II სახლი სინასტრიაში

II სახლი სინასტრიაში

სინასტრიულ პლანეტებს ღამის სახლებში (I-VI) ადამიანი არსებითად, მაგრამ არც ისე მკაფიოდ აღიქვამს. და ყველაზე მეტად ეს დებულება II სახლს ეხება, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს ანუ ფონს წარმოადგენს, რისი დანახვაც მას მხოლოდ გვერდითი მხედველობით შეუძლია. თუმცა საარსებო გარემო ძალიან დიდ როლს ასრულებს ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, ისევე როგორც არსებობის ეთიკა, მთლიანობაში. ასე რომ, თუ პარტნიორის პლანეტები ჩემს II სახლს ააქტიურებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა საფუძვლიანად დავკავდე ჩემი საარსებო გარემოთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგეტიკული თუ ფინანსური დანაკარგები არ დააყოვნებს.

როგორც ყოველთვის, ინტერპრეტაცია თავად II სახლის შესწავლით უნდა დავიწყოთ ნათალურ რუკაში: ძლიერია თუ სუსტი, ჰარმონიული თუ დაზიანებული. სუსტი II სახლი ილუზიას  ან ცრუ იმედს მომცემს, რომ მასში განთავსებული სინასტრიული პლანეტები ჩემს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, გარემოს უფრო კომფორტულს გახდის და იმ ეთიკურ ფასეულობებს შემივსებს, რომელიც თავად მაკლია. თუმცა ჩემი იმედების გამართლება არც ისე მარტივი იქნება, როგორც  წარმომიდგენია. მართალია, ჩემს პარტნიორს ხშირად გაუჩნდება ჩემი II სახლის კორექციის, გაძლიერების და სრულყოფის იმპულსები, მაგრამ, სავარაუდოდ, მორალის კითხვით და თეორიული შემოთავაზებებით შემოიფარგლება, რისი პრაქტიკაში რეალიზებაც  მე თვითონ მომიწევს. ასეა თუ ისე, თუ მე სათანადოდ განვეწყვე მოცემულ პარტნიორზე, მისი შენიშვნები და შემოთავაზებები ჩემთვის საკმაოდ კონსტრუქციული შეიძლება აღმოჩნდეს.

სინასტრიული პლანეტების განთავსებას ჩემს ძლიერ II სახლში ყოველთვის თან ახლავს ჩემგან ძლიერი წინააღმდეგობის რისკი, რაც, თავის მხრივ, მეტად სპეციფიურ და ხშირად ირიბ ხასიათს ატარებს. საქმე ის არის, რომ საერთო ეთიკა, ისევე როგორც ადამიანის თვითშეგრძნება საკუთარ საარსებო გარემოში, ძალიან სუსტად შეიგრძნობა მის მიერ, ყოველ შემთხვევაში, გააზრებულად. ძირითადად, ის ქვეცნობიერში ილექება. ცნობიერ დონეზე კი საკმაოდ ბუნდოვანი შეგრძნებებით ან აბსტრაქტული სახებებით ვლინდება.

ამდენად, პარტნიორი, რომელიც ჩემს გარემოში იჭრება და, ამასთან, საკმაოდ ცუდად ესმის, რომ ჩემს (უფრო ქვეცნობიერ დონეზე დალექილ) ფასეულობათა სისტემას ეხება, დიდ ალბათობით, ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება, შესაძლოა, საპასუხო აგრესიასაც, რაც, ბუნებრივია,  ჩემი მხრიდან სრულიად არაადეკვატური საქციელი იქნება მისთვის და არანაკლებ გაუგებარი_ ორივე ჩვენგანისთვის. საქმე ის არის, რომ ჩემი ქვეცნობიერი მიდრეკილია დაიცვას არამხოლოდ საკუთარი გამომუშავებული ეთიკურ ფასეულობათა სისტემა, არამედ ჩემი მატერიალური ფასებულობებიც. ამასთან, ცნობიერზე არანაკლები გააფთრებით! მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ეთიკური ფასეულობები, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებივით მარტივად არ კონვერტირდება ერთი სისტემიდან მეორეში.

თუ I სახლის კონტექსტში საუბარი ყოველთვის დაკავშირებლია იმასთან, რასაც „პირადზე გადასვლას“ ვეძახით, II სახლის ფარგლებში ურთიერთობის გარკვევა არსებით საუბარს წარმოადგენს, რომლის ცენტრშიც პარტნიორების პოზიციები ფიქსირდება და მათი საერთო ეთიკა ხმოვანდება. ამიტომ, მე უკიდურესად გამიჭირდება ურთიერთობის აწყობა პარტნიორთან, რომლის მზეც ჩემს I სახლში ხვდება, იმ დროს, როდესაც ჩემი მზე მის II სახლშია.

ზოგიერთმა იმპერატიულმა კონფლიქტურმა სიტუაციამ (მაგალითად, განქორწინებამ) შესაძლოა ორივე ჩვენგანის მზიური პრინციპები ჩართოს, რაც  გვაიძულებს ნებელობითი გამოვლინებების შეთანხმებას, სადაც მეტად თავისებურ სირთულეებს წავაწყდებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენს მზეებს შორის დაძაბული ასპექტი არ არის. მისი ნება ჩემში ზედაპირულ-პირად რეაქციას გამოიწვევს. მაგალითად, როდესაც მე ჩემს კონკრეტულ პრეტენზიებს და პირად წყენებს გამოვთქვამ, ჩემი გამოსვლა პარტნიორს არა პირადად, არამედ ეთიკური მხრიდან შეეხება, მაშასადამე საკითხის განხილვას ის არა პიროვნული პოზიციის(და რეაქციების), არამედ საკუთარი ფასეულობათა სისტემის ფარგლებში დაიწყებს და დიდი ალბათობით, ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი მხედველობიდან გამორჩება, რაც მე ძლიერ გამაბრაზებს.

ამდენად, ასეთ პარტნიორულ გარჩევებში მნიშვნელოვანია განვასხვავოთ და შევათანხმოთ იმ სახლების გავლენა, რომლის მეშვეობითაც ხდება ურთიერთქმედება, თუნდაც ერთ-ერთი პარტნიორის მზის პრინციპების (და პირველ რიგში, ინიციატივის) დროებით გათიშვის ხარჯზე. სამართლიანობისთვის შესაძლოა შევათანხმოთ მზის ჩართვის გრაფიკები: ათი წუთი მე; ათი წუთი _ პარტნიორს.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top