ბედის ბანქო – ტუზი ყვავი

ბედის ბანქო – ტუზი ყვავი

(13 იანვარი: 11 თებერვალი; 9 მარტი; 7 აპრილი; 5 მაისი; 3 ივნისი; 1 ივლისი)

                                                                                 ტუზების ზოგადი მიმოხილვა

 პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ  სქესის მიუხედავად, ნებისმიერი ტუზი მამაკაცურ საწყისს გამოხატავს, მათ მშვენივრად ესმით თუ რა არის ცხოვრებაში იდეების ხორცშესხმა. მუდამ შემოქმედებით პროცესში არიან ჩართულნი, ენერგიას უმაღლესი ძალებისგან იღებენ, წინ მიიწევენ და მუდამ რაღაც ახალს ქმნიან. მოსწონთ, როდესაც მათი იდეები ცხოვრებაში ხორელდება. უდიდესი თვითსრულყოფის სურვილისა და მუდმივი დროის უკმარისობის გამო მოლოდინების ატანა არ აქვთ. ტუზებს გააჩნიათ უდიდესი ენერგია, არ ელოდებიან მოვლენების თავისთავად განვითარებას, მუდამ მზად არიან რაიმეს შესაქმნელად.

 ხანდახან ისინი უხეში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი საქმით არიან დაკავებულნი. ტუზები შესაძლოა იყვნენ მზრუნველი და მიმზიდველნი, თუმცა თავადაც საჭიროებენ ზრუნვასა და მხარდაჭერას. ხშირად მათი ცხოვრება მშფოთვარე სატელეფონო საუბარს, მოლაპარაკებებს, მოგზაურობას ჰგავს. ბევრ დროს ადამიანების საზოგადოებაში ატარებენ, მაგრამ დიდი ინდივიდუალისტები არიან, მათთვის აუცილებელია დრო, რათა პერიოდულად საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ. ცხოვრებაში ამ ადამიანებისთვის მნიშნელოვანია ის, რასაც ხედავენ, ეხებიან ანუ რასაც შეიგრძნობენ, ისინი ინარჩუნებენ ურთიერთიობებს მათთან, ვისგნაც პრაქტიკული სარგებლის მიღების იმედი აქვთ.

 ტუზების მასტი შესაბამისი ძიების სფეროს აკონკრეტებს.

ტუზ გული – ადამიანებთან ურთიერთობებში თავის თავს ეძებს.

ტუზ ჯვარი – თავს შეიცნობს ახალი ცოდნის მეშვეობით. სასიყვარულო ურთიერთობებში კმაყოფლებას ეძებს და სრულყოფის მოსაპოვებლად განცდებშია.

ტუზ აგური – სურს ფულიც და სიყვარულიც, მაგრამ ერთდროულად ყველაფერი არ ეძლევა.

ტუზ ყვავი – ცხოვრებაში ისეთ სირთულეებს აწყდება, რომ გონია ბედნიერებას ვერასდროს მიაღწევს. ამიტომ ის მთელ ძალებს სამსახურსა და პროფესიონალურ სრულყოფაზე მიმართავს. ტუზ ყვავი ყველაზე ამბიციური ბანქოა დასტაში.

 ტუზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თვითაღიარება, მაგრამ რადგან ისინი მუდამ გარე მიღწევებზე არიან ორიენტირებულნი, დრო აღარ რჩებათ საკუთარი შიდა სამყაროსთვის. მთავარია მიხვდნენ, რომ ის რისკენაც ცხოვრებაში ისწრაფვიან – პირველ რიგში მათშია.

 ტუზ ყვავი- პატივმოყვარეობისა და საიდუმლოებების ბანქო

 (დასტის ყველაზე დიდი სულიერების, მაგრამ ამასთანავე ყველაზე ამბიციური და მატერიალურზე ორიენტირებული ბანქო), ის ასევე მაგების ბანქო და არაერთი ეზოთერული მიმართულების სიმბოლოა.

 ამ ადამიანებს მთელი ცხოვრება კონფლიქტი აქვთ მატერიალურ საჭიროებებსა და წინა განსხეულებიდან მიღებულ ღრმა სულიერ მემკვიდრეობას შორის. ბედნიერებას მიაღწევენ მაშინ, როდესაც ნებისმიერი სახის დანაკარგთან სწორად მიდგომას შეძლებენ, კმაყოფილებას სულიერი ზრდით მოიპოვებენ. ამ შემთხვევაში მათ წინაშე გაიხსნება უამრავი გზა, რომელსაც ადრე ვერც კი ამჩნევდნენ, ეს იქნება ჯილდო სწორად გაკეთებული არჩევანის გამო.

 ტუზ ყვავი უკიდურესობის ადამიანები არიან, ან ძალიან მატერიალისტები, ან ძალიან მაღალი სულიერებისანი, რომლებიც ეზოთერულ ცოდნას ფლობენ. საკუთარ თავის აღმოჩენა ამ ადამიანების ბუნებრივი გამოვლინებაა. რთული გაკვეთილები ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობებში ელით. რჩევებით ეხმარებიან ახლობელებს და შეუძლიათ კარგ პროფესიონალ მრჩევლებად ჩამოყალიბდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ადამაინებს თავისუფლება მიანიჭონ და ისწავლონ მათი სიყვარული უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობენ. ამგვარი გაკვეთილები ტუზ ყვავისთვის საკმაოდ მტკივეულად ვითარდება.

 ამ ბანქოს მისიაა – სხვა ადამიანების სამსახურის გზით შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და უმაღლესი პრინციპების მიყოლა. ამის გაგებას შეძლებენ მაშინ, როდესაც კარმას დაამუშავებენ და გაიგებენ მის კანონს: „რასაც დასთეს იმას მოიმკი“. ხშირად ისინი უდიდეს ტვირთს იკიდებენ. თუ კანონის წინააღმდეგ წავლენ ან სულიერებას უგულველყოფენ, ძალიან მძიმე სასჯელს მიიღებენ.

 მატერიალისტი „ტუზ ყვავები“ ცხოვრებაში მუდმივ პრობლემებს აწყდებიან. მხოლოდ უმაღლესი პრონციპები, სულიერი სიმდიდრის გაცნობიერება და შინაგანი ხმა დაეხმარება მათ დაცულობისა და შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში. მათი პირადი ურთიერთობები დამოუკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სულიერებით ცხოვრობენ. სასიყვარულო იმედგაცრუებები, ღალატი თან სდევს სანამ ვერ მიხვდებიან, რომ მათი პრობლემების საფუძველი არის მათივე დისჰარმონიული მიჯაჭვულობა. მეორე პრობლემა – ეძებენ იდეალურ პარტნიორს, ხშირად მათგან ძალიან ბევრს ელოდებიან. ეს პრობლემები გადალახვადია ყველაფრის გაცნობიერებითა და საკუთარ თავზე მუშაობით. ოცნებობენ დიდებულ სიყვარულზე, რომელიც შესაძლოა ეწვიოთ გვიან წლებში.

 ტუზ ყვავის ქალბატონების მოსწონთ გულისა და ჯვრის მასტის წარმომადგენლებთან ურთერთობა, მამაკაცებს – თავისივე ბანქოს ქალბატონები უყვარდებათ. ( ცნობილი ტუზ ყვავის წარმომადგენელია პრინცესა დიანა, მიუხედავად ბრწყინვალე ზღაპრისა, მიუხედავად იმისა, რომ პრინცესამ იპოვნა თავის პრინცი, მისი ცხოვრება ემოციური ტკივილით, იმედგაცრუებებითა და დანაკარგებით იყო სავსე. როგორც ჩანს ბედნიერებისთვის, არ არის საკმარისი პრინცობა და პრინცესობა.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ახლობლებისგან არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინები, ესაა მთავარი გაკვეთილი.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – მათ უნდათ ჰქონდეთ მადლიერების შეგრძნება იმისთვის, რაც გააჩნიათ მატერიალურ დონეზე.

მარსის ასაკში (26 – 39 წლამდე) – ცვლილებების დროა, ცუდი თუ კარგი დამოკიდებულია განვლილ გაკვეთილებზე.

იუპიტერის ასაკში (39 – 52წლამდე) – სწავლობენ თავგანწირულ სიყვარულს.

სატურნის პერიოდში (52 – 65 წლამდე) – უდნა შეცვალონ ცხოვრების ძველი შეხედულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ელით დიდი დანაკარგები და იმედგაცრუებები.

ავტორი : ქეთი

ბედის ბანქო – ტუზ ჯვარი

ბედის ბანქო – ტუზ აგური

ბედის ბანქო – ტუზ გული


About Kate

Scroll To Top