ალექსანდრიტი ქრიზობერილის ნაირსახეობაა. განათების მიხედვით ფერს იცვლის. დღის შუქზე ბევრად ღიაა. მინერალს სახელწოდება 1842 წელს უწოდეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის საპატივცემულოდ. მეორენაირად ალექსანდრიტს „ურალის ქრიზობერილად“ მოიხსენიებენ. მოგვიანებით მინერალი ბრაზილიაში, ზამბიაში, ზიმბაბვეში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ა.შ.შ.-ის ტერიტორიებზე აღმოაჩინეს.
სამკურნალო თვისებები
დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ითვლება, რომ მისი ფერის ცვლილება სისხლის ორ ტიპთან ასოცირდება. ამიტომ, სჯერათ, რომ ალექსანდრიტი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, სისხლს წმენდს და ძარღვებს აძლიერებს. ინდოელებს სჯერათ, რომ ალექსანდრიტი ალკოჰოლიზმისგან, კეთრისა და მუნისგან იცავს. თანამედროვე ვერსიით, დადებითად მოქმედებს ელენთასა და პანკრეასზე.
მაგიური მახასიათებლები
ალექსანდრიტი ხელს უწყობს მფლობელის სულიერ განახლებას, ემოციასა და გონებას შორის ბალანსს. ფერის ცვლის გამო ადვილად შეყვარებასა და ეჭვიანობაზე გავლენის მოხდენას მიაწერენ (მიიჩნევენ, რომ ეჭვიანობას როგორც მახასიათებელს ზრდის, რაც უარყოფითად მოქმედებს ოჯახურ ცხოვრებაზე). ალექსანდრიტს განსხვავებული დატვირთვითა და მნიშვნელობით იცნობენ სხვა ქვეყნებში. მაგ: შრი-ლანკასა და ინდოეთის ტერიტორიაზე ბედის, კეთილდღეობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის ქვად ითვლება. მედიუმები მომავლის ინტუიციური ხედვის გასაუმჯობესებლად იყენებენ.
ალექსანდრიტის მფლობელის ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს, ამიტომ სუსტი ნებისყოფის ადამიანებისთვის მისი ტარება რეკომენდებული არაა. სუსტი ხასიათისა და ნებისყოფის მქონე ადამიანებისთვის უსიამოვნო და/ან კრიზისული სიტუაციები მოაქვს. ხოლო ძლიერი ადამიანებისთვის – სიმშვიდე, ურთიერთობების მოწესრიგება, სტრესული სიტუაციების გადალახვის ძალა.
ალექსანდრიტი როგორც თილისმა: მოაქვს სიმშვიდე, ურთიერთობების მოწესრიგება.
ალექსანდრიტი როგორც დამცველი: უსიამოვნებებისგან იცავს. განწყობის ცვალებადობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ასტროლოგია – კურო, მორიელი. ნაკლებად შეეფერება თევზებსა და კირჩხიბებს.
ჩაკრებზე გავლენა – გულის ჩაკრა, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულმკერდის ზონაზე, ხერხემალსა და ხელებზე გავლენას ახდენს. ადამიანების მიმართ სიყვარულს, ღიაობას, სამყაროს შეცვლის სურვილს აძლიერებს.
ენერგია – იანი
ალექსანდრიტის ფერების ცვლა
მომზადებულია ჯასპერ სტოუნისა და იულია კაფთანოვას მასალებზე დაყრდნობით.
სტატიის ავტორი: თამთა