1 იანვარი
ზოგადად მეფეების მიმოხილვა
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბევრი მშობელი თავისი შვილის დაბადების დღედ იანვარს აფიქსირებს, მაშინ როცა ის იბადება 31 დეკემბერს. თუ ნამდვილად 1 იანვარს დაიბადეთ, სქესის მიუხედავად თქვენ ხართ ყვავის მეფე!
ყვავის მეფე – მბრძანებელი, მეუფე. ამ ბანქოს წარმომადგენლები მართლაც თავის ჩანაფიქრის ბატონები არიან. ერთადერთ საშიშროებას ქმნის ის, რომ შესაძლოა ვერ გაიზარდონ, ვერ განვითარდნენ და დარჩნენ ვალეტებად! რადგანაც ადამიანები „მეფური სისხლით“ 36 წლამდე შეგვიძლია ჩავთვალოთ ამავე მასტის ვალეტად, მეფეები კი ხდებიან ისინი, ვისაც თავისი საქმე აქვს და ჰყავთ თუნდაც 2 თანამშრომელი.
საერთოდ, ყველა მეფე არის პიროვნების განვითარების უმაღლესი საფეხურის სიმბოლო.
მათ წინა განსხეულებაში დააგროვეს დიდი გამოცდილება, სიბრძნე და ახლა უკვე ეს უნარები უნდა შეუთავსონ ძალაუფლებას. მეფეები (მასტის მიუხედავად) უნდა ერგებოდნენ ნებისმიერ გარემოებას, თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის ამას ვერ ახერხებენ. ხანდახან ისინი ბოროტად იყენებენ თავის ძალას, მაგრამ ჭეშმარიტმა მეფემ უაზროდ არ უნდა გაფლანგოს თავისი ყოვლისშემძლე პოტენციალი.
მეფე ამაყი და თავმოყვარეა, დაბადებულია ხელმძღვანელობისთვის და არ უყვარს სხვების მორჩილება, ხანდახან თავისი თავის საზიანოდაც კი. ხშირად მან არც კი იცის თავისი ძალების შესახებ. ბევრს აკეთებს ბრმად და ჯიუტად, სხვა ადამიანები კი გრძნობენ მის ძალას და ან პატივს სცემენ ან ეშინიათ მისი. სრული ბედნიერებისთვის მეფემ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის ლიდერი, ბელადი, ხელძღვანელი. მეფის ძლიერების ხარისხი განისაზღვრება მასტის შესაბამისად:
გულის მეფე – პირად ურთიერთობებშია მბრძანებელი, ის მომხიბლავი და საზრიანია.
ჯვრის მეფე – დაჯილდოებულია ძლიერი გონებით, გამჭრიახობით, რომელსაც ავლენს სხვადასხვა შემოქმედებით სფეროებსა და სიტუაციებში.
აგურის მეფე – ძლიერი და ხშირად შეუბრალებელი ბიზნესმენია. ის ისწრაფვის მატერიალური ძალაუფლებისათვის, მაგრამ შეიძლება დაკარგოს პირადი ბედნიერება.
ყვავის მეფე კი – ბრძენია!
მეფე ქალბატონი – კოსმოსოს სასწაული. ქალის სხეულში ცოცხლობს ლიდერის, ბელადის, აგრესორის სული!…
იყო მეფე რთულია, რადგან სწორედ მათ აკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა. ქალ -მეფეებს ორჯერ მეტად უჭირთ, რადგანაც მათ უწევთ ერთდროულად იყვნენ ქალიც და მეფეც. ხანდახან ამ საკითხების გადაწყვეტაში გადის მთელი ცხოვრება. სწორედ უდიდესი პასუხისმგებლობის მიზეზის გამო ბევრი მეფე ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის რეალიზებას, ამ დროს, ისინი კარგავენ თავიანთ გვირგვინს და გადაიქევიან დამად ან ვალეტად. ყვავის მეფეთა მცირე წარმომადგენელი თუ ახერხებს მოექცეს ხელისუფლებაში. მათ ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთვა უწევთ და ამიტომ ხშირად ამ ტიპის ადამიანები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ყვავი დამის ან ვალეტის ფორმაში. შესაძლოა ისინი დიდი მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები გახდნენ, მაგრამ საეჭვოა, რომ მოახდინონ მთელი თავისი პოტენციალის რეალიზება. სხვა ნიშნის მეფეებსაც იგივე ემუქრებათ, მაგრამ შედარებით იშვითად და თუ მეფე უარს ამბობს თავის ძალაზე, არაა გასასკვირი, რომ მისი ცხოვრება არ გახდეს ისეთი სასურველი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
შინაგანი ხმა ყოველ მეფეს კარნახობს და ეუბნება, რომ ის ძალაუფლებისთვის არის დაბადებული, ძალაუფლება განისაზღვრება, მასტის შესაბამისად და სანამ არ შეასრულებს თავის დანიშნულებას სიმშიდეს ვერ მოიპოვებს..
ამ ადამიანებს შეგვიძლია მივენდოთ, მათ უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძიათ კაცობრიობისთვის. სასურველია ნებისმიერმა მეფემ წაიკითხოს ინფორმაცია ყველა მასტის მეფეზე (და არა მხოლოდ მეფემ, არამედ ნებისმიერმა „2“ იქნება ეს თუ „5“, „9“ თუ რომელიმე სხვა, თქვენი ბანქოს გარდა წაიკითხეთ დანარჩენი მასტების დახასიათებაც) და შემდეგ აითვისეთ თქვენი ბანქო.
ყვავის მეფე – მბრძანებელი, მეუფე.
გავაგრძელოთ ყვავის მეფის განხილვა, ბევრი მათგანი მუშაობს გასართობ სფეროში და ასეთ შემთხვევაში ისინი შესაბამისად ვერ გამოიყენებენ ბოძებულ ტალანტებს. ყვავის მეფე უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია და შეიძლება გახდეს უდიდესი ლიდერი, მან უნდა შეძლოს და აიღოს პასუხისმგებლობა, უნდა გათავისუფლდეს დამახასიათებელი შფოთისგან და სერიოზულად მიუდგეს საქმეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოუტანს ის კაცობრიობას სარგებელსა და სიკეთეს.
ამ ბანქოს ადამიანებს უყვართ სწავლა და მზად არიან გააკეთონ ყველაფერი წარმატებისა და აღიარებისთვის. მათ შეუძლიათ ადამიანების მართვა, მაგრამ არასდროს ექცევიან სხვათა ზეგვალენის ქვეშ, შინაგანად დაჯილდოებულნი არიან ძლიერებითა და გაბედულებით, თუმცა კრიტიკულ მომენტებში ეს ძალა ხელს უშლით, რადგან მათ არ სურთ შეგუება ცხოვების მოულოდნელ ცვლილებებთან. (იგივე ახასიათებს 8 ჯვარს და ვალეტ გულის წარმომადგენლებს, ძალიან მოუქნელები არიან). ხშირად ყვავის მეფე კენტად რჩება, რადგან სიყვარულში გაბედულება აკლია. ის პატივმოყვარეა და უჭირს დაბალი გამოვლინების ინსტინქტების მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს კარიერულ მწვერვალს, ის მაინც ბრძენი და კეთილშობილი რჩება. ხშირად ცხოვრებით უკმაყოფილოა, თუ სულიერებისკენ წავა, შესაძლოა შეიცნოს სამყაროს იდუმალება. ხოლო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით სამყაროსთვის უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლია.
პირად ცხოვრებაში ყვავის მეფეს სერიოზული პრობლემები ელის, ის ძალიან რაციონალურად ეკიდება სიყვარულს და არ მოსწონს ცვლილებები. კარმულად იგი განწირულია პარტნიორული ღალატისთვის. უნდა გააცნობიეროს, რომ მისი მთავარი გაკვეთილი ცხოვრებაში არის ის, რომ გათავისუფლდეს პარტნიორული დამოკიდებულებისგან, საშუალება მისცეს პარტნიორს იყოს ისეთი, როგორიც არის და არ უნდა შეეშინდეს მარტო დარჩენის, თუმცა ეს ძალიან დიდი სირთულეა ამაყი ადამიანისთვის, ამიტომ შესაძლოა საერთოდ მარტო დარჩენა არჩიოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მარტო დარჩენის შიშთან და ღალატთან შეჯახება მაინც მოუწევს.
როგორც წესი, ყვავის მეფის მამაკაცები ისწრაფვიან ჯვრის ან გულის მასტის ქალბატონებისკენ, მაგრამ ეს კავშირი მრავალი პრობლემის მომტანია. აგურის მასტის წარმომადგენლებთან მათ ბევრი რამ აერთიანებთ, მაგრამ ეს ურთიერთობებიც სირთულითაა გაჯერებული. მოკლედ, შესაფერის მეწყვილის პოვნა მათთვის საკმაოდ ძნელია.
ყვავის მეფემ წესით უნდა მიაღწიოს უდიდეს წარმატებებს, მაგრამ მას უჭირ ცხოვრებაში მძიმე პასუხისმგებლობის აღება და ირჩევს ისეთ პროფესიას, რომელიც შესაფერისია ვალეტ ყვავისთვის – მუსიკა, ვაჭრობის, სამსახიობო სფერო, თამაშები, ხშირად იგი დონჟუანის ტიპია, რომელიც თავს არ იწუხებს სერიოზული ურთიერთობებითა და ვალდებულებით. ის მოთამაშე და რომანტიულია, მაგრამ კარგავს ლომის დამახასიათებელ ძლიერებას. იშვიათად, ზოგჯერ წლებთან ერთად ზოგიერთი მათგანი მეფე ყვავისთვის დამახასიათებელ თვისებეს იძენს. ეს ადამიანი ძალიან დიდი ხნის მანძილზე იზრდება, ხანდახან ძალიან უჭირს საკუთარი თავის პოვნაც, ხოლო თუ გადაწყვეტს თავზე მეფის გვირგვინის დადგმას, მაშინ არჩეულ სფეროში მწვერვალებს დაიპყრობს. მას უფრო მეტად აინტერესებს დაოსტატება და პროფესიული მიღწევები ვიდრე – ფული. შესანიშნავი მასწავლებელია, ხოლო გვირგვინის სიმძიმე მხოლოდ ხაზს უსვავს მის ნიჭს.
მერკურის ასაკი (13წლამდე) – ყვავის მეფე სიყვარულისა და მეგობრობის სფეროში ყოყმანში ცხოვრობს. ბავშობაში მას მრავალფეროვანი ურთიერთობები აქვს.
ვენერას ასაკი ( 13 – 26 წლამდე) – ბევრს და სიძნელეებით სწავლობს.
მარსის პერიოდი (26 – 39 წლამდე) – გამოირჩევა ცოდნითა და ინტუციით, გონების მეუფებით, სხვა ადამიანების მსახურებით, დედობის ან მამობის გაცნობიერებით.
იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – წარმატებული შრომა და დიდი ფულის შოვნა.
სატურნის ასაკი ( 52 – 645 წლამდე) – ძალიან უჭირთ თავისი შეხედულებების გადაფასება, უფრო მეტად კი მოსალოდნელია უკმაყოფილების განცდა საკუთარ თავთან მიმართებაში, ავადმყოფობები, თავსმოხველი ცვლილებები გარემოებებიდან გამომდინარე. ცხოვრების ბოლო ეტაპზე ხდება მთელი ცხოვრებისეული ღირებულებათა სისტემის გადახედვა, გადაფასება და დასკვნების გაკეთება ხანდახან არცთუ სახარბიელოდ ხდება.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვლო თავისი ცხოვრება და როგორ შეასრულა თავის დანიშნულება. ყვავის მეფის კოსმიური გაკვეთილია – შეცვალოს თავისი ცხოვრება და შეცვალოს საკუთარი თავი. სამწუხაროდ ამ ბანქოს წარმომადგენლები არათუ სხვებს, საკუთარ თავს არ უტყდებიან პრობლემებში, ისინი მარტოდმარტო, ვაჟკაცურად უმკლავდებიან სიძნელეებს, კარგი იქნებოდა გაეცნობიერებინათ თავისი დიდებული ძალა და გამოეყენებინათ თავისდა სასიკეთოდ.
მოკლე დახასიათება: ყოვლისმბრძანებელი, ძალაუფლება ნებისმიერ სფეროში – ეს არის ყველაზე ძლიერი ბაქნო დასტაში. ის ჰგავს უკანასკნელ ამოსუნთქვას, ამ სამყაროდან გარდასვლამდე. ყვავის მეფე იღებს ნებისმიერ შემოთავაზებას ცხოვრებისგანს და არამატერიალურზე ძალაუფლებას მოიპოვებს. ეს არის მეფეთა მეფე (ხელმწიფეთა ხელმწიფე), რომელიც თავის თავში აერთიანებს დანარჩენ სამი მეფის, ზემატერიალისტურ და ზესულიერ ძალებს და სწორედ ამიტომ მათ მართებთ თავისი უდიდესი ძალებისა და უნარების გონივრულად გამოყენება.
წყარო: ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი