მერკურის კვადრატი ურანთან

მერკურის კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია: აქტიური გონება, ორიგინალური იდეები, ნევროზულობა, მაღალი თვითშეფასება, სპონტანურობა, ექსცენტრიულობა, სარკაზმი, კრიტიკულობა, რადიკალური იდეები, აფორიაქება, უკმაყოფილება, რისკიანობა. დადებითი კუთხით: აქტიური გონება, ძლიერი ინტუიცია, ახალი იდეებისთვის ბრძოლა, გადაწყვეტის უნარი.

ასპექტის მქონე ადამიანი პირდაპირია, სხვების რჩევებს არ ითვალისწინებს; საკუთარ აზრსაც ხშირად იცვლის. მისი იდეები ხშირად განუხორციელებელია. შესაძლოა სხვებისთვის უხეში ხელისკვრა ახასიათებდეს ან ხმაურიანი იყოს. მიდრეკილია ძველი იდეების ახლით შეცვლისკენ, მაგრამ ქაოსურად, რეალური სიტუაციის გათვალისწინების გარეშე. თუ მის ცხოვრებაში ცვლილებები არ ხდება – მოწყენილია. ამიტომ ხშირად თვითონ ეძებს სიახლეებს, ახალ ინფორმაციას.

ექსცენტრიული ადამიანის ასპექტია, რომელსაც საზოგადოებისგან განსხვავებული იდეები აქვს. შესაძლოა ინტელექტუალურ დონეზე თავს სხვებზე მაღლა მდგომად თვლიდეს. მისი იდეები საზოგადოებაში გავრცელებულ ტრადიციულ წესებსა და შეხედულებებთან წინააღმდეგობაშია. შესაძლოა საზოგადოებისგან გაუცხოებას გრძნობდეს. სოციალური ცვლილებები შინაგანი რევოლუციით იწყება.

დადებითი რუკის შემთხვევაში – გამომგონებლობა და გენიალური იდეები ახასიათებს. თუ ეგოიზმს გადალახავს, შემოქმედებითი უნარების გონივრულად გამოყენების შანსი აქვს. უარეს შემთხვევაში (სხვა უარყოფითი ასპექტების გათვალისწინებით) – ინდივიდი ფანატიკოსი ხდება.

ჯანმრთელობის კუთხით სუსტი ნერვული სისტემა აქვს; ახასიათებს ნევროზი, დაძაბულობა.

 

მერკურის კვადრატი: თუ აზრი გონებაში მომწიფდა, მაგრამ სიტყვებში არ გამოვლინდა  .. ცუდად მოიწვიეს

მერკურის კვადრატი იძლევა დიდ სირთულეებს პლანეტის პრინციპების ქმედებების დროს რაციონალურ აზროვნებასა და მეტყველებაში. აქ მნიშვნელოვანია რომელი პლანეტა იქნება ძლიერი. თუ მერკურია ძლიერი, პლანეტის სფეროებში ადამიანის აზრი და წარმოსახვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჩანს მიუხედავად მეორე პლანეტის პრინციპების უარყოფისა. ან ადამიანი რაციონალურად მის პრინციპებს ვერ იგებს (სიღრმისეული აზროვნების მიუხედავად). თუ კვადრატში მეორე პლანეტაა ძლიერი, აზროვნების პროცესი მისი დისჰარმონიული გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული (ნიშნისა და სახლის მიხედვით. სახლი, რომელშიც პლანეტაა მეტ გავლენას ახდენს სახლზე, რომელშიც მერკურია; ნიშანი, რომელშიც პლანეტაა უცერემონიოდ ერევა იმ ნიშნის გამოვლენის სტილში, რომელშიც მერკურია).

საერთოდ, მერკურის კვადრატისთვის დამახასიათებელია ძლიერი მენტალური დაინტერესება პლანეტის სფეროებში. პირველ რიგში ეს ვლინდება პლანეტით მართულ საქმეებში დამახინჯებულ წარმოდგენაში, ფრაგმენტულ ხედვასა და გაგებაში. თავად ადამიანს ამის დაჯერება უჭირს, მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა და დაბრკოლებებისა.

ასპექტის დამუშავების დონე კარგად ვლინდება მეტყველების სტილში, როცა ადამიანი პლანეტის პრობლემებზე საუბრობს. დაბალ დონეზე მერკურის კვადრატის მქონეს მოსწონს სხვების სწავლება, მათ ხარჯზე თვითგანმტკიცება იმ დროს, როცა თემაზე წარმოდგენად არ აქვს.

დამუშავება ითხოვს მუდმივ მუშაობას პლანეტარული პრინციპების მენტალურ აღქმაზე, მასზე პირდაპირ მენტალურ ზემოქმედების მოხდენაზე უარის თქმა, სპეკულაციებზე უარის თქმა. შემდეგ უნდა გადალახოს არაბუნებრივი სისულელე (რაც ვლინდება პლანეტის სფეროებში ახლის გაგების დროს) და რაციონალური აზროვნების განვითარების წინააღმდეგ გამოვლენილ ემოციურ აფეთქებებს არ დანებდეს. გვახსოვდეს – მერკურის კვადრატი პლანეტის პრინციპების სიღრმისეული გაგების მქონე  ადამიანების პოტენციური ასპექტია.

ურანის კვადრატი: ნიჭიერებას ჭირდება აღმაფრენის წამი, დიდებულ ტალანტს კიწამი დასვენებისათვის“.

უმაღლესი პლანეტების კვადრატურა საბედისწერო ეფექტს იძლევა, რომელთან ბრძოლაც შეუძლებელი, უფრო სწორად საზიანოა, რადგან ადამიანს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს, როგორც თავისი ასევე გარშემომყოფთა ცხოვრება არასწორი ქმედებით კვადრატურაში მყოფი პლანეტის სფეროში. თუმცა ის ირჩევს გარემოებებთან ურთიერთობის საშუალებებს და ხედვას, ე.წ. თვალსაზრისს: როგორც წერტილს, საითაც ის იყურება, ასევე წერტილს – საიდანაც იყურება, ანუ იქიდან გამომდინარე თუ რომელ პოზიციაზეა და ეს არჩევანი ძირითადად განსაზღვრავს მის მიერ უმაღლესი პლანეტების კვადრატის დამუშავებას და შესაბამისად ბედ-იღბალს, სამყაროს კარმის ფარგლებში. მაგ: ვენერა-ურანის კვადრატურა იძლევა არა მხოლოდ გადაულახავ მიდრეკილებას ექსცენტრიულ და უმართავ სოციალურ ქცევებს მისთვის ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებში, არამედ ადამიანებს ამ ასპექტით არ შეუძიათ პარტნიორის დიდხანს სიყვარული, ის რაც ვერაფრით იცვლება დროთა განმავლობაში – გამოუთქმელად სწყინდებათ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება პარტნიორის თვეში ერთხელ ცვლა, ან შესაძლებელია ყოველდღიურად მოხდეს მოცემულ ეგზემპლარზე საკუთარი თვალსაზრისის ცვლა, მასში პრინციპიალური სიახლეების აღმოჩენით, თუმცა მეორე ვარიანტი გაცილებით რთულია.

 საერთოდ ურანის კვადრატურა პლანეტას ანიჭებს გენიალურობას ნორმის ფარგლებში (ხანდახან ფარგლებს გარეშე), მაგრამ ურანისეული იდეებისა და ხილვების კონსტრუქციაულად განხორციელება ძალიან რთულია. ადამიანი უნდა ეცადოს გააცნობიეროს თავისი ექსცენტრიულობის არსი, პლანეტარულ გამოვლინებებში უნდა ისწავლოს ურანისეული მინიშნებების წაკითხვა და ამ შემთევვაში ის ნაწილობრივ შეძლებს კარმის რთული ქარგის წვდომას, რომელიც მის ირგვლივ არსებობს და შესაძლოა სამყაროს შემატოს რაღაც ამ დრომდე უნახავი, გაუგებარი, შეუძლებელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა რეალური.

 ურანის კვადრატის გამოვლინების გაგება შეუძლებელია, საჭიროა მასთან შეგუება და როგორღაც მისი გამოყენების სწავლა, მაგრამ მისი მთელი წარმატებული და ეფექტური გამოყენებით, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ბეღურებს თოფს ესვრის, ხოლო ურანის საკადრისი სამიზნე რჩება უხილავი.

ურანის კვადრატი იძლევა სხვის ბორბლებში ჯოხის გაჩხერვის უნარებს და თუ ამ ასპექტის მფლობელი მიზნად დაისახავს ბოროტ და ინვოლუციური პროგრამებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ის ძალიან შემოქმედებითი გახდება აქ. სამწუხაროდ ამ კვადრატის შემთხვევაში ამ უნარით პირიქით სარგებლობენ, ევოლუციური ნაკადის შეზღუდვით, მასში ხვეულების წარმოქმნით (კარმული კვანძების წარმოქმნით), რაშიც რა თქმა უნდა გამოიხატება აბსოლუტის შემოქმედება, მაგრამ ადამიანი, რომლისგანაც ეს შემოქმედება რეალიზდება, ხდება შავი მასწავლებელი, თუმცა კონკრეტული ადამიანის ბედ-იღბლისთვის სულერთი არ არის რომელ დონეზე და ზუსტად როგორ ხდება ეს შავი მასწავლებლობა- კრიტიკოსის, დამსმენისა თუ ჯალათის როლში, ამიტომ ურანის კვადრატურის გამოვლინებისთვის საჭიროა დიდი ყურადღების მიქცევა, რადგან აქ უმნიშვნელო აქცენტებს (მათ შორის შინაგან დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენებთან) შესაძლოა შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top