Tabula Smaragdina
(ზურმუხტის დაფა)
დოკუმენტი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ზურმუხტის დაფაზე დატოვა ჰერმეს ტრისმეგისტუსმა.
- ჭეშმარიტია, სიცრუის გარეშე, სარწმუნო და მეტად ჭეშმარიტი.
- რაც იმყოფება დაბლა, შეესაბამება იმას, რაც იმყოფება მაღლა; და რაც იმყოფება მაღლა, შეესაბამება იმას, რაც იმყოფება დაბლა, რათა აღსრულდეს სასწაულნი ერთისა.
- ყველაფერი წარმოიშვა ერთისაგან, ერთიანის მეშვეობით: ყოველივე წარმოიშვა ამ ერთი არსისაგან, შეწყობის შედეგად.
- მისი მამა მზეა, ხოლო დედა – მთვარე. ქარმა ატარა იგი თავის წიაღში. დედამიწამ გამოკვება იგი.
- ეს არსი არის მამა ყოველი სრულყოფილებისა მთელს სამყაროში.
- მისი ძალა მრთელია მაშინაც, როდესაც მიწად იქცევა.
- შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, თხელს უხეშისაგან ფაქიზად, დიდი ხელოვანებით.
- ეს არსი ადის დედამიწიდან ზეცაში და კვლავ ჩამოდის დედამიწაზე, შეითვისებს რა ძალებს უმაღლესისა და უმდაბლესისა. ასე შეიძენ მთელი სამყაროს დიდებას. ამრიგად, განგშორდება ყოველგვარი სიბნელე.
- ეს არსია ძალა ყოველი ძალისა: რამეთუ ის გაიმარჯვებს ყოველგვარ თხელ ნივთზე და შეაღწევს ყოველგვარ მყარ ნივთში.
- ასეა შექმნილი სამყარო.
- აქედან ჩნდება ყოველი მოწყობა, რომლის წესი ასეთია(როგორც ზემოთ არის გადმოცემული).
- ამიტომ არის ჩემი სახელი ჰერმეს ტრისმეგისტუს(სამგზის უდიდესი), რადგან ვფლობ სამყაროსეული ფილოსოფიის სამ ნაწილს.
- დასრულდა, რაც ითქვა მზის მოქმედების შესახებ.