ასტროლოგიის განვითარება და მიმართულებები

ასტროლოგიის განვითარება და მიმართულებები

ასტროლოგიის ისტორია იმდენი ხნისაა, რამდენისაც კაცობრიობის ისტორია. ასტროლოგია მუდმივად არსებობდა, რაც არსებობს პლანეტები, ვარსკვლავები, ვარსკვლავური სამყაროები. ატლანტიდის მე–4 რასის პერიოდში ასტროლოგია ყველაზე უკეთ იყო გაცნობიერებული, მათ პერიოდში ცოდნაც მეტი ჰქონდათ და სულიერ დონეზე ბევრად მაღლა იყვნენ.

ასტროლოგიის გავრცელებაში დიდი როლი ბერძნებმა შეასრულეს, თუმცა ცას მანამდეც აკვირდებოდნენ ასირიელები, ბაბილონელები, მაიას ტომი, იწერდნენ მონაცემებს და ვარსკვლავების განლაგებით ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მოვლენების წინასწარმეტყველებას. პირველ ცნობილ ასტროლოგად მიაჩნდათ პტოლომეუსი, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა. ბერძნებმა კი ყველაზე ძველი ეფემერიდები (ცხრილები, რომლებიც პლანეტათა მდებარეობის ყოველი დღის მონაცემებს მოიცავს) შექმნეს, რაც თავდაპირველად საზღვაო საქმეში გამოიყენებოდა. მე–17 საუკუნემდე ასტროლოგია მიაჩნდათ ვარსკვლავების და მათი გადაადგილების შემსწავლელ სფეროდ.  მე–19 საუკუნემდე კი მისადმი ინტერესი განელდა, რადგან უმეტესად აკრიტიკებდნენ როგორც ცრუ მეცნიერებას.

ითვლება, რომ ასტროლოგიის განვითარება დაიწყო ჩვ. წ. აღ.–მდე  5000–3000 წლების წინ  ორ მდინარეს – ტიგრსა და ევფრატს შორის, სადაც შუმერები ცხოვრობდნენ. აქ ნაპოვნ ქვებსა და დაფებზე დაწერილია ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები  ასტროლოგიის კანონების მიხედვით. ძველი მოსახლეობა თვლიდა, რომ დედამიწაზე ყველა მოვლენა ზეციური ღვთაებებისაგან იყო გამოწვეული და ადამიანის ცხოვრება დაკავშირებული იყო პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობასთან. შუმერი ქურუმები ყურადღებით აკვირდებოდნენ ცის მოვლენებს და მათი ცვლილებების მიხედვით ხელმძღვანელობდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ დროს პლანეტებს ცოცხალ არსებებად იღებდნენ და მათ მოძრაობას – ადამიანის განვითარების ფაზად. შუმერთა ასტროლოგიური ცოდნა განსაცვიფრებელია. მათ იცოდნენ, რომ გაზაფხულის ბუნიობა ერთი გრადუსით იცვლებოდა ყოველ 72 წელში, თავად კი ტყუპების ეპოქის (6000 – 3800წწ. ჩვ.ერამდე) პერიოდში ცხოვრობდნენ. მათგან ასტროლოგია გავრცელდა ბაბილონსა და ასირიაში. მათ გააფართოვეს ასტროლოგიური ცოდნის სისტემა, რომლის კვალსაც მეფე აშურბანიპალის მთავარ ქვებზე მიაგნეს. მოგვიანებით ასტროლოგია გავრცელდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ქვეყნებშიც.

ასტროლოგიის მორიგი აღზევება დაკავშირებულია ძველ ეგვიპტესთან 3–2 ათასი წლით ადრე ჩვ. ერამდე.  ეგვიპტელმა ქურუმებმა იცოდნენ, რომ წელიწადი შედგებოდა 365 დღისგან, რომლებიც სხვადასხვა ღვთაებებს ეძღვნებოდათ. ისინი არამარტო ადამიანის ბედს წინასწარმეტყველებდნენ, ზუსტი დაბადების დროით ადგენდნენ რა უნდა გაეკეთებინა ადამიანს და რა არა. ასევე სახელმწიფოს განვითარების ციკლსაც ყურადღებას აქცევდნენ. ქურუმებს ჰქონდათ წიგნი, რომელშიც ასტროლოგიური და ოკულტური პრინციპები ეწერა, ეს იყო დიდი ცოდნის წიგნი, რომელთან მიკარებაც მხოლოდ რჩეულ ქურუმებს შეეძლოთ. ამავე პერიოდში, ეგვიპტეში გავრცელებული იყო „დაბალი დონის ასტროლოგია“, რომელსაც კავშირი საერთოდ არ ჰქონდა რელიგიასა და ეზოთერულ ცოდნასთან.  „საიდუმლო მეცნიერების“ მოსწავლეებს კი ნეოფიტებს უწოდებდნენ.  მათ, როგორც ძველი ბაბილონის მაცხოვრებლებს, სჯეროდათ, რომ ყველაფერს „სამყაროს ღმერთი“, „შემოქმედი“ მართავს დამხმარე – ე.წ. „პლანეტარული ღმერთების“ დახმარებით.

ასტროლოგია უძველეს დროში ჰითაგორას, ჰიპოკრატეს, ზენონის, პტოლომეუსის სახელსაც უკავშირდება. იულიუს ცეზარსა (კეისარს) და ავგუსტუსსაც ინდივიდუალური ჰოროსკოპები ჰქონდათ შედგენილი.

შუა საუკუნეებში ასტროლოგია ევროპის ქვეყნებში გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა. კეპლერის, ბეკონის, სპინოზას, ლაიბნიცის და სხვების დახმარებით, ასტროლოგია სრულად არ მომკვდარა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ასტროლოგიის აღზევება დაიწყო. მან, როგორც გიგანტურმა ტალღამ, ინგლისიდან (ამ პერიოდში მოღვაწეობდა ინგლისელი ასტროლოგი ალან ლეო) ჰოლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ევროპისა და ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ქვეყნებს გადაუარა.

მე-20 საუკუნეში ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად, ასტროლოგიაც წინ წამოწია, რადგან არაერთმა ასტროლოგმა სცადა ფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის გაერთიანება (ფსიქოლოგიური ასტროლოგია – რომელიც პიროვნებაზე, მის ფსიქოტიპზეა ორიენტირებული).  კარლ გუსტავ იუნგი, ცნობილი ფსიქოლოგი, ფროიდის მოწაფე, სერიოზულად სწავლობდა ასტროლოგიას, მის პრინციპებს და პრაქტიკაშიც იყენებდა.

ასტროლოგია, რომელსაც ამჟამად ვიცნობთ და პოპულარულია, საერთოდ არაა ეზოტერული, ის ეგზოტერულია (ამით ეგვიპტეში გავრცელებულ „დაბალი დონის ასტროლოგიას“ ჰგავს). თუმცა მისით შეიძლება ცოდნის მინიმუმ რაღაც ნაწილს ჩაწვდე. ასტროლოგიით დაინტერესებულ ადამიანს (და არამხოლოდ) მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ის არამხოლოდ დედამიწის მკვიდრია, არამედ კოსმოსის ნაწილიც (მაცხოვრებელიც).

ასტროლოგიის მიმართულებები

 ასტროლოგია ფაქტობრივად წარმოადგენს მიკრო და მაკროკოსმოსის დამაკავშირებელ სფეროს, რომელზეც ძველ ეზოთერულ ტექსტში წერდნენ „რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა“. მაკროკოსმოსი („ზემოთ“) – ეს მთლიანად სამყაროა, უფრო თუ დავავიწროვებთ, სამყარო, რომლის დანახვაც ჩვენგან შეიძლება. მიკროკოსმოსი („ქვემოთ“) – ნებისმიერი ადამიანი, ქმნილება, საგანი, გლობალური ეკონომიკა, ქვეყანა, ოჯახი, ძაღლი, ან თუნდაც მიკრობი. მოკლედ, ყველაფერი, რაც დედამიწაზეა.  ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ ყველაფერი, რაც მიკროკოსმოსშია შექმნილი, მაკროკოსმოსის პრინციპითაა და მის პროექციას წარმოადგენს, რაც აქ იცვლება, იცვლება იქ და პირიქით. მაკროკოსმოსის ყოველ ელემენტს კავშირი აქვს მიკროკოსმოსთან. მაგალითად, პლანეტა მარსი შეესაბამება ქვეყნის არმიას, მუსკულატურას, ენერგიას, ადამიანის ორგანიზმს, ბასრ საგნებს და ა.შ. ასტროლოგის სამუშაო კი სხვა არაფერია, გარდა ამ ორი სამყაროს დაკავშირება, გაერთიანება კონკრეტულ დროში. მაგალითად – მაკროკოსმოსის, სამყაროს მდგომარეობა დედამიწაზე ბავშის დაბადების მომენტში.

ასტროლოგია შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად – ნატურალურ და იუდიციალურად (Юдициальная?). ნატურალური ასტროლოგია, ძირითადად მიმართულია ბუნებრივი მოვლენების აღწერისკენ, წინასწარმეტყველებისკენ. მაგ: მიწისძვრის, ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება. შუა საუკუნეების პერიოდში ასტროლოგიის ამ მიმართულებას კრიტიკა არ დაუმსახურებია. სამაგიეროდ მეორე მიმართულება მუდმივად კრიტიკის ქარ–ცეცხლში ექცეოდა. მიზეზი? „არ შეიძლება საკუთარი ბედის გაგება, რადგან ყველაფერი ღმერთის ნებაა“ – ასეთი იყო ასტროლოგიისადმი დამოკიდებულება და მას ცრუმეცნიერებას უცოდებდნენ. იუდიციალური ასტროლოგია შეისწავლის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ინდივიდთან და მათ გაერთიანებებთან, ანუ ეს სწორედ ის ყველა სფეროს მომცველი ასტროლოგიაა, რასაც დღეს ვიცნობთ. როგორც სხვა პროფესიების შემთხვევაში, ასტროლოგიის ამ ჯგუფში სხვადასხვა მიმართულებებია, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ სფეროზეა ორიენტირებული. ძირითადად  შემდეგ მიმართულებებს გამოყოფენ: ნატალური, მუნდარული, სამედიცინო, ჰორარული, კარმული, ეზოტერული, სინასტრული, პროგნოზირება  და ა.შ. თითოეული მიმართულება სამ დიდ ჯგუფად იყოფა:

ნატალური ასტროლოგია – შეისწავლის ადამიანის პიროვნებას, მის პოტენციალს, ბედს. ამისთვის, იყენებს დაბადების მომენტის პერიოდში პლანეტების განლაგებას, ანუ პირად რუკას ადგენენ. რუკით შეიძლება განისაზღვროს: ინდივიდის მომავალი, მისი პოტენციალი, განვითარება, ინტერესების სფერო, შესაძლებლობები,  მიდრეკილებები, პროფესია, კარმული მისია და ა.შ. 

მუნდარული ასტროლოგია – შეისწავლის ადამიანთა დიდ გაერთიანებებს (ერი, სახელმწიფო), მათ განვითარებას, მოვლენებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას. 

ინიციატივის ასტროლოგია  – ამ ჯგუფში ერთიანდება ჰორარული და ელექტიური ასტროლოგია, რომლებსაც ინდივიდების ინიციატივასთან აქვს კავშირი. ხორარული ასტროლოგია შეისწავლის მოცემულ მომენტში კონკრეტულ კითხვებზე პასუხს („როდის დავიწყებ სამსახურს?“, „როდის შევქმნი ოჯახს?“…). ელექტიური ასტროლოგია არჩევს აზრებისა და იდეების რეალიზებისთვის საუკეთესო პერიოდს.

მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მიმართულება: 

ნათალური ასტროლოგია შეისწავლის ყველაფერს, რაც ინდივიდთანაა დაკავშირებული, მის ფსიქოტიპთან. 

მუნდარული ასტროლოგია – მოვლენების წინასწარმეტყველება სახელმწიფოების, მთავრობის, ერის, ქალაქის დონეზე. 

სამედიცინო ასტროლოგია – დაკავშირებულია დაავადებების დიაგნოსტირებასა და პროფილაქტიკასთან, გვეხმარება მკურნალობის სწორი კურსის შერჩევაში. 

ჰორარული ასტროლოგია – შეისწავლის ახდება თუ არა სურვილი ან კითხვა, რომელიც ინდივიდს აქვს. 

კარმული ასტროლოგია – შეისწავლის კარმულ კანონებს, ინდივიდის მისიას, რომელიც დაბადების შემდეგ უნდა შეასრულოს, წარსულ გამოცდილებას. ეს მიმართულება აღიარებს რეინკარნაციის იდეას და მიიჩნევა, რომ წინა ცხოვრება გავლენას ახდენს ახლანდელზეც. 

ეზოთერული ასტროლოგია – შეისწავლის ცხოვრების, ფსიქიკისა და ბედის სიღრმისეულ გავლენას როგორც ზოგადად, ასევე ინდივიდზე. 

სინასტრული ასტროლოგია – განიხილავს პარტნიორობას, ურთიერთობას, შეთავსებას, მის განვითარებას. უმეტესად დგება ორ ინდივიდს შორის. გამოიყენება ნებისმიერი ურთიერთობის (ცოლ–ქმრული, მეგობრული, დედა–შვილური, და–ძმური…) შესასწავლად. 

პროგნოზირება  ნებისმიერი მოვლენის წინასწარ გაგებისთვის გამოიყენება. ძირითადად იყენებენ ტრანზიტულ ასტროლოგიას, ანუ პირად, ნათალურ რუკას „ადებენ“ პლანეტების ამჟამინდელ რუკას და მათ შორის კავშირის მიხედვით ასახელებენ შესაძლო მოვლენებს. ასევე, ამ ჯგუფში ერთიანდება პროგრესია, დირექცია, რომლებსაც შემდგომში ნელ–ნელა განვიხილავთ.

ასტროლოგიაში არსებობს ჰოროსკოპების სერია, რომლებიც არ იყენებენ რუკას და პლანეტების გავლენას. მაგ: აღმოსავლური (ჩინური, იაპონური) ჰოროსკოპი, რომელიც წლების მიხედვით დახასიათებას ანიჭებს უპირატესობას; დრუიდების, ეგვიპტური და ა.შ.

ძირითადი წყაროები: ვრონსკი, astrohome.ru.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top