(14 იანვარი, 12 თებერვალი, 10 მარტი, 8 აპრილი, 6 მაისი, 4 ივნისი, 2 ივლისი)
ზოგადად მეფეების მიმოხილვა
საერთოდ, ყველა მეფე არის პიროვნების განვითარების უმაღლესი საფეხურის სიმბოლო.
მათ წინა განსხეულებაში დააგროვეს დიდი გამოცდილება, სიბრძნე და ახლა უკვე ეს უნარები უნდა შეუთავსონ ძალაუფლებას. მეფეები (მასტის მიუხედავად) უნდა ერგებოდნენ ნებისმიერ გარემოებას, თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის ამას ვერ ახერხებენ. ხანდახან ისინი ბოროტად იყენებენ თავის ძალას, მაგრამ ჭეშმარიტმა მეფემ უაზროდ არ უნდა გაფლანგოს თავისი ყოვლისშემძლე პოტენციალი.
მეფე ამაყი და თავმოყვარეა, დაბადებულია ხელმძღვანელობისთვის და არ უყვარს სხვების მორჩილება, ხანდახან თავისი თავის საზიანოდაც კი. ხშირად მან არც კი იცის თავისი ძალების შესახებ. ბევრს აკეთებს ბრმად და ჯიუტად, სხვა ადამიანები კი გრძნობენ მის ძალას და ან პატივს სცემენ ან ეშინიათ მისი. სრული ბედნიერებისთვის მეფემ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის ლიდერი, ბელადი, ხელძღვანელი. მეფის ძლიერების ხარისხი განისაზღვრება მასტის შესაბამისად:
გულის მეფე – პირად ურთიერთობებშია მბრძანებელი, ის მომხიბლავი და საზრიანია.
ჯვრის მეფე – დაჯილდოებულია ძლიერი გონებით, გამჭრიახობით, რომელსაც ავლენს სხვადასხვა შემოქმედებით სფეროებსა და სიტუაციებში.
აგურის მეფე – ძლიერი და ხშირად შეუბრალებელი ბიზნესმენია. ის ისწრაფვის მატერიალური ძალაუფლებისათვის, მაგრამ შეიძლება დაკარგოს პირადი ბედნიერება.
ყვავის მეფე კი – ბრძენია!
მეფე ქალბატონი – კოსმოსოს სასწაული. ქალის სხეულში ცოცხლობს ლიდერის, ბელადის, აგრესორის სული!…
იყო მეფე რთულია, რადგან სწორედ მათ აკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა. ქალ -მეფეებს ორჯერ მეტად უჭირთ, რადგანაც მათ უწევთ ერთდროულად იყვნენ ქალიც და მეფეც. ხანდახან ამ საკითხების გადაწყვეტაში გადის მთელი ცხოვრება. სწორედ უდიდესი პასუხისმგებლობის მიზეზის გამო ბევრი მეფე ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის რეალიზებას, ამ დროს, ისინი კარგავენ თავიანთ გვირგვინს და გადაიქევიან დამად ან ვალეტად. ყვავის მეფეთა მცირე წარმომადგენელი თუ ახერხებს მოექცეს ხელისუფლებაში. მათ ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთვა უწევთ და ამიტომ ხშირად ამ ტიპის ადამიანები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ყვავი დამის ან ვალეტის ფორმაში. შესაძლოა ისინი დიდი მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები გახდნენ, მაგრამ საეჭვოა, რომ მოახდინონ მთელი თავისი პოტენციალის რეალიზება. სხვა ნიშნის მეფეებსაც იგივე ემუქრებათ, მაგრამ შედარებით იშვითად და თუ მეფე უარს ამბობს თავის ძალაზე, არაა გასასკვირი, რომ მისი ცხოვრება არ გახდეს ისეთი სასურველი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
შინაგანი ხმა ყოველ მეფეს კარნახობს და ეუბნება, რომ ის ძალაუფლებისთვის არის დაბადებული, ძალაუფლება განისაზღვრება, მასტის შესაბამისად და სანამ არ შეასრულებს თავის დანიშნულებას სიმშიდეს ვერ მოიპოვებს..
ამ ადამიანებს შეგვიძლია მივენდოთ, მათ უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძიათ კაცობრიობისთვის. სასურველია ნებისმიერმა მეფემ წაიკითხოს ინფორმაცია ყველა მასტის მეფეზე (და არა მხოლოდ მეფემ, არამედ ნებისმიერმა „2“ იქნება ეს თუ „5“, „9“ თუ რომელიმე სხვა, თქვენი ბანქოს გარდა წაიკითხეთ დანარჩენი მასტების დახასიათებაც) და შემდეგ აითვისეთ თქვენი ბანქო.
მეფე აგური – წარმატებული ბიზნესმენის ბანქო
ფინანსებსა და ბიზნესში ეს არის ფასეულობების მეფე. მას შეუძლია წარმატების მიღწევა ნებისმიერ ბიზნესში, თავისი განსაკუთრებული ცოდნით. ყველაზე დიდ წარმატებას საკუთარ საქმეში აღწევს, რადგან მას სრულიად არ აინტერესებს სხვისი ბიზნესი და შესაბამისად, მხოლოდ ვალდებულებებით შორს ვერ მიდის.
როდესაც საქმე ეხება მათ ფინანსებს, ეს ადამიანები შესაძლოა ანგარებიანი და ანგარიშიანები გახდნენ, თუმცა ეს იშვიათად ხდება.
თუ ყურადღებით გადახედავთ სხვა მეფეებს ნახავთ, რომ აგურის მეფე ერთადერთია, გამოსახული ცალი თვალით, პროფილში. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებში ის პერიოდულად „ბრმავდება“.
ხშირად ეს „ბანქო“ ძალიან ჯიუტი და სწორხაზოვანია, ყველაფერზე თავისი შეხედულებები აქვს, მისი ხედვა ხშირად სხვის აზრს არ ემთხვევა, რის გამოც ბევრ მტერს და არაკეთილმოსურნეს იჩენს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეული ინდივიდის ბუნება სხვადასხვა მახასიათებლებით განისაზღვრება (ჰოროსკოპი და სხვა). ამიტომ ყველაფერი სინთეზშია განსახილველი.
თუ აგურის მეფე არ იქცევა თავისი უარყოფითი თვისებების გავლენის ქვეშ და ესმის, რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ფასეულობები, ის ხდება ძალიან საპატივსაცემო ადამიანი საქმიან სფეროში. აგურის მეფე უნდა იყოს ფრთხილად, რათა თავის ძალები ცუდად არ გამოიყენოს (ეს ზოგადად ყველა მასტის მეფეს ეხება). უდიდესი ძალების გამო, მას შეუძლია საკუთარ თავს დიდი პრობლემები შეუქმნას. ხანდახან ამ ადამიანებს ბავშობიდან აქვთ ემოციური ხასიათი პრობლემები, შედეგად კი ისინი დაუნდობელ და ცივ ადამიანებად ყალიბდებიან.
მეფე აგურების უმეტესობა გამომგონებელია, შესაბამისად კარგი შემოსავლის წყაროც აქვთ. განვითარების მაღალ დონეზე მათ ადამიანებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ამ ბანქოს სასიყვარულო კარმა არც ცუდია და არც ძალიან კარგი. მათ არ უყვართ კომპრომისები, რაც პირად ურთიერთობებში ხშირად პრობლემებს წარმოქმნის.
ქალებმა უნდა იპოვნონ გზა თავისი მამაკაცური საწყისის დაბალანსებისა, რადგან დიასახლისობა მათთვის მარტივი საქმე არ არის. ისინი პარტნიორზე დომინირებენ ან სურთ მათთან გათანაბრება, რაც ბევრ კაცს არ მოსწონს. თითქმის ყველა მეფე აგური ქორწინების საკითხს მატერიალურ ჭრილში განიხილავს, საჭიროა ზღვარის გავლება სიყვარულსა და ფულს შორის. ხომ გაგიგიათ ფრანგული ანდაზა? „როდესაც არ არის ფული, სიყვარული ფანჯრიდან გვიფრინდება“.
ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ თავისი ემოციების გამოხატვა, უნდა იყვნენ გულახდილნი და ეცადონ ურთიერთობაში წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების დალაგებას. ისინი ზედმეტად სწორხაზოვანნი არიან, მოსწონთ ჭკვიანი და განათებული ადამიანები, ხშირად მეფე აგურის ბიზნეს პარტნიორი შემდეგში მათ მეუღლედ გვევლინება.
ამ ბანქოს ქალბატონებს განსაკუთრებულად მოსწონთ გულის მასტის წარმომადგენლები.
აგურის მეფის მამაკაცებს კი მოსწონთ ჯვრის მასტის ქალბატონები და ეს კავშირი შესაძლოა საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდეს. მამაკაცები ფრთხილად უნდა იყვნენ ყვავის მასტის ქალბატონებთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – ეს „ბანქო“ გამოირჩევა ძალიან სუბიექტური აზროვნებით. ამას ემატება სიამაყე და ჩვევა – ყოველთვის თავისას მიაღწიოს. შედეგად შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ტირანული ბუნება. ნებისმიერი სამეფო ოჯახის კარტი ასე თუ ისე მართავს გარშემომყოფებს, ხანდახან ჩნდება ძლიერი სურვილი თავისი ძალების ბოროტად გამოყენებისა, რაც დაუშვებელია!
აგურის მეფე ფიქრობს, რომ ის ყოველთვის მართალია, ამის გამო ვარდება მწვავე კონფლიქტურ სიტუაციებში. სინამდვილეში მისი პრობლემა მდგომარეობს ემოციური საჭიროებების არარსებობაში. პირად ურთიერთობებში, ძირითადად, ეს ადამიანი მშვიდობისმოყვარე და სამართლიანია, რაც მას ეხმარება მშვიდად ცხოვრებაში. ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს სიტუაციის თავად შეცვლა და არ უნდა შეზღუდოს და მითუმეტეს არ აიძულოს სხვები მის მაგივრად გააკეთონ ეს.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) მთავარია ისწავლონ ადამიანებთან ურთიერთობები, დათმობაზე და კომპრომისზე წასვლა.
ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) აგროვებენ ცოდნას, ივითარებენ ინტუიციას, შესაძლოა ისეთი მოვლენის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელიც ერთგვარი ტვირთი იქნება ცხოვრებაში.
მარსის ასაკში (26 – 39 წლამდე) ეძებენ საქმიან პარტნიორს, არის გამდიდრების შანსი.
იუპიტერი პერიოდში (39 – 52 წლამდე) შესაძლოა სულიერების გზას დაადგნენ ან პირიქით -თაღლითები გახდნენ.
სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) ფლობენ დიდ ცოდნას (ადრე არჩეულ სფეროში, რაზეც შესაბამისი ძალა და ენერგია დაიხარჯა).
თუ მათ სწორად გაიარეს განვლილი წლები და კარმული ვალები დაამუშავეს, ელოდებათ მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობა.
ეს ადამიანები ფინანსურ საკითხებში კარგი მრჩევლები არიან.
წყარო:ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი