მთვარის მე-12 დღე

მთვარის მე-12 დღე

სიმბოლო: თასი

კოსმიური სიყვარულის ენერგიის ჩართვის, სიბრძნის დაგროვების, სიმშვიდის მოპოვების, ღვთაებრივი გამოცხადებების, აზრების გაწმენდის, ლოცვების, დამშვიდების, სიბრძნის გონებაზე და გრძნობებზე გამარჯვების დღეა.

მთვარე გვეხმარება ავმაღლდეთ წყენაზე მაღლა და შევიგრძნოთ ყოველივეს ურთიერთკავშირი სამყაროში.

კარგია  გამოიჩინოთ მოწყალება: აჩუქოთ საჩუქრები, გასცეთ მოწყალება, შეასრულოთ თხოვნები.

უარყოფითი პერიოდია, რამდენადაც ზრახვებისა და გეგმების შემოწმება ხდება. თითქოს ადამიანი გამოცდას აბარებს სულიერ სიძლიერეზე, მდგრადობაზე, ასევე პატიოსნებაზე და ამტანობაზე. კონფლიქტები და უთანხოებები, რომელიც დროდადრო იჩენს თავს, ადამიანისგან ითხოვს მოქმედებასა და კომპრომისების მიღწევის უნარს.

ამავე დროს იზრდება მგრძნობიარობა და ემოციურობა. სექსუალური კონტაქტები, სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება ამ პერიოდში ჩხუბით, წყენით ანდა არარეალიზებული სურვილებით დასრულდეს.

ამ მთვარის დღის მნიშვნელობაა ადამიანი ჩაუღრმავდეს თავის სულიერ სამყაროს, კარგია ეკლესია, ტაძარი ან მოძღვრის მონახულება. თუ ათეისტი ხართ წადით ტყეში ან მდინარის ნაპირას სადმე, სადაც შეიგრძნობთ თქვენს სულიერ ნათესაობას სამყაროსთან. მე–12 მთვარის დღეს ადამიანს ეხსნება ზეცის კარი და ისმენს ღმერთი ჩვენს სიტყვას.

სწორედ ამ დღეს მიეზღვება მას თავისი რწმენის მიხედვით, თუ თქვენ არარელიგიური ხართ, შეეცადეთ გამონაკლისი დაუშვათ და დღე ლოცვით დაიწყოთ და დაამთავროთ, მხოლოდ მხურვალე ლოცვით ისე რომ „ჭიანჭველები“ უნდა დარბოდნენ სხეულში და ზურგში, არა აქვს რომელ ღმერთზე ილოცებთ მნიშვნელობა, გაუღეთ გულის კარი ღვთაებრივს.

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ცხოვრება, მაინც მადლობა უძღვენით ღმერთს ამისათვის, დაე თქვენს ლოცვაში გაჟღერდეს სიტყვები „უფალო მადლობელი ვარ“ ყოველივეს სიკეთისათვის, რაც მე მომმადლე და ყოველივე იმისათვის, რაც მე ბოროტება მგონია.„მადლობელი ვარ უფალო იმისთვის რომ მომმადლე თვისება გაგება გმადლობდე შენ“.

მე–12 მთვარის დღე წარამტებულია მათთვის, ვისაც შეუძლია თავისი მადლიერების გამოხატვა უმაღლესი ზეციური ძალების მიმართ, იმ სიკეთისთვის რომლების მიმართაც იყო იგი დაჯილდოებული.მე–12 მთვარის დღე კარგია ქორწინებისთვის, ეს აგრეთვე არის შეწყალებისა და თანაგრძნობის დღე.

ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი სიყვარული და მზრუნველობა, იყავით ახლობლების მიმართ კეთილი აჩუქეთ საჩუქრები, იყავით მოწყალე, მითუმეტეს თუ გთხოვენ აღადგინეთ ურთიერთობები.

ამ დღეს არაა საჭირო რაიმე დაიწყოთ ან მოიმოქმედოთ, რამეთუ ყველაფერი ჩაიფერფლება და მოგიტრიალდებათ დანაკარგებითა და იმედგაცრუებებით.

ბიზნესი: მე–12 მთვარის დღეს წარამტებულია იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეული ნაწილი მოხმარდება ამ შემოსავლისა ქველმოქმედებას.

ქორწინება: მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ურთიერთობა სულიერ მხარეს მოიცავს, ეს უნდა იყოს უმაღლესი სულიერი ურთიერთობისა და ერთიანობის განცდა. კარგია იმ ადამიანების დაქორწინება, რომლებიც გულმოწყალებასა და სულიერ მხარეზე არიან ორიენტირებულნი.

კვება: მოერიდეთ უხეში საკვების გამოყენებას. საუკეთესოა – წვენების, გარდა ვაშლის წვენის, მიღება).

მისტიური გავლენა: შეწყალებისა და თანაგრძნობის, საჩუქრების, თანადგომის და ა.შ. დღეა.

ნიშნებიცუდია ჭურჭლის გატეხვა, სითხის დაღვრა, ეს არის დარდის, მარტოობის მანიშნებელი.

მედიტაცია: წყალი

მინერალები: ლაზურიტი, ყვითელი მარჯანი, პერლამუტრი, ვარდისფერი მარგალიტი

მე-12 დღეს დაბადებულები: კეთილშობილები, გულმოწყალები, ემოციურები არიან. თუმცა რთულ სიტუაციებსა და პრობლემებს გაურბიან. მათთვის გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა მნიშვნელოვანია. ადამიანების მიმართ სიყვარულის გრძნობით გამოირჩევიან. შესაძლოა მკურნალის ან ექსტრასენსის უნარები ჰქონდეთ. არაერთი სირთულე შეხვდებათ, რომელთა გადალახვისა და „გამოცდების“ გავლის ძალა ექნებათ. რჩევა: შეინარჩუნეთ ჰარმონია, კონფლიქტები არ დაუშვათ და საკვებ რაციონში მოერიდეთ მძიმე საკვების, ალკოჰოლური სასმელების შეტანას.

არასასურველია: გაბრაზება, მოდუნება და ტირილი

რეკომენდებულია: საჩუქრების გაცემა, ქველმოქმედება, თხოვნის შესრულება, ლოცვა, აზრების გაწმენდა, წმინდა ცეცხლის დანთება. პირობის შესრულება; სხვადასხვა სასიკეთო ქმედებები (ერიდეთ ნელსაცხებლების აბაზანებს და მოგზაურობას).

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top