მთვარის პირველი დღე

მთვარის პირველი დღე

სიმბოლო – შანდალი, სასანთლე, ლამპარი, ჰეკატას სამსხვერპლო, ათენა-პალადა, „მესამე თვალი“.

მთვარის პირველი დღე ახალ წელს ჰგავს – სურვილების, შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. ეს დღე თითქოსდა განკუთვნილია მენტალურ ენერგიებსა და აზრების წარმოქმნაზე მუშაობისთვის.

პირველი დღე ახალმთვარეობის დადგომისთანავე იწყება. მიიღეთ როგორც მომავალი თვის „ფუნდამენტი“. ის, თუ როგორი საძირკველი ჩაუყარეთ, მომავალი თვეც შესაბამისი იქნება. გაითვალისწინეთ – რასაც ამ პერიოდში გაიფიქრებთ ან გააკეთებთ, მთელ თვეზე იმოქმედებს.

ეს დღე საშუალებას გაძლევთ მომავალი თვის დაგეგმარებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ. იფიქრეთ მასზე, რაც გინდათ რომ მოხდეს. ფიქრი დაიწყეთ არა „თუ…“-თი, არამედ „როცა…“-თი. „თუ გამოგივათ“ კი არა, აუცილებლად გამოგივათ!

ამ დღესთან დაკავშირებულია ცხოვრებისეული სხვადასხვა სიტუაციები. ყველა შესაძლო კონფლიქტი, კამათი კარგად გაანალიზეთ. ეცადეთ მომხდარის მიზეზების დადგენას. გაუშვით ყველაფერი უარყოფითი, რაც გაბრკოლებთ,  მტრებს და მეგობრებს მიუტევეთ – ხელახლა დაიბადეთ.

პირველი დღე წარსულის უარყოფითი გავლენისა და მოგონებებისგან გასათავისუფლებლად ხელსაყრელი დღეა.  შესაძლოა მთლიან თვეზე დიდი გავლენა მოახდინოს. ორიენტირდით დადებითზე. პოზიტიური ენერგია გაეცით და მიიღეთ. საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ისეთად, როგორიც გინდათ რომ მომავალში იყოთ. მაქსიმალურად კონცენტრირდით, სასურველი ობიექტი, ნატვრა წარმოიდგინეთ.

თუ დადებითი აზრები თავში არ მოგდით, დამშვიდდით, დაისვენეთ, საკუთარ თავს ძალას ნუ დაატანთ. დადებითად იმოქმედებს სანთლის ალის ყურება, ბუნებასთან კონტაქტი.

პირველი დღე შემოქმედებითი აზროვნების დღეა. სასურველია მხოლოდ საქმეების დაგეგმვა და არა დაწყება. მიუძღვენით დღე ყველაფერ იმას, რაც აგამაღლებთ, დადებით განწყობას შეგიქმნით.

სახიფათოა ნებისმიერი გადატვირთვა, სარისკო ღონისძიებები ან/და გრანდიზული გეგმები. მათი რეალიზების ალბათობა საკმაოდ დაბალია. ილუზიები, თვითმოტყუება და ოცნებები, ასევე ვნებების დაკმაყოფილებისკენ მიდრეკილება ხშირად იპყრობს მრავალი ადამიანის ცნობერებას. არასწორი ქმედებები, მოტყუება, სხვისი ან საკუთარი თავის წაქეზება ხშირად ნეგატიურად ვლინდება ბიზნესში, შემოქმედებით გეგმებში. ეცადეთ სხვის აზრს მოთმინებით მოეკიდოთ.

ბიზნესი: მომავალი თვის ბიზნეს-გეგმაზე იმუშავეთ და იფიქრეთ. ამ დღეს სასურველი არაა ახალი და აქტიური ქმედებები, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება, ყიდვა-გაყიდვა; პირიქით დაისვენეთ ან მხოლოდ დაგეგმვით შემოიფარგლეთ.

ქორწინება: რამდენადაც ეს დღე დაგეგმვას ეხება, ქორწინებისთვის ხელსაყრელი პერიოდი ნაკლებადაა. მისი დაგეგმვით შემოიფარგლეთ.

სოციალური გავლენა: ნაკლებად სასურველია ჯგუფური და სოციალური საქმეები, ურთიერთობები. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.

ჯანმრთელობა: გამოიჩინეთ სიფრთხილე (მაღალია ტრავმის მიღების ალბათობა), ორგანიზმს  ნუ გადაიტვირთავთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს შეეყრება ადამიანს, შეიძლება გაგრძელდეს დიდ ხანს, მაგრამ ავადმყოფი აუცილებლად გამოჯანმრთელდება. სამედიცინო კუთხით უკუნაჩვენებია ოპერაციები თავის არეში, მანუალური თერაპია.

კვება: მოერიდეთ მწარე, ცხარე და ძალიან ცხელი საკვების მიღებას, ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას.

ეზოთერიკა: ტიბეტური ტრადიციის მიხედვით, კარგი დღეა გურუსთან, მასწავლებელთან, წმინდანთან, მრჩეველთან მიახლოებისთვის, ურთიერთობისთვის. ეკლესიებში, სალოცავებში ლოცვისა და შეწირულობებისთვის.

მედიტაცია: სანთლის შუქზე. მშვიდ ადგილზე მოთავსდით, სანთელი დაანთეთ, უყურეთ, მოდუნდით და წარმოიდგინეთ ის, რაც გინდათ რომ უახლოეს ახალმთვარეობამდე მოხდეს. აუცილებლად წარმოიდგინეთ ისე, თითქოს რაც გსურთ – უკვე მოხდა. მაგ: თუ სამსახურში დაწინაურება გსურთ, წარმოიდგინეთ თითქოს უკვე დაგაწინაურეს.

სიზმრები: მთვარის პირველ დღეს ნანახი სიზმრები გვაფრთხილებს იმაზე, რაც შეიძლება მომავალ თვეს მოხდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ესკიზია, სრული სახით კი თქვენ ქმნით. სიზმარში ნანახი მოვლენები მიიღეთ, როგორც მანიშნებლები და არა აუცილებლად მოსახდენი.

მინერალები: ბრილიანტი, მთის ბროლი.

პირველ დღეს დაბადებულები: ყოველთვის ელიან რაღაც დიადს; მათ შეუძლიათ მთელი ცხოვრება ასე იცხოვრონ და ვერ მიაღწიონ ე.წ. „თავის ვარსკვლავურ საათს“. ხანდახან შეიძლება უცბად გონება გაუნათდეთ და ჩაიდინონ გმირობა: ისინი უნდა ჩაერთონ საქმიანობაში მოულოდნელად და მკვეთრად. ამ დღეს დაბადებული ბავშვი, როგორც წესი, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრებს. ეს ადამიანები ემოციურები დადიდი შინაგანი ენერგიის მქონენი არიან. სასურველია ფიზიკურ გადატვირთვას მოერიდონ.

არასასურველია: ახალი საქმეების დაწყება, სტუმრად წასვლა, ჯგუფური საქმიანობები.

რეკომენდებულია: სასურველის ვიზუალიზაცია, მომავლის გეგმებზე ფიქრი, დაგეგმვა, უარყოფითისგან გათავისუფლება; წიგნის კითხვა, იმ კავშირების გასაწყვეტად, რომლებიც კონფლიქტებს იწვევს ან გვამძიმებს, მიტევება. ფესვებთან დაბრუნება, ბავშვობის გახსენება, საკუთარი ერის ისტორიის შესახებ წიგნების კითხვა, საკუთარ ქმედებებზე ფიქრი, განვილი გზის გაანალიზება. ჯიოტიშის მიხედვით – ბრახმანული ცერემონიალები, ქორწინება, კორონაცია, თესვა. ფესტივალები; მოგზაურობები; თანამდებობის დაკავება; საქმეები, დაკავშირებული სახლებთან ანდა მიწებთან. თმის შეჭრა.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top