მთვარის 30-ე დღე

მთვარის 30-ე დღე

სიმბოლო: ოქროს გედი

დღე სიყვარულის, მიტევების, მონანიების, ყველაფერი ამაო და არასაჭიროზე უარი თქმის, სულიერი ინიციაციის მიღებისა და განვითარების ახალ დონეზე გადასვლისა. ეს დღე მთვარის ყველა თვეს არა აქვს.

ეს არის შესანიშნავი, სინათლით აღსავსე დღე, სითბოსა და სიყვარულის გამოსხივება. გაანალიზეთ თქვენს მიერ მთელი თვის განმავლობაში გავლილი გზა და შეეცადეთ ჩამოირეცხოთ ყველა ცოდვა.

30-ე მთვარის დღე ხანდახან მხოლოდ ერთ საათს გასტანს, მაგრამ მაინც სრულყოფილ მთვარის დღედ ითვლება განსაკუთრებული თვისებების გამო, ამიტომ ღირსეულად გაატარეთ ყოველი წუთი.

ეს არის  მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზების დრო, დაუთმეთ დრო ძველ ნაცნობებთან და მეგობრებთან შეხვედრებს. შეგიძლიათ დაისვენოთ, ისიამოვნეთ და მიიღეთ ეს დღე ისეთი, როგორიც არის. ნუ გადაიტვირთებით, დაიცავით სიმშვიდე, ნუ იწუწუნებთ, მოაწყვეთ დღესასწაული, თუნდაც საკუთარი თავისთვის.

30-ე მთვარის დღე კარგია მიწასთან კონტაქტისთვის, თუ არ გაქვთ მიწის ნაკვეთი გადით ბუნებაში, სასურველია ფეხშიშველმა იაროთ და გაჯერდეთ მიწის პოზიტიური ვიბრაციებით. ნუ დაიტვირთავთ თავს, დაიცავით სიმშვიდე, ნუ დაწვრილმანდებით.

მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია, რამდენადაც წინა დღის ნეგატიური გავლენა შენარჩუნებულია. ეს ის დროა, როცა აუცილებელია ყველა წერტილი განალაგოთ ისე, რომ დაინახოთ მოზაიკის მთლიანობა და გაავლოთ ხაზები და პარალელები წარსულ გეგმებთან, საქმეებთან და ურთიერთობებთან. დაფიქრდეთ, რას მიაღწიეთ, რას – არა, რა სწორად გააკეთეთ და სად დაუშვით შეცდომები. არახელსაყრელი პერიოდია ახალ პარტნიორებთან კონტაქტებისთვის, მაგრამ ხელსაყრელია იმ ნათესავებთან და ძველ პარტნიორებთან კონტაქტი, რომლებიც გაგიწევენ მხარდაჭერას და სწორ რჩევას მოგცემენ.

მეორე ნახევარი ხელსაყრელია, მძაფრდება ინტუიცია, წინათგრძნობა, მაღლდება შემქოდებითი პოტენციალი. აზრები და სიზმრები შეიძლება იყოს წინასწარმეტყველური და შესაძლებლობას მოგცემთ შეცვალოთ საკუთარი ბედი.

ნიშანი: ძაღლის ყეფა – გასულ თვეში დაშვებულ შეცდომაზე მინიშნება და გაფრთხილებაა.

ბიზნესი: არაპროდუქტიულია (მცირე ხანს გასტანს) უმჯობესია დაისვენოთ.

ქორწინება: თითქმის ყველა ასტროლოგიური სკოლის მიხედვით არასასურველია, რადგან მთვარის დღის მსგავსად ხანმოკლე აღმოჩნდება.

სოციალური გავლენა: დაასრულეთ დაწყებული საქმეები, აღიქვით სილამაზე მთელი სიდიადით, აჩუქეთ გარშემომყოფებს სიხარული, სიყვარული, გათავისუფლდით ვალებისა და ვალდებულებებისაგან.

საყოფაცხოვრებო გავლენა: ნეიტრალური დღეა. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, სასურველია ხორცისგან თავის შეკავება.

ჯანმრთელობა: ეფექტურია მასაჟი, მცენარეების ნაყენების აბაზანა, ნებისმიერი სახის რელაქსაცია.

მისტიური გავლენა: შემაჯამებელი დღეა, გააანალიზეთ განვლილი დღეები, გაიწმინდეთ სხეული და გონება არასასურველისგან ენერგიებისგან.

სიზმრები: ამ დღის სიზმრები შეგიძლიათ ჩათვალოთ თქვენივე ქმედებების ავკარგიანობის დასკვად, ისინი გამოხატავენ ქვეცნობიერის რეაქციას.

მინერალები: (კარგია ქვებთან მუშაობა) თეთრი მარჯანი, მთლის ბროლი, ტურმალინი.

30-ე დღეს დაბადებული: მცირე რაოდენობითაა. როგორც წესი, გულკეთილობით, სიმამაცით, სილამაზით გამოირჩევიან, იდეალებს მისდევენ. ისინი ადრინდავე იწყებენ საკუთარი თავის შესწავლას – უნარებისა და ნიჭიერების გამოვლენას იწყებენ. ფორტუნა მუდმივად თან სდევთ. რჩევა: სანამ არ დარწმუნდებით, რომ სიტუაციას სწორად აფასებთ, არაფერი შეცვალოთ. კვების მხრივ სასურველია არ მიირთვათ ზედმეტად მწარე და მჟავე საკვები.

რეკომენდებულია: საქმეების დასრულება, ვალების გასტუმრება, სხვებისთვის სიხარულის მინიჭება. შეიძლება ქვებზე მუშაობა, სახლის გაწმენდვა, ნაწილობრივი, ეს გაწმენდვა შეიძლება მოხდეს სახლში თილისმების შეტანით (მაგალითად, ნალი და ა.შ.). მანუსთვის შესაწირავის მირთმევა, ნგრევა, სიეშმაკე. ცეცხლის დანთება; საჩუქრების ჩუქება; შესაწირავი.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top