ბაგუას სიმბოლო რვაკუთხოვანი „საგანია“, რომლის მხარეები ცენტრიდან გამოდის. ყოველ მხარეს შესაბამისი ენერგია, ელემენტი, მიმართულება, რიცხვი, ემოცია, ცხოვრების სფერო, ფერი, გემო, სულიერი მახასიათებელი და ა.შ. შეესაბამება.
ბაგუას სიმბოლო შეგვიძლია გამოვიყენოთ ადამიანის, სახლის, დროის აღსაწერად. მისი მიხედვით არჩევენ სახლის სფეროებს, მიმართულებებს, ავეჯისა და საგნების განლაგებას, რათა სახლში ჰარმონია იყოს.
ცენტრი
სიტყვა-გასაღები: საყრდენი, სტაბილურობა, ერთიანობა, ჰარმონია, კავშირი, მთლიანობა.
ეს ადგილი ჯანმრთელობას, ერთიანობას, ჰარმონიას წარმოადგენს (სიმბოლოა). ყველა ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. სიბრძნისა და ჰარმონიის ცენტრს თავად წარმოადგენს და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური ჯანმრთელობა შეესაბამება.
სასურველია, რომ ცენტრში არ იყოს კედელი, ტიხარი, საკუჭნაო და სველი წერტილი. რამდენიმე კარი ოჯახის ნაწილებად დაყოფას იწვევს.
სამხრეთი (N9)
სიტყვა-გასაღები: განახლება, შედეგი, ელვა, განათება, ცეცხლი.
პასუხისმგებელია რეპუტაციაზე, საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, ცნობადობაზე, შენზე სხვების აზრი (რას ფიქრობენ შენზე), როგორ ხედავთ მომავალს. მას ძალის მოცემა შეუძლია საგნების დასანახად და გასაგებას, მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებისთვის.
თუ ეს სექტორი აუთვისებელია ან დაბლოკილი, ადამიანს ცუდი რეპუტაცია აქვს, მიზნებსა და ამოცანებს ვერ ისახავს, მარტოობას განიცდის.
აძლიერებს ქალებს 30 წლამდე და რიგითობით შუა შვილს (გოგოს).
ჯანმრთელობა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თვალი, მხედველობა.
სამხრეთ-დასავლეთი (N2)
სიტყვა-გასაღები: მიწის შავი ნიადაგი, სიმშვიდე, სტაბილურობა, დარწმუნებულობა, სირბილე, მხარდაჭერა, მგრძნობელობა.
ამ მხარის არსებობა სახლში აუცილებელია. პასუხს აგებს სტაბილურობაზე, ნებისმიერი ტიპის პარტნიორზე (ცოლი, ქმარი, მეგობარი, ბიზნესის პარტნიორი), აზრებისა და ფორმების მოქმედებაში მოყვანაზე. ოჯახის ქალურ ნაწილის სიმბოლიზებას ახდებს.
ამ სექტორის ნაკლებობა ან არყოფნა ქალებს, ოჯახის ქალურ ნაწილს ასუსტებს.
ასაკით დიდ ქალებს და ოჯახის დედებს აძლიერებს.
ჯანმრთელობა: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ელენთა.
დასავლეთი (N7)
სიტყვა-გასაღები: ვარსკვლავები, სიხარული, მხიარულება, სიადვილე, სისწრაფე, უშუალობა.
მხარე დაკავშირებულია შემოქმედებასთან, ნებისმიერ დასაწყისთან, გეგმასთან, პროექტთან. ასევე – შვილებთან, მათ დაბადებასთან.
თუ ამ მხარეს გააქტიურებთ, თქვენ მიიზიდავთ დროის სასიამოვნოდ გატარებას, შეზღუდვებისგან თავისუფლებას, კარგ განწყობას.
მისი უქონლობა ბავშვებთან სირთულეებს, პროექტების რთულად განხორციელებას, გეგმების შესრულების სირთულეს, “ბოროტენიანობას”, ჭორაობას მოიტანს.
15 წლამდე გოგონებსა და პატარა შვილს (გოგოს) აძლიერებს (მფარველობს).
ჯანმრთელობა: ფილტვები, ენა, კბილები, მეტყველება.
ჩრდილო-დასავლეთი (N6)
სიტყვა-გასაღები: ცა, ძალა, აქტიურობა, ძალაუფლება, ავტორიტეტი, შემოქმედება, ძლევამოსილება.
პატრიარქატის, სახლში კაცის სექტორია.
პასუხისმგებელია მოგზაურობაზე, მასწავლებელზე, დამხმარეებზე, ხელმძღვანელებზე; სახლის მეპატრონე კაცის (კაცების) ძალაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დასახმარებლად მოდიან.
მისი უქონლობა სახლში კაცს ასუსტებს, ავტორიტეტს ამცირებს, ოჯახში ქალი დომინირებს.
ეს მხარე ოჯახის უფროს მამაკაცს, 45 წელზე ზემოთ მყოფ მამაკაცებს, თანამდებობის დაკავებას მფარველობს.
ჯანმრთელობა: თავი, სახე, ფილტვები.
ჩრდილოეთი (N1)
სიტყვა-გასაღები: წყალი, ცნობადობა, შესაძლებლობები, გზა, მოძრაობა.
სამსახურს, კარიერას, პროფესიულ ქმედებებს, სამუშაო ადგილს და გამომუშავებას უკავშირდება. მისი არსებობა ძალას მატებს და სასურველი სპეციალობის მიღებას, კარგი სამუშაოს მოძებნას, პროფესიულ ზრდას, კარგ ხელფასს ხელს უწყობს.
ასევე ხელს უწყობს 30 წლამდე მამაკაცებს, რიგით შუაში მყოფ შვილს.
ჯანმრთელობა: ყურები, სმენა, თირკმელები.
ჩრდილო-აღმოსავლეთი (N8)
სიტყვა-გასაღები: ძალა, დარწმუნებულობა, სიმშვიდე, სიჯიუტე, სიფხიზლე, სიმარდე.
სიბრძნის, ცოდნის მხარე. პასუხისმგებელია თვითრეალიზებაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, სულიერებაზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარეა, რომელიც მიღწეულზე გაჩერების საშუალებას არ გვაძლევს, ცოდნის მიღებისკენ, სრულყოფილებასა და რეალიზებისკენ გვიბიძგებს. ეფექტურობასა და ჰარმონიას უწყობს ხელს.
მფარველობს პატარა შვილს (ბიჭს), პატარა ბიჭებსა და ახალდაბადებულებს.
ჯანმრთელობა: ხელები, ფეხები, ხერხემალი.
აღმოსავლეთი (N3)
სიტყვა-გასაღები: იმპულსი, სიმამაცე, ლიდერობა, მოქმედება, თავისუფლება, ქუხილი, განგრევა (გარღვევა).
დაკავშირებულია ოჯახთან, მშობლებთან, ოჯჯახურ ურთიერთობებთან, წინაპრებთან ურთიერთობებთან. ასევე – საყოფაცხოვრებო პირობებთან, გამავალ ხარჯებთან. მას შეუძლია ნებისმიერი ამოცანის შესრულებისთვის ძალა მოგვცეს. აქტიურობა, ენერგიულობა, ლიდერობა – აი, ის მცირე ჩამონათვალი, რისი მოცემაც აქტიურ აღმოსავლეთ მხარეს შეუძლია.
მისი უქონლობა ოჯახის შიდა კონფლიქტებს, უფროს და უმცროს თაობებს შორის გაუგებრობას იწვევს.
30-45 წლის მამაკაცებს, ამბიციურ და სწრაფი წარმატების მიღწევის დამსახველ ადამიანებს მხარს უჭერს (აძლიერებს).
ჯანმრთელობა: ნერვული სისტემა, ნაღვლის ბუშტი.
სამხრეთ-აღმოსავლეთი (N4)
სიტყვა-გასაღები: ქარი (ნიავი), პროგრესი, ჰარმონიულობა, ზრდა, განვიტარება, სირბილე, შეღწევა, აქტიურობა (მოძრაობა)
ეს მხარე პასუხისმგებელია მატერიალურ მონაგებზე, ნებისმიერი სახის აყვავებასა და გამრავლებაზე. კუთხის ენერგიებს (ზრდა და განვითარება) იმპულსის მოცემა საკუთარი ზრდა-განვითარებისთვის შეუძლიათ. ეს კი ჩვენთვის არამხოლოდ მატერიალური მნიშვნელობისაა.
მისი ნაკლებობა მატერიალურ სირთულეებთან, შინაგანი სიცარიელის განცდამდე, საშუალო ასაკის ქალების შემთხვევაში – სირთულეებამდე მივყავართ.
30-45 წლის ქალებს აძლიერებს.
ჯანმრთელობა: რევმატიზმი, ღვიძლი.
მომზადებულია საველევისა და fanfenshui.ru-ს მასალაზე დაყრდნობით.
სტატიის ავტორი: თამთა