ-ერთი მდინარის სახელწოდების გამო ეწოდა. Read More »

მინერალოგია – აქვამარინი

აქვამარინი ბერილის სახესხვაობაა. თავად ტერმინი პირველად მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს.  სახელწოდება ლათინური „aqua marina”-სგან მომდინარეობს და  „ზღვის წყალს“ ნიშნავს. მისი შეფერილობა რკინის იონების შემცველობითაა გამოწვეული და მომწვანო-მოცისფრო ელფერი დაკრავს. მზის გავლენის შემთხვევაში შესაძლოა გაღიავდეს. აქვამარინის გარჩევა ჭირს ბუნებრივი ცისფერი ტოპაზისა და სინთეტური კვარცისგან. Read More »

მინერალოგია – ალექსანდრიტი

ალექსანდრიტი ქრიზობერილის ნაირსახეობაა. განათების მიხედვით ფერს იცვლის. დღის შუქზე ბევრად ღიაა. მინერალს სახელწოდება 1842 წელს უწოდეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის საპატივცემულოდ. მეორენაირად ალექსანდრიტს „ურალის ქრიზობერილად“ მოიხსენიებენ. მოგვიანებით მინერალი ბრაზილიაში, ზამბიაში, ზიმბაბვეში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ა.შ.შ.-ის ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. Read More »

მინერალოგია – ალმასი

ალმასი ბუნებრივი ნახშირბადის ალოტროპიული ფორმაა. ძლიერი წნევითა და ტემპერატურით მუშავდება. ესაა ყველაზე დაუმორჩილებელი მინერალი და ამიტომაც უწოდეს ალმასი – „გაუტეხელი“. დამუშავებულ ალმასს ბრილიანტი ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვას დიდი ხანია იყენებენ, ძვირფას ქვად მხოლოდ მე-14 საუკუნიდან აღიარეს. უმეტესად მოიპოვებენ ავსტრალიაში, ანგოლაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ვენესუელაში, ნამიბიაში, ა.შ.შ.-ში, ურალში. Read More »

მინერალური ქვის არჩევა

როგორც წინა სტატიაში ვწერდით, ინდივიდუალური ქვის არჩევისთვის მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი არაა საკმარისი. სასურველია პირადი რუკის მონაცემების, შესაბამისი სტიქიის გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია ქვის დანიშნულებაც – რისთვის გსურთ დამცავად, თილისმად, სამკურნალოდ, მახასიათებლების გასაძლიერებლად/შესასუსტებლად და ა.შ.  ქვემოთ მოცემულია მინერალების არჩევის რამდენიმე ვარიანტი და სასურველია თუ კომბინირებულად გამოვიყენებთ. Read More »

მინერალური ქვები

ყოველ მინერალურ ქვას შესაბამისი თვისება და მახასიათებელი აქვს. ძვირფასი თვლები ყველა დროში ყურადღებას იქცევდა, მაგრამ არა როგორც სამკაული. მათ სამკურნალო (ლითოთერაპია) და მაგიური თვისებებიც მიეწერებოდათ. მინერალურ ქვებს დღესაც იყენებენ: ენერგიის მოსამატებლად, დაცვისთვის, სამკურნალოდ, თილისმად… მინერალურ ქვებს ყურადღებას აქცევდნენ შუმერები, ბაბილონელები, ეგვიპტელები. როგორც ირკვევა, ისინი უძველესი დროიდან იცნობდნენ აქატს, ლაზურიტს, ონიქსს და სხვა ქვებს. მინერალების შესახებ უძველესი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია – თეოფრასტეს, ბერძენ მეცნიერს, ფილოსოფოსსა და  ბუნებათმცოდნეს ეკუთვნის. ასევე, ძველ ინდურ (ვედურ) ტექსტებშიც ნახსენებია ალმასი, მარგალიტი, ზურმუხტი, ლალი, ტოპაზი. ჩინეთში კი მინერალოგიის შესახებ ერთ-ერთი უძველესი ტრაქტატი ჩვ.წ.აღ-მდე 500 წლით ადრე დაიწერა. Read More »

Scroll To Top