Category Archives: ისლამი

ისლამი

ე.წ. მსოფლიო რელიგიებს შორის ყველაზე ახალ რელიგიად მიიჩნევა ისლამი, რომელიც მიმდევართა რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. მეშვიდე საუკუნეში წარმოქმნილი რელიგია, არაბთა დაპყრობითი ომებისა და მათ მიერ ისლამის გავრცელების შედეგად, თავიდანვე სწრაფად გავრცელდა. ისლამის პირველი მქადაგებელი იყო მუჰამადი, რომელიც დაიბადა 570 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ჰიჯაზის მხარეში. ისლამის მიმდევრების, მუსულმანების რწმენით, მუჰამადი არის ბოლო და ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი ყველა წინასწარმეტყველს შორის. მის მოსვლამდე იყვნენ ცნობილი წინასწარმეტყველები, როგორებიც არიან, მაგალითად, ნუჰი(ნოე), იბრაჰიმი(აბრაამი), ისმაილი(აბრაამის ძე და, გადმოცემის თანახმად, არაბთა მამამთავარი) დავუდი(დავითი), ისა(იესო ქრისტე, რომელსაც ისლამი არ თვლის ღვთის ძედ, უარყოფს რა მის ღვთაებრივ ბუნებას) და სხვანი. ხოლო მუჰამადი მათ შორის უდიდესია და ითვლება ... Read More »

Scroll To Top