მთვარის 29-ე დღე

მთვარის 29-ე დღე

სიმბოლო: რვაფეხა

სახიფათო სატანური დღეა. ქაჯების თავისუფლად სეირონობის დღეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასტრალური ნისლი, ილუზიები, მოტყუებები.  თუ მთვარის ამ თვის კალენდარში არაა 30-ე დღე, მაშინ შეიძლება თვის შეჯამება/დაჯამება.

ეს არის ენერგეტიკულად ყველაზე მძიმე დღე მთვარის თვის განმავლობაში. მრავალი ეზოთერული სკოლა მას „სატანურ დღეს” უწოდებს. დღის ენერგია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანთა უმრავლესობას მასთან გამკლავება უჭირს.

ამ დღეს ძლიერდებიან შავი ძალები, ყალიბდება ასტრალური ღრუბელი, ნუ ენდობით სიზმრებსა და წინასწარმეტყველებას, იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოციები და ქმედებები. ნუ აყვებით შიშს, ილუზიებს, ტყუილებს. ეცადეთ წყენა და ტკივილის მოყენება აპატიოთ, ნებისმიერ შემთხვევაში გულთან ნუ მიიტანთ ნეგატიურ ემოციებს, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში ისევ თქვენ დაზარალდებით.

აუცილებელია: პასუხისგებლობა, სატანიზმს წინააღმდეგობა გაეწიოს, მარხვა, თავშეკავება, მონანიება, სინანული, მკურნალობა.

კარგია ეს დღე ყალბი და არაფრის მომცემი კავშირების გასაწყვეტად. მოიშორეთ უსიამოვნო ადამიანები და აზრები, გაიწმინდეთ ორგანიზმი (ფიზიკურად და ენერგეტიკულად).

არაფრის წამოწყებასა და დაწყებას არ გირჩევთ, რამეთუ დროს ტყუილად გაფლანგავთ, თავად წამოწყება კი ზიანს და იმედგაცურებებს მოგიტანთ.

ამ დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია და შესაძლებლობას იძლევა მფარველობის, დაცვის ან/და მხარდაჭერის მისაღებად არამარტო პარტნიორებისგან, არამედ უმაღლესი ძალებისგანაც. იზრდება სულიერი ორიენტაცია, მძაფრდება ინტუიცია და წინათგრძობა. ეს პერიოდი შედარებით ხელსაყრელია იმისთვის, რომ საკუთარი ბედი უკეთესობისკენ შეცვალოთ, ასევე არასაჭირო პარტნიორებისგან ან/და მოწინააღმდეგეებისგან გათავისუფლდეთ.

დღის მეორე ნახევარი არახელსაყრელია, რამდენადაც დაბლა იწევს ბიოპოტენციალი, საფუძველს უქმნის დეპრესიას, ასევე გრძნობების დაკმაყოფილების დაუოკებელ სურვილებს. საშიშროებაა ავად გახდომის, მოტყუებისა და შეცდომების, რამაც შეიძლება გამოწვიოს სხეულის დაზიანებები, შეცდომები და სამომავლოდ დაამუხრუჭოს ადამიანის ევოლუცია.

ძილის წინ სასარგებლოა დაბანა და ცივი შხაპი.  იგი მოქმედებს, როგორც  ნეგატიური ენერგიებისგან გამწმენდი საშუალება.

საყვირის ხმა, ხანგრძლივი მუსიკალური ხმები/ბგერები, ტირილი – გაფრთხილებაა არასწორი გზაზე ყოფნისა.

ბიზნესი: იყავით ყურადღებით (განსაკუთრებით საგადასახადო სისტემასთან)

ქორწინება: არასასურველია

სოციალური გავლენა: მოსალოდნელია:კონფლიქტები, ჩხუბი, კამათი, ღალატი. სასურველია შეამციროთ ან გადადოთ შეხვედრები და კონტაქტები.

საყოფაცხოვრებო გავლენა: კარგია თუ შემოიფარგლებით აუცილებელი, საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო საქმიანობით. არ წამოიწყოთ და არც დაგეგმოთ ახალი საქმეები და გადაწყვეტილებები. მოერიდეთ მგზავრობას. იზრდება ტრავმების ალბათობა.

კვება: კარგია საკვებად სახლში გამომცხვარი პური (მრგვალი, მზის გამომხატველია) პეროგი, ბლინები.

ჯანმრთელობა: სუსტია. სწორი ნაწლავი, საჯდომის ზონას. არაა სასურველი ამ დღეს ნემსის გაკეთებაც. (მითითებულ ზონაზე)

ეზოთერიკა: ტიბეტური ეზოთერული ტრადიციით ეს დღე ადგილობრივი (ბნელი) ავი ძალების შემორიგებას ეთმობა. სხვა მისტიურ მიმართულებებშიც გამწმენდ რიტუალებს მიმართავენ. (როგორც ადამიანის, ასევე კონკრეტული ადგილის.)

სიზმრები: არ ხდება. თუმცა მიანიშნებს ქვეცნობიერის ბნელ მხარეზე, პრობლემებზე, რომელიც ყურადღებას საჭიროებს.

მინერალები: შავი მარგალიტი, სადაფი, თეთრი ოპალი, ფერადი იასპი

29-ე დღეს დაბადებულს: არაერთი გამოცდა, პრობლემა, წარუმატებლობა ელოდება. თუ სულიერ სიძლიერესა და სიწმინდეს შეინარჩუნებს, ყველა გამოცდას წარმატებით გაივლის. ავანტიურისტია, თავგადასავლებში ზოგჯერ საკუთარი სურვილით ეხვევა. არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა მთავარი „მტერი“ საკუთარი თავია – ხშირად სწორედ საკუთარ თავთან იბრძვის. სასურველია აპათიის, მრისხანების გამოვლენას და სპორტის მძიმე სახეობებით დაკავებას ერიდოს.

არასასურველია: თავი აარიდეთ სიბნელს, ამღვრეულ წყალს, მოგზაურობასა და თმის შეჭრას.

რეკომენდებულია: მხოლოდ აუცილებელი საყოფაცხოვრებო საქმეების კეთება, ყალბი კავშირების გაწყვეტა, ცუდი აზრებისგან თავი დაღწევა, ორგანიზმის გაწმენდა, სანთლის დანთება, წყლის, იელის დაკმევა. შხამებთან, ტუტეებთან მუშაობა. წმინდა წიგნების კითხვა; რაიმეს მომსახურება (მხარდაჭერა);

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top