ბედის ბანქო – ვალეტ გული

ბედის ბანქო – ვალეტ გული

(30 ივლისი, 28 აგვისტო, 26 სექტემბერი, 24 ოქტომბერი, 22 ნოემბერი, 20 დეკემბერი )

თავგანწირული სიყვარულის ბანქო.

ერთ-ერთია სამი ფიქსირებული ბანქოდან. ამ ადამიანებს სიყვარულზე სტაბილური და თითქმის უცვლელი შეხედულება აქვთ. მაღალი განვითარების დონეზე ვალეტ გული განასახიერებს თავგანწირულ ქრისტიანულ სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვალეტისთვის დამახასიათებელია მოუმწიფებლობა, ქარაფშუტობა, მათ შეუძლიათ უმაღლესი მოტივებითა და გონიერებით იხელმძღვანელონ, მთვარაია მათი ქმედება არ იყოს უსარგებლო.
გაწეული მსხვერპლი უნდა ღირდეს ამად. (რჩევა ვალეტ გულს: „დაეხმარეთ“ მაშინ, როდესაც გთხოვენ, ნუ ემსახურებით სხვებს, რადგან მადლობის ნაცვლად შესაძლოა მიიღოთ შემდეგი სიტყვები: – „მე შენთვის არ მითხოვია“).  ვალეტ გული უნდა იყოს ფრთხილად, ის შესაძლოა ისე ჩაეფლოს თავის თავში, რომ დაკარგოს რეალობის შეგრძნება. ამ „კარტის“ ძლიერება სიყვარულშია, ისინი ამ ქვეყნად მოვიდნენ, იმისთვის, რომ უყვარდეთ და ჭეშმარიტი სიყვარულით სხვებს მაგალითი მისცენ.

 ხშირად მათ შეუძლიათ მსხვერპლის გაღება და საკუთარ სურვილებზე უარის თქმა, უმაღლესი იდეებისა და სულიერებისთვის. გამოხატული ლიდერული თვისებები ნებისმიერ საქმიანობაში მათ წარმატების მიღწევაში ეხმარებათ.  არიან თავნება, სამართლიანნი, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა. მათზე შეიძლება დაყრდნობა, ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს. ყველას, ნაცნობსა და მეგობარს უნაწილებენ სითბოსა და სიყვარულს. ამ ადამიანებს თვითრეალიზაცია მდგომარეობს სულიერებისკენ სწრაფვისა და ნებისმიერ სფეროში სულიერი ენერგიის შეტანაში.

 თუმცა ეს ზემოთ თქმული არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ ავლენენ ზოგადად ვალეტის მასტებისთვის დამახასიათებელ, უსამართლობას, ქარაფშუტობასა და სხვა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა დონჟუანად ჩამოყალიბდეს, რომელიც მსუბუქი რომანებისკენ ისწრაფვის, თუმცა მათი ნატურისთვის დამახასიათებელი თავგანწირვა მაინც გამოვლინდება.

 სამყაროს მხსნელს, ვალეტ გულს შეუძლია უამრავი სისულელის ჩადენა, დაწყებული უღირსი პარტნიორის არჩევით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტით, თუნდაც უცხო ადამიანის გამო (დაეხმაროს მას, რადგან ის იტანჯება), მიეჯაჭვოს ურთიერთობას, რომელიც მხსნელ-მსხვერპლად იქცევა და ყველა ამგვარი ქმედება თავისთავად უსიამოვნო შედეგებს გამოიღებს.  ვალეტ გულის ცხოვრებაში არაერთი რომანია მოსალოდნელი, რომელიც საკმაოდ მტანჯველიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამასთანავე ეს „ბანქო“ ამ ტკივილით იზრდება, უფრო მეტ გამოცდილებას იძენს, მეტი გაგებით ეკიდება ყველაფერს და ჭეშმარით, გულახდილ პარტნიორად ყალიბდება. ის უკიდეგანო სიყვარულის მაგალითია.

 ვალეტ გულს იესო ქრისტეს ბანქოსაც ეძახიან, რომელიც საკუთარი მაგალითზე ასწავლიდა სიყვარულს. მისი სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლი ითვლება უმაღლესი სიყვარულის ფორმაულად, მაგრამ ეს თავგანწირვა ადამიანის ქმედებიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს დესტრუქციულიც. ვალეტ გული შესაძლოა ფიზიკურ და მორალურად გამოიფიტოს, თავი იგრძნოს განადგურებულად, თუ გადაამეტა თავის ქმედებებით. მან უნდა შეწყვიტოს სრულიად კაცობრიობის დახმარება, რადგან ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგოროც მას უნდა და როგორც მას ეკუთვნის.

 ჩვენს დროში ეს „ბანქო“ ხშირად ძველმოდური ჰგონიათ, ამიტომ ყველას დახმარება ფაქტიურად შეუძებელია. ამ ადამიანების პრობლემა ისაა, რომ ხანდახან იქ გაიღებე მსხვერპლს, სადაც საჭირო არაა და პირიქით.

 ქალი – ვალეტ გულისთვის აგურის მასტის მამაკაცები არაა მისაღები, ისინი მშვენივრად უგებენ თავისივე მასტის წარმომადგენლებს. ყველა ვალეტ გულს აკავშირებს განსაკუთრებული კარმული კავშირი კაროლ ყვავთან და 8 ჯვართან, თუმცა ურთიერთობებში ენერგიების კონცენტრაცია გადამეტებულია. ჯვრის მასტთანაც საკმაოდ პრობლემატურია ურთიერთობა.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) ხდება შეხედულებებისა და იდეების გადაფასება.

ვენერას ასაკში (26 წლამდე) სასიყვარულო სფეროში მტკივნეული განცდები და დანაკარგებია მოსალოდნელია.

მარსის პერიოდში (26 -39 წლები) შესაძლოა ჭეშმარიტი მეგობრები და პარტნიორი იპოვნონ. ამ პერიოდში ხდება ძველი „იარების მოშუშება“

იუპიტერის ასაკში (39-52 წლები) მათი თავგანწირული სიყვარული აღწევს თავის ეპოგეას, ისინი მთელი სიმძაფრით ფლობენ კაცობრიობის მიმართ უმაღლეს სიყვარულს.

სატურნის ასაკში (52-65 წლები) საკუთარ ბიზნესსა და საქმიან სფეროში წარმატებების ალბათობაც მატულობს.

დასკვნა – მსხვერპლად შეწირული სიყვარულის ბანქო, უდიდესი სულიერი ენერგიის ფლობა, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია პირადი მიზნებისა და სურვილების გვერდზე გადადება სხვათა კეთილდღეობისთვის.

 P.S. ნუ გახდებით დონორი „პარაზიტებისთვის“!

 

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – ვალეტ ყვავი

ბედის ბანქო – ვალეტ ჯვარი

ბედის ბანქო – ვალეტ აგური


About Kate

Scroll To Top