2 იანვარი
ყველა მასტის დამის მიმოხილვა
დამა ყვავს მეფე ყვავთან აერთიანებს ის, რომ ორივე მათგანს მხოლოდ ერთ რიცხვში დაბადებული ადამიანები მიეკუთვნება ბანქოს დასტაში, ორივე ძლიერი ადამიანის სიმბოლოა (თუმცა მეფეს ჩამოუვარდება ძლიერებით). სქესის მიუხედავად ამ ბანქოს წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ თავიანთ ძალასა და პასუხისმგებლობას, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად. დამას ნამდვილად შეუძლია „სამეფოს“ მართვა, მაგრამ ამას მეფისგან განსხვავებულად აკეთებს. მისთვის მთავარია ზრუნვა და თანაგრძნობა. მის სიბრძნეს განვლილი ცხოვრების დიდი გამოცდილება განაპირობებს, დამებს ძალისხმევის გარეშე შეუძიათ დიდი წარმატების მიღწევა, მაგრამ სამწუხაროდ მათ ყველაზე მძიმე სასიყვარულო კარმა აქვთ, განსაკუთრებით ჯვრისა და აგურის დამის წარმომადგენლებს.
თავისი ბუნებით დამები მშობლები არიან, რაც ასე თუ ისე მათ საქმიანოაშიც გამოვლინდება. ისინი ეხმარებიან სხვებს თვითაღზრდისა და თვითგანვითარების საკითხებში. აქვთ თანდაყოლილი მოთხოვნილება დაეხმარონ, მხარში ამოუდგნენ, გზაზე დააყენონ გარშემომყოფი ადამიანები. ამგვარი ქმედებით დიდ სიამოვნებას იღებენ, ყოველთვის დააპურებენ, წყურვილს მოუკლავენ, შეიფარებენ ადამიანს, მაგრამ ხანდახან ამას აკეთებენ მაშინაც, როდესაც ამას არ თხოვენ…
ძალიან უყვართ ბავშვები, მიუხედავად იმისა, თავისი იქნებიან თუ სხვისი, ბრწყინვალედ
ურთიერთობენ მათთან. ამ ადამიანების ერთერთ დიდ ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ ზედმეტად ეჯაჭვენიან მათ, ვიცნ უყვართ, ხშირად ამით აბრკოლებენ თავიანთ შვილებს. თუ მათ არ ყავთ ზრუნვისა და სითბოს გაზიარების ობიექტი თავს უბედურად გრძნობენ. თავისი ზედმეტი მზრუნველობით თრგუნავენ ახლობლებს, რითაც დიდ ზიანს აყენებენ თავის დანიშნულებას, ხოლო გულის დამები ვამპირობენ კიდეც.
დამების მთავარი ამოცანაა – თავისი დედობრივი მზრუნველობა სხვა ხარისხში გადაიყვანონ. ისინი შეიძლება დიდებული ადვოკატები, მასწავლებლები, მქადაგებლები გახდნენ. შეუძლიათ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარონ. ასეთ შემთხვევაში დიდ წარმატებას აღწევენ და დიდად კმაყოფილნი არიან ცხოვრებით. დამების სწრაფვა იზრუნონ სხვებზე, ხელს უშლის მათ პირად ცხოვრებაში, ყველა პარტნიორს როდი მოსწონს ასეთი ჰიპერაქტიული მზრუნველობა (ამგვარი საქციელით შეიძლება პარტნიორი გაღიზიანდეს და ისე გაგექცეთ თითქოს კეთროვანი იყოთ). სამწუხაროდ ეს არცთუ ისე იშვიათად ხდება. სწორედ დამის წარმომადგენელი ქალბატონები (განსაკუთრებით გულის მასტი) იტვირთავენ ხოლმე მთელ ცხოვრებისეულ სიმძიმეს, ამაყად ატარებენ ამ მძიმე ჯვარს და მსხვერპლად შეწირული სიყვარულის დემონსტრირებას ახდენენ. შედეგი – დამსხვრეული ცხოვრება.
დამის ქალბატონები თავიანთ ცხოვრებაში იმ ადამიანებს იზიდავენ, რომლებიც სარგებლობენ მათი მზრუნველობით და თავს საჭირო ადამიანებად აგრძნობინებენ მათ. მათ ცხოვრებაში არც ისე ცოტაა საეჭვო კავშირები და ცვალებადი პირადი ურთიერთობები, მიუხედავად სქესისა დამები შინაგანად რომანტიზმისა და ოცნების ქალურ მახასიათებელს ატარებენ.
დამა გული – სიყვარულისა და სიამოვნების ქალღმერთია, ყველა მამაკაცის ოცნება.
დამა ჯვარი – საქმიანი ქალი და კარგი ორგანიზატორია, მას ძლიერი ინტუიცია, ცოცხალი ტემპეტამენტი და შრომისმოყვარეობა ახასიათებს. იგი ქალწულ მარიამს განასახიერებს, რომელსაც შეუძლია თავის შვილებისთვის ყველაფერი მსხვერპლად გაიღოს.
აგურის დამა – მფლანგველი. უყვარს ფულის შოვნაც და ხარჯვაც, ტკბობა ყოველგვარი მიწიერი სიამოვნებით, მაგრამ კეთილდღეობის მოპოვებისთვის მას ბევრი შრომა უწევს.
დამა ყვავი – მარადიული შრომელია, დიდებული ორგანიზატორი, მკაცრი დიასახლისი, ფლობს სულიერების დიდ პოტენციალს, შეუძლია თავის ფლობა და თვითსრულყოფა.
დამა ყვავი
თვითსრულყოფის ბანქო
თვითსრულყოფილებისკენაა მიმართული, ფლობს დიდ ძალასა და გავლენას, მაგრამ, ყოველთვის ვერ მოიპოვებს მაღალ მდგომარეობასა და ძალაუფლებას, შესაძლოა სხვის ხელქვეითად დარჩეს, თუმცა შეუძლია არნახული სიმაღლეების წვდომა ინტელექტუალურ და ზნეობრივ საკითხებში. თუ ეს ადამიანები გააცნობიერებენ თავის გამორჩეულ შესაძებლობებს და იგძრნობენ პასუხისმგებლობას პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, მათ შეუძიათ დაიპყრონ ნებისმიერი მწვერვალი.
ამ დამებს შორის გვხვდება გესლიანი და მოუთმენელი ადამინები და ამავე დროს სიბრძნითა და თანაგრძნობით აღსავსე ნამდვილი სამყაროს დედები. ყველა მათგანი დაიბადა ძალაუფლებისთვის, მაგრამ თავისი ბედი თვითონ უნდა შექმნან. მთავარია ცხოვრებაში განსაზღვრონ ღირებულებათა სისტემა. თუ დამა ყვავი მხოლოდ მატერიალური მიღწევებისთვის იღწვის, მას ეკარგება თავისი პოტენციალის დიდი ნაწილი. მხოლოდ ინტუიცია და მაღალი ზნეობა ეხმარებათ მაქსიმალურ წარმატების მიღწევაში.
დამა ყვავი ლიდერის თვისებებითა და გონიერებითაა დაჯილდოებული, დიდ წარმატებას აღწევს ლიტერატურასა და განათლების სფეროში. აქვს დამოუკიდებელი ხასიათი და ინტუცია. თუ ის გამოიყენებს თავის პოტენციალს, შეუძლია გახდეს სულიერი ლიდერი და მასწავლებელი. ამ ადამაინებმა ერთმანეთში არ უნდა აურიონ სიყვარული და ფული, მათ ხშირად აქვთ იურიდიული პრობლემები, უნდა შეძლონ გაერიდონ გავლენიან პირებთან კამათსა და დაპირისპირებას.
უყვართ ფულის ხარჯვა და ვერ იტანენ მარცხს, თუმცა სწორედ ასე მთავრდება მათი იურიდიული პროცესები. ცხოვრებაში უნდა იხელმძღვანელონ თანდაყოლილი სიბრძნით. ამ ადამიანებს მაღალი იდეალები აქვთ სიყვარულსა და ქორწინებაში, ხანდახან ზღვარგადასულიც კი. შეიძლება თავი გაყონ საეჭვო სასიყვარულო კავშირებში, რომელიც სავარაუდოდ დანაკარგებით დასრულდება. უნდათ ჰყავდეთ მატერიალურად ძლიერი დამოუკიდებელი პარტნიორები, თუმცა ეს ასე არ ხდება. გარკვეული წლების შემდეგ შესაძლოა სიყვარულში წარმატებას მიაღწიონ, თუკი უარს არ იტყვიან სიყვარულზე ოცნებაზე. ხანდახან შესაძლოა თავიც აარიდონ პასუხისმგებლობას, რომელიც ქორწინებას მოსდევს.
დამა ყვავი კარგად გრძნობს თავს აგურის მასტის წარმომადგენლებთან. ქალბატონებს მეტად იზიდავთ ჯვრის პარტნიორები, თუმცა ეს ურთიერთობები ყოველთვის იოლი როდია.
მათ გააჩნიათ უდიდესი შესაძებლობების პოტენციალი, იმისათვის, რომ განახორციელონ უმაღლესი სულიერი პრინციპები, მაგრამ ყოველთვის არ იყენებენ მას. შესაძლოა შრომითა და არსებობისთვის ბძროლით დაკმაყოფილდნენ და სხვა ვერაფერი შენიშნონ.
მათთვის აუცილებელია დაეუფლონ საკუთარ თავს, შეიცნონ საკუთარი სამყარო. უნდა გათავისუფლდნენ სიღატაკის შიშისგან, სწორედ ამ გზით, განსაკუთრებული ბრძოლისა და ძალისხმევის გარეშე კეთილდღეობასა და სიმდიდრეს მოიპოვებენ. ეს ადამიანები არ უნდა შეეცადონ გარემოს შეცვლას, პირიქით, უნდა მოძებნონ საწყისი მიზეზი და შეცვალონ თავისი ცხოვრება. მათ საკუთარ თავში ღმერთი უნდა იპოვნონ, განავითარონ თვითშემეცნება, რადგან სწორედ აზრები, რწმენა, განწყობა და გრძნობები ქმნიან სამყაროს და არა ქმედებები.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) – აგროვებენ, ითვისებენ ცოდნას, ანვითარებენ ბუნების მიერ ბოძებულ ნიჭსა და უნარებს.
ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – უნდა შეისწავლონ თავისი ფინანსური მდგომარეობა, თუ ისწავლიან სინანულის გარეშე ფულის გაცემას, უმაღლესი ძალებისგან დახმარებას მიიღებენ. გაცემას მოსდევს მიღება. ხარჯებისა და გასავლის აღკვეთის მცდელობა, მათ მხოლოდ იმედგაცრუებებსა და გაღიზიანებას მოუტანთ.
მარსის პერიოდში ( 26 – 39 წლამდე) – თავიანთი ფარული შიშები და ნაკლოვანებები უნდა გააცნობიერონ. შესაძლოა ამ პერიოდში კონფლიქტები, წინააღდმეგობრივი კამათები, იურიდიული პროცესები განვითარდეს. თავის თავში გარკვევა დაეხმარებათ გახდნენ თავისი ბედ-იღბლის მმართველები.
იუპიტერის პერიოდში (39 – 52 წლამდე) – მრავალი საქმიანი შეხვედრები, ურთიერთობები, პარტნიორობა მოუწევთ და ამ დროს სასურველია მოერიდონ ზედმეტ, უაზრო კამათს, მაშინ დადგება ჰარმონიული და წარმატებული პერიოდი.
სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – მიზნის მისაღწევად გონებრივი შრომა მოუწევთ, აგროვებენ ცოდნას, ხოლო შემდეგ წლებში მათ გაუჩნდებათ ბევრი შემოქმედებითი იდეა, გამოიმუშავებენ საკმაო ფინანსებს.
გასაკვირი არაა, რომ ასეთი თვისებების ადამიანები თვითკმაყოფილნი არიან.
მოკლე დახასიათება: შესაძლებლობა ფლობდეს საკუთარ თავს, მომსახურებისა და უზრუნველყოფის სფეროს მართვა, დიდი ორგანიზატორული შესაძლებლობები. ეს არის შრომისმოყვარე მენეჯერი, რომელსაც გააჩნია დიდი ორგანიზატორული ნჭი.
საკუთარი თავის ფლობა, თვითკონტროლი და შეცნობა აძლევთ წარმატების გარანტიას. ამ ბანქოს ძირითადი უარყოფითი მხარე – თავისი მდგომარეობით დაუკმაყოფილებლობა, რომელიც ეჭვიანობის, ანტაგონიზმისადა ნიჰილიზმის წყარო ხდება.
წყარო: ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი