ბედის ბანქო – მეფე ჯვარი

ბედის ბანქო – მეფე ჯვარი

(27 იანვარი, 25 თებერვალი, 23 მარტი , 21 აპრილი, 19 მაისი, 17 ივნისი, 15 ივლისი, 13 აგვისტო, 11 სექტემბერი, 9 ოქტომბერი, 7 ნოემბერი, 5 დეკემბერი)

ზოგადად მეფეების მიმოხილვა

 საერთოდ, ყველა მეფე არის პიროვნების განვითარების უმაღლესი საფეხურის სიმბოლო.

მათ წინა განსხეულებაში დააგროვეს დიდი გამოცდილება, სიბრძნე და ახლა უკვე ეს უნარები უნდა შეუთავსონ ძალაუფლებას. მეფეები (მასტის მიუხედავად) უნდა ერგებოდნენ ნებისმიერ გარემოებას, თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის ამას ვერ ახერხებენ. ხანდახან ისინი ბოროტად იყენებენ თავის ძალას, მაგრამ ჭეშმარიტმა მეფემ უაზროდ არ უნდა გაფლანგოს თავისი ყოვლისშემძლე პოტენციალი.

 მეფე ამაყი და თავმოყვარეა, დაბადებულია ხელმძღვანელობისთვის და არ უყვარს სხვების მორჩილება, ხანდახან თავისი თავის საზიანოდაც კი. ხშირად მან არც კი იცის თავისი ძალების შესახებ. ბევრს აკეთებს ბრმად და ჯიუტად, სხვა ადამიანები კი გრძნობენ მის ძალას და ან პატივს სცემენ ან ეშინიათ მისი. სრული ბედნიერებისთვის მეფემ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის ლიდერი, ბელადი, ხელძღვანელი. მეფის ძლიერების ხარისხი განისაზღვრება მასტის შესაბამისად:

 გულის მეფე – პირად ურთიერთობებშია მბრძანებელი, ის მომხიბლავი და საზრიანია.

ჯვრის მეფე – დაჯილდოებულია ძლიერი გონებით, გამჭრიახობით, რომელსაც ავლენს სხვადასხვა შემოქმედებით სფეროებსა და სიტუაციებში.

აგურის მეფე  – ძლიერი და ხშირად შეუბრალებელი ბიზნესმენია. ის ისწრაფვის მატერიალური ძალაუფლებისათვის, მაგრამ შეიძლება დაკარგოს პირადი ბედნიერება.

ყვავის მეფე კი – ბრძენია!

 მეფე ქალბატონი – კოსმოსოს სასწაული. ქალის სხეულში ცოცხლობს ლიდერის, ბელადის, აგრესორის სული!…

იყო მეფე რთულია, რადგან სწორედ მათ აკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა. ქალ -მეფეებს ორჯერ მეტად უჭირთ, რადგანაც მათ უწევთ ერთდროულად იყვნენ ქალიც და მეფეც. ხანდახან ამ საკითხების გადაწყვეტაში გადის მთელი ცხოვრება. სწორედ უდიდესი პასუხისმგებლობის მიზეზის გამო ბევრი მეფე ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის რეალიზებას, ამ დროს, ისინი კარგავენ თავიანთ გვირგვინს და გადაიქევიან დამად ან ვალეტად. ყვავის მეფეთა მცირე წარმომადგენელი თუ ახერხებს მოექცეს ხელისუფლებაში. მათ ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთვა უწევთ და ამიტომ ხშირად ამ ტიპის ადამიანები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ყვავი დამის ან ვალეტის ფორმაში. შესაძლოა ისინი დიდი მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები გახდნენ, მაგრამ საეჭვოა, რომ მოახდინონ მთელი თავისი პოტენციალის რეალიზება. სხვა ნიშნის მეფეებსაც იგივე ემუქრებათ, მაგრამ შედარებით იშვითად და თუ მეფე უარს ამბობს თავის ძალაზე, არაა გასასკვირი, რომ მისი ცხოვრება არ გახდეს ისეთი სასურველი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

შინაგანი ხმა ყოველ მეფეს კარნახობს და ეუბნება, რომ ის ძალაუფლებისთვის არის დაბადებული, ძალაუფლება განისაზღვრება, მასტის შესაბამისად და სანამ არ შეასრულებს თავის დანიშნულებას სიმშიდეს ვერ მოიპოვებს..

ამ ადამიანებს შეგვიძლია მივენდოთ, მათ უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძიათ კაცობრიობისთვის. სასურველია ნებისმიერმა მეფემ წაიკითხოს ინფორმაცია ყველა მასტის მეფეზე (და არა მხოლოდ მეფემ, არამედ ნებისმიერმა „2“ იქნება ეს თუ „5“, „9“ თუ რომელიმე სხვა, თქვენი ბანქოს გარდა წაიკითხეთ დანარჩენი მასტების დახასიათებაც) და შემდეგ აითვისეთ თქვენი ბანქო.

 მეფე ჯვარი – ცოდნის გამგებელი

ეს ადამიანები მოვიდნენ იმ ძველი დაგროვილი ცოდნისთვის, რომელიც უნდა მოიპოვონ ამ ცხოვრებაში, რათა გადასცენ შემდეგ თაობებს. ზოგადად ჯვრის მასტის მისიაა უხეშად, რომ ითქვას – არა ბანანების, არამედ საკუთარი ცოდნის გაყიდვა. მეფე ჯვარს აქვს პირდაპირი კავშირი განვლილი განსხეულებების დროს შეძენილ ცოდნასთან და ამიტომ იშვიათად საჭიროებს სხვათა სწავლებებს (შესაძლოა ერთადერთი მიზნით – საკუთარ სიმართლეში დარწმუნების მიზნით) იქექება თავის უსასრულო სიბრძნის წყაროში, ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი ჭეშმარიტებით

მეფე ჯვრის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ საშუალებებისკენ მიდრეკილება.

 ამ ბანქოს ადამიანებს შეხვდებით ყველგან, სადაც სიბრძნე და ცოდნაა საჭირო, ხშირად უკავიათ ხელმძღვანელი პოსტები და სარგებლობენ პატივისცემით. მათ შორის არიან გამოჩენილი მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები. დაჯილდოებულნი არიან გამჭრიახობითა და გონიერებით, თანდაყოლილი მომხიბვლელობის წყალობით დიდი პოპულარბით სარგებლობენ.

 კარგად უღებენ ალღოს კოლექტიურ საქმიანობას, სწრაფად პოულებენ საერთო ენას საქმიან პარტნიორებთან, მათზე შეიძლება დაყრდნობა. ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობენ ჩაწვდნენ და გადალახონ შინაგანი კონფლიქტები, ნებისმიერი ბარიერი გამოიყენონ ჭკუის სასწავებელ გაკვეთილად. ისინი ხანდახან ვარდებიან ისეთ უსიამოვნო სიტუაციებში, რომელშიც წესით მათი უნარების მქონე ადამიანი არ უნდა ხვდებოდეს. თუმცა ეს უფრო ადრეულ ასაკში, როდესაც მეფე ჯვარი გატაცებულია ირგვლივ ყველა სიტუაციის „დაგემოვნებით“.

 30-33 წლის ასაკში კი, ისინი უკვე მყარად დგანან ფეხზე, შეიცნობენ თავის უდიდეს პოტენციალს, დაკისრებულ პასუხისმგებლობას და შეუპოვრად მიიწევენ წინ თავის გზაზე.

 ეს „ბანქო“ გამოირჩევა სულიერებით, ინტუიცია მათი თანდაყოლილი ნიჭია. მთავარი პრობლემა ქორწინებასა და პირად ურთიერთობებშია, მათთვის დამღუპველია ცხოვრებისეული, რუტინული ყოველდღიურობა და თავისი უმაღლესი დანიშნულების გაუცნობიერებლობა. თუ თავისი პოტენციალის რეალიზებას მოახდენს, მეფე ჯვარს შეუძლია უდიდესი სამსახური გაუწიოს სამყაროს.

 ამ „ბანქოს“ კარგი ქორწინების კარმა აქვს. ოჯახს მხოლოდ სიყვარულით ქმნის, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ურთიერთობები, რომელიც დამყარებულია სიყვარულსა და ნდობაზე. ამავე დროს, ქორწინებას მოაქვს სერიოზული პრობლემებიც, რომელსაც თავისუფლების დაკარგვის შიში უდევს საფუძვლად. პარტნიორებს არ ესმით მათი და ცდილობენ მართონ მეფე ჯვრის ცხოვრება, მათი მართვა კი ნამდვილად არ ღირს. ეს ეხება ქალებსაც და მამაკაცებსაც.

 ამ  ადამიანების ამოცანაა ქორწინებისას სულიერი ტრანსფორმირება, მათ უნდა ისწავლონ რეალობისა და რომანტიული ფანტაზიების გარჩევა, ამისთვის ყველაფერი აქვთ, ძალაც და პრობლემის გადაჭრის უნარიც. მეფე ჯვრის პარტნიორებს უნდა ახსოვდეთ, რომ თავდაცვა საჭირო არაა, რადგან ამას პროვოკაციის ფორმა ექნება. ქალ -„მეფე ჯვარს“ ძალიან გაუჭირდება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელთანაც არ დაჭირდება ნიღბის ტარება.

 ეს ადამიანები ხშირად ხედავენ იმას, რაც სხვისი მხედველობისთვის შეუმჩნეველია. შორსმხედველნი არიან და სურთ ყველაფერი დაალაგონ საჭირო ადგილას. მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობა აძლევთ მათ შინაგან სიმშვიდეს. ცხოვრების მანძილზე მეფე ჯვრის ადამიანები ბევრჯერ განიცდიან სულიერ ტრანსფორმაციას. ისინი პროგრესულები არიან, მაგრამ ბევრისთვის მათი პოზიცია ექსცენტრიულად აღიქმება, თუმცა, მათ სწორედ ასეთი თვისებებით შეუძლიათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა.

 თუ ადამიანები შეძლებდნენ მათი რჩევების გათვალისწინებას, სამყარო დაეფუძნებოდა ნათელ, მკაფიო აზროვნებას და ჭეშმარიტებას. ეს ადამიანები დიდ წარმატებას აღწევენ ლიტერატურულ სარბიელზე, ეს ხომ მათი საუფლოა- აზრი, იდეა, ურთიერთობა, დარწმუნება. უმაღლესი ჭეშმარიტების გააზრება და სხვების დახმარება მათი უმაღლესი პოტენციალის გამოვლინებაა.

 მეფე ჯვარი კარგად ეგუება აგურის მასტებს, გულის მასტებთან წარმოიქმნება პრობლემები (გარდა მეფე გულისა). უფრო ხშირად მათი მეგობრები არიან ჯვრის მასტის ადამიანები, რომლებისთვისაც ჯვრის მეფე მასწავლებელის და წინამძღოლის როლს ასრულებს.

 მერკურის ასაკში ( 13 წლამდე) – მათი გონება დახუნძლულია სამომავლო იდეებით.

ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – დიდი სიყვარულით ქორწინდებიან. თუმცა შესაძლოა იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რადგან პარტნიორი იგივე გრძნობებით ვერ პასუხობთ.

მარსის პერიოდში ( 26 – 39 წლამდე) –  მუშაობას და ფულის გამომუშავებას სწავლობენ.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – საქმიან (პარტნიორულ) სფეროს ავითარებენ.

სატურნის ასაკში ( 52 – 65 წლამდე) – სრულიად დამსახურებული პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში.

დასკვნა – ეს ადამიანები განუწყვეტლივ იღრმავებენ ცოდნას, ახალი ცოდნის გარეშე არ შეუძლიათ არსებობა. არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, ცოდნის შეძენისა და მათი გადაცემის გარეშე სიცოცხლე თოთქოს აზრს კარგავს. რაც შეეხება სიყვარულს – ის ოდესმე აუცილებლად მოვა! ძალიან სამწუხარო იქნება თუ ამ მასტის ადამიანი ვერ მოახდენს თავისი ყოვლისშემძლე პოტენციალის რეალიზებას და სამყაროს დაუკარგავს თავის უნიკალურობას, იდეებსა და ხედვას.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

 


About Kate

Scroll To Top