ავესალომ პოდვოდნი – ბიოგრაფია და წიგნები

ავესალომ პოდვოდნი – ბიოგრაფია და წიგნები

ნამდვილი სახელი და გვარი: ალექსანდრე კამენსკი

დაბადების თარიღი: 11 მაისი, 1953

ინტერესთა სფერო: ფსიქოლოგიური, კაბალისტური, ეზოთერული და სამედიცინო ასტროლოგია.

ბიოგრაფიული მონაცემები: ავესალომ პოდვოდნი მოსკოვში, ღამის 1 საათისთვის (00:30) დაიბადა. რამდენიმე სკოლის გამოცვლის შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადავიდა და 1969 წელს საშუალო მაჩვენებლებით დაასრულა. იმავე წელს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მოეწყო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათემატიკოსის სპეციალობას დაეუფლა და სწავლის პერიოდში ოჯახიც შექმნა.

1977 წელს დისერტაცია დაიცვა, 1980 წელს კი დოქტორის ხარისხის დაცვას აპირებდა, თუმცა საპირისპირო მიმართულებით წავიდა – მეორედ შექმნა ოჯახი და მათემატიკასაც დაემშვიდობა. არც მეორე ქორწინება გამოდგა წარმატებული და ამჟამად ასტროლოგი მარიანა შკანჩიკოვაზეა დაქორწინებული, რომელიც ასტროლოგიურ საქმიანობაში ეხმარება.

პროფესიული განვითარება: ბავშვობიდან აინტერესებდა ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, გამოჯანმრთელების ბუნებრივი მეთოდები, მასაჟი და ლამაზი ქალები – თუმცა მხოლოდ თეორიულად. მოგვიანებით გაეცნო წიგნებს ფსიქოლოგიის, სიზმრების ახსნის შესახებ და პრაქტიკა წამოიწყო როგორც ოჯახისა და ქორწინების კონსულტანტმა.

80-იან წლებში ქაოსურად შეისწავლა აღმოსავლური ფილოსოფია, ეზოთერიკა, მედიცინა, იოგა, განკურნების არატრადიციული მეთოდები, ასტროლოგია, ქირომანტია, ნუმეროლოგია, ოკულტური დისციპლინები. აღნიშნულ წლებში გაეცნო და დაუკავშირდა ამ სფეროების პრაქტიკოს წარმომადგენლებს.

1986 წელს ასტროლოგიის სალექციო კურსი წამოიწყო და როგორც თავად ამბობს ხელახლა დაიბადა 1986 წლის 4 დეკემბერს,  19:00 საათზე. სალექციო კურსის პარალელურად რამდენიმე წელი მუშაობდა ასტროლოგიური კონცეფციების ჩამოყალიბებაზე. 1988 წელს განკურნების, მათ შორის ფიზიკური და ენერგეტიკული დონის კონცეფციები განაახლა; განკურნების მეთოდი და  ეთერულ-ფიზიკური მასაჟის ორიგინალური კონცეფცია შექმნა.

1994 წლიდან რუსეთის, ლატვიის, ბელარუსიის, პოლონეთის, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში რეგულარულად  ატარებს ტრენინგებს.

1998-1999 წლებში დამწყები ასტროლოგებისთვის სპეციალური სალექციო კურსი ჩაატარა რომელიც წარმოდგენილია სერიაში „ფსიქოლოგია და ასტროლოგია“. მის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს წარმოადგენს „უმაღლესი არქეტიპები“.

ამჟამად ნოვოსიბირსკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ასტრობლოგი გთავაზობთ ავესალომ პოდვოდნის რამდენიმე წიგნს (რუსულ ენაზე):

  • ზოგადი ასტროლოგია: პლანეტები
  • ზოგადი ასტროლოგია: სახლები
  • ზოგადი ასტროლოგია: ასპექტები
  • კაბალისტური ასტროლოგია: არამატერიალური სხეულები (ზუსტი სახელწოდება: Тонкие тела)
  • კაბალისტური ასტროლოგია: ზოდიაქოს ნიშნები
  • კაბალისტური ასტროლოგია: პლანეტები
  • კაბალისტური ასტროლოგია: დიალექტიკა ან სახლი
  • შესავალი სინასტრულ ასტროლოგიაში
  • ეზოთერული ასტროლოგია

გადმოსაწერად დააჭირეთ ლინკს – გადმოწერა

პ.ს. ქართულად ნათარგმნი მასალები შეგიძლიათ მოიძიოთ ასტროლოგიაზე დაწერილ სტატიებში


About Tamta

Scroll To Top