III სახლი სინასტრიაში

III სახლი სინასტრიაში

საერთოდ, როგორც უკვე აღინიშნა, „ღამის სახლებს“ (I-VI) მკაფიოდ ვერ აღვიქვამთ. მათი გავლენა ირიბია და ქვეცნობიერ პროგრამებს უკავშირდება. ამიტომ, როდესაც პარტნიორი ჩემს ღამის სახლებს ააქტიურებს, მე შემიძლია, საკუთარ რეაქციებზე დაკვირვებით, მნიშვნელოვანი დასკვნები გამოვიტანო, როგორ მუშაობს ჩემი ქვეცნობიერი, თუ, რა თქმა უნდა, პარტნიორის გავლენის და საკუთარი რეაქციების განცალკევებას მოვახერხებ. ეს არც ისე რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი მიზანი მე თვითონ მამოძრავებს.

III სახლი სოციალური ეთიკას მართავს, მაშასადამე ჩემს წარმოდგენებს, როგორ უნდა მექცეოდნენ ადამიანები და პირიქით, როგორ უნდა მოვექცე მე მათ. სინასტრიული პლანეტები ჩემს III სახლში მეტად თავისებურ რეაქციებს მომცემს პარტნიორის გამოვლინებაზე, თითქოს ის ჩემი პარტნიორი კი არა, უბრალო ნაცნობი ან შორეული ნათესავია, ასე ვქთვათ, „ადამიანი რა“. ცხადია, ახლო ურთიერთობაში მსგავსი დამოკიდებულება სრულიად არაადეკვატურია.

მეორეს მხრივ, დაძაბულ კონფლიქტურ სიტუაციებში, როდესაც პარტნიორი ჩემს მტრად და საერთოდ, ზოოლიგიურ ურჩხულად უნდა იქცეს, მისი ნათალური პლანეტები ჩემს III სახლში მყისვე შეამსუბუებს სიტუაციას, რადგან მტერს ადამიანური სახით დავინახავ და ჰუმანური გრძნობები ჩამერთვება ადამიანთა მოდგმისა და ცივილიზაციის მიმართ. ეს კი ფრიად ხელსაყრელი დასაწყისია მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.

III სახლით მიმდინარეობს ასევე პრაქტიკული სწავლა. მაშასადამე, მოცემულ პარტნიორს ბევრი სასარგებლო გაკვეთილის ჩატარება შეუძლია, თუ მე ამაზე განვეწყობი. თუმცა შესაძლოა სცენარი პირიქით წარიმართოს და მე გამიჩნდეს მისი სწავლების სურვილი. როგორი რეაქცია ექნება პარტნიორს ჩემს მასწავლებლობაზე, ეს დამოკიდებულია მის ნათალურ პლანეტებზე ჩემს III სახლში. მაგალითად, თუ ჩემი III სახლი, როგორღაც მის VII, VIII ან X სახლს უკავშირდება, ჩემს მცდელობებს სრულიად დამახინჯებულად აღიქვამს. აქ მე ფაქიზი ზღვარი უნდა დავიცვა: ეს პარტნიორი ჩემთვის ყოველთვის მასწავლებელია, მე პარტნიორისთვის _ მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.

 

კომუნიკაცია ნებისმიერი ურთიერთობის არსებითი ნაწილია. კომუნიკაციის ყველა ტიპი კი სწორედ III სახლით იმართება, რომელიც ნებისმიერი რუკის ინფორმაციული ცენტრია. საუბარი, ჭორები, სწავლა, ინფორმაციის მიღება-გაცემა, წერა, კითხვა, მეტყველების მანერა თუ მოსმენის კულტურა _ თქვენი III სახლით  არის წარმოდგენილი. (*+მერკურის ნიშნით, სახლითა და ასპექტებით).

ბუნებრივია, კეთილი პლანეტები აქცენტს სვამენ კომუნიკაციაზე. ეს „ვსაუბრობთ ყველაფერზე… და არაფერზეც“ ასპექტია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ურთიერთგაგებას. მეორეს მხრივ, არც ისე კეთილმა პლანეტებმა შესაძლოა შეაფერხონ თქვენი კომუნიკაციის და სწავლის უნარები.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top