მთვარის 27-ე დღე

მთვარის 27-ე დღე

სიმბოლო: კვერთხი; სამკაპი

დღე საიდუმლო ცოდნის მიღებისა. დღის ენერგიები უკავშირდება წყალს, ნეპტუნის დღეა.

ეს არის მისტიური გარდასახვის, საკუთარი სულის შეცნობის, ღვთიური სიბრძნისა და ცოდნის მოპოვების დღე. წარმატებულია ყველაფრისთვის.

ამ მთვარის დღის ენერგიები ჰარმონიულად აერთიანებს გონებასა და ინტუიციას. საუკეთესო დროა თვითგანვითარებისთვის, მოუსმინეთ შინაგან ხმას. ნუ იქნებით რაციონალური, პრაგმატული, სკეპტიკოსი.

დაფიქრდით ბარიერებზე, სიძნელეებზე. შესაძლოა  რთული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვნოთ, ინტუიცია არ დაგაღალატებთ. ნუ იქნებით ორიენტირებული ყოფით, ცხოვრებისეულ პრობლემებზე. ამაღლდით მატერიალურ წვრილმანებზე და შედეგიც არ დააყოვნებს.

მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია და შესაძლებლობას იძლევა ახლებურად, სხვა თვალით შეხედოთ პრობლემებს. ამიტომ მოცემულ დროს უმჯობესია ერიდოთ ახალ წამოწყებებს და ეცადოთ მიიღოთ ძველი საქმეებიდან შესაძლებლობის მაქსიმუმი. მოულოდნელი პოზიტიური ცნობები შეიძლება მოგივიდეთ ძველი პარტნიორებისგან ან/და მეგობრებისგან, ხოლო ძველი მოლაპარაკებები შეიძლება სხვანაირად, ახლებურად იქნეს გააზრებული, რაც აგავსებთ ახალი ენერგიით.

მეორე ნახევარი არახელსაყრელია და შესაძლებელია ენერგიის დაკარგვის მიზეზად გექცეთ, ასევე მოშურნეების ან/და მოწინააღმდეგეების მხრიდან იგრძნოთ ნეგატიური გავლენა, შეიძლება გამძაფრდეს ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტები, რაც დაკავშირებული იქნება არასტაბილურ ემოციურ ფონთან. ამ პერიოდში სახიფათოა ხელი მოაწეროთ ახალ დოკუმენტებს, დაიწყოთ ახალი საქმე, გარისკოთ ან/და იმგზავროთ დიდი სიჩქარით.

მიიღეთ ეს დღე ნებისმიერი ფორმითა და სახით: წვიმიანი, თოვლიანი, ქარიშხლიანი..  ცივ წყალში იბანავეთ,  წვიმაში ისეირნეთ, ეს მხოლოდ კარგს მოგიტანთ.

ბიზნესი: სასიკეთოა საქველმოქმედო საქმიანობა.

ქორწინება: კარგი დღეა, მაგრამ უმჯობესია ქორწილი მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარდეს ზედმეტი ხმაურის გარეშე.

საყოფაცხოვრებო გავლენა: კარგია მოგზაურობა გემით და ა.შ. ( წყალთან კონტაქტი)

ჯანმრთელობარეკომენდებულია ქიმიური პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავება. ფრთხილად დოზის გადამეტებასთან.

მისტიური გავლენა: საიდუმლო ცოდნისა და მასში წვდომის დღეა. რეკომენდებულია მედიტირება (ინტუიციის გაღვიძება).

ეზოთერიკაევროპულ სკოლებში ასტროლოგები ამ დღეს უძღვნიდნენ მაგიურ რიტუალებს, ცერემონიებს. ეს იყო დღე ნათელ ზეციურ ძალებთან კონტაქტისა.

სიზმრებიმინიშნებები სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის წონასწორობას უკავშირდება, ასევე იმას, თუ რამდენად შეგიძლიათ ჰარმონიული მდგომარეობის შენარჩუნება.

მინერალები: იასამნისფერი ან გამჭვირვალე ამეთვისტო, ადულიარი, ზურმუხტი, ვარდისფერი ან ჟოლოსფერი კვარცი, სელენიტი.

27-ედღეს დაბადებული: უკონფლიქტო და მშვიდობისმოყვარეა. ერთ ადგილზე იშვიათად ჩერდება, მუდმივად დადის, ოცნებობს. მისთვის კოსმიური ცოდნის გაგებისკენ სწაფვა, ძლიერი ნებისყოფის გამოვლენა აუცილებელია. როგორც წესი, მის ცხოვრებაში მუდმივი ცვლილებები ხდება. შეიძლება იყოს წარმატებული და ბედნიერი ან/და გამოირჩეოდეს სუსტი აღნაგობითა და უნებისყოფობით. მისი სხეულის, ჯანმრთელობის გაკაჟების, ნებისყოფის გამომუშავებისთვისა და აღზრდისთვის საჭიროა მშობლებმა ბავშვის ადრეული ასაკიდან თადარიგი დაიჭირონ. ამ დღეს დაბადებულთა რიგებში ხშირად მკურნალს, ფსიქოანალიტოკოსს ან მისტიკოსს შეხვდებით. წყლის პროცედურები დადებითი შედეგის და ენერგიის მომტანია.

არასასურველია: უმჯობესია სარკეში არ ჩაიხედოთ (არასრულფასოვნების განცდის ილუზია მატულობს). არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება, ილუზიებში ჩავარდნა. ერიდეთ ზეთოვან აბაზანებსა და მოგზაურობას

რეკომენდებულია: მედიტაცია, ინტუიციური ჭვრეტა, მკურნალობა, ლოცვა, ვერბალური მაგია. წმინდა ცეცხლის დანთება. პირობის შესრულება; სხვადასხვა სასარგებლო ქმედებები. შეიძლება მოგზაურობა, მსოფლიოს გაცნობა. კარგია თესვისთვის, დარგვისთვის, უფროსი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top