ბედის ბანქო – 10 გული

ბედის ბანქო – 10 გული

(31 ივლისი; 29 აგვისტო; 27 სექტემბერი; 25 ოქტომბერი; 23 ნოემბერი; 21 დეკემბერი)

 10 გული – კოლექტივში წარმატების ბანქო.

ეს ადამიანები საკმაოდ პატივმოყვარენი და ამბიციურინი არიან და ამ თვისებებმა შესაძლოა ისინი ძალიან შორს წაიყვანოს, მაგრამ წინა ცხოვრებაში მათ უკვე მიაღწიეს გარკვეულ ჭეშმარიტებას და ახლა შეუძლიათ მათით იხელმძღვანელონ.

10 გული გამომგონებელი და არტისტულია. ის ლიდერია და არა ხელქვეითი. უყვარს ბავშვები და ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი ქმედებით აღფრთოვანებული არიან. ძირითადად ირჩევს ისეთ პროფესიებს, რომლებიც საჯაროობას უკავშირდება. შეუძლია თავი ოჯახსა და სამსახურს მიუძღვნას. ნებისმიერ შემთხვევაში გარშემომყოფებს ის ძალიან უყვართ.

ახასიათებს თვითშემეცნებისაკენ სწრაფვა, მისთვის აუცილებელია საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრებაში მნიშნელოვანი ფასეულობების განსაზღვრა, რადგან ის ყველაფერს უდიდესი ენთუზიაზმით აკეთებს, ზოგიერთი ადამიანი ისეთ ეგოისტად თვლის, რომელიც მხოლოდ თავის თავის პრობლემებითაა მოცული. მაგრამ ეს ეგოიზმი ჭეშმარიტი ხდება მხოლოდ მათთვის, ვინც მხოლოდ ფულის დაგროვებითაა დაკავებული. როგორც წესი, 10 გული აფასებს ურთიერთობებს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც მატერიალურზე მაღალი ფასეულობები აქვთ, უფრო კეთილნი და თანამგრძნობით აღსავსენი არიან.

ამ ადამიანებისთვის მთავარია – საკუთარ თავთან იყვნენ მართალნი და გამოიმუშაონ ისეთი ფილოსოფია, რომელიც დაეხმარებათ ნებისმიერ გარემოებაში იყვნენ უფრო წრფელნი სხვა ადამიანების მიმართ. წინააღმდეგ შემთხევვაში მთელი მათი ძალები მიმართული იქნება საკუთარ შექმნილ ილუზიებზე.

10 გულის ადამიანები ნოვატორები არიან, შეუძლიათ დიდი წვლილის შეტანა არჩეულ სპეციალობაში. თუ შეინარჩუნებენ საღად განსჯის უნარს. მათი წარმატება მთლიანად იმ მოტივებზეა დამოკიდებული, რომლითაც ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ: ეგოისტური ან ფილანტროპიული. ისინი დამოუკიდებლები და იმპულსურები არიან, მაგრამ სიბრძნე ეხმარებათ საჭირო წონასწორობის შენარჩუნებაში. დაბადებიდან ბოძებული ტალანტის წყალობით შესაძლოა ძალიან ბევრს მიაღწიონ. სიბრძნე მათ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში იცავს.

ეს ადამიანები დაჯილდოებულნი არიან სიყვარულის დიდი ძალით და იზიდავენ ასეთივე პარტნიორებს. ჩვეულებრივ მათ არ ეშინიათ სიყვარულის მოპოვების, მომხიბლელნი და სიმპატიური გარეგნობა აქვთ, მარტივად შეუძლიათ ურთიერთობებში პირველი ნაბიჯის გადადგმა.

შეუპოვრობა – სიყვარულსა და ქორწინებაში მათი წარმატების ფორმულაა. სასიყვარულო კარმა ზოგადად საკმაოდ ბედნიერია. ურთიერთობებში პრობლემებმა, მხოლოდ ყოყმანით შეიძლება თავი იჩინოს. აგურის მასტის წარმომადგენლებთან მათ შესაძლოა პრობლემები წარმოექმნათ, რადგან ეს კავშირი კარმულია, შესაბამისად საკმაოდ რთული.

10 გულის წარმომადგენლები ცხოვრებაში გამჭრიახები, ინტელექტუალები არიან და სწორედ ამ თვისების წყალობით რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შესაძლოა წარმოიქმნას მოულოდნელი უსიამოვნებები სასიყვარულო ურთიერთობებში, რადგან სიყვარულის დაგეგმვა შეუძლებელია. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიყვარულის ემოციური და არა ინტექლეტუალური აღქმა.

(10 გულის წარმომადგენლები არიან: მაიკლ ჯექსონი, ჯეინ ფონდა, ჯერალდინა ჩაპლინი).

ამ ბანქოს მამაკაცებს იზიდავთ ჯვრის მასტის ქალბატონები. ორივე სქესის წარმომადგენლებმა სასურველია გვერდი აუარონ აგურის მასტს, განსაკუთრებით აგურის დამას. ქალბატონებისთვის ასევე რთულია ჯვრის მასტის მამაკაცებთან ურთიერთობა, აი ყვავის მასტი კი ძალიან შეეფერებათ.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ბევრს ფიქრობენ ფულზე და ფულით შექმნილ პერსპექტივებზე. მათ ძალიან უნდათ მოგება ან მემკვიდრეობის მიღება.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – უწევთ ბევრი და მუხლჩაუხრელი შრომა, შედეგად წარმატება ელოდებათ.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) – სიყვარუილი! ბავშვის ყოლის სურვილი აქვთ.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) – შესაძლოა ბევრი ფული გამოიმუშაონ.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) აქვთ ყველაფერი რაც საჭიროა ბედნიერი ცხოვრებისთვის.

საკმაოდ წარმატებული ადამიანები არიან, ამიტომ ბუნებრივია ძალიან იშვიათად საჭიროებენ კარმის სფეროში კონსულტანტის დახმარებას.

დასკვნა: პოპულარობა, საზოგადოებაში წარმატება, აღიარება და საზოგადოებრივი ჯილდო. ბედნიერი კარმა, როცა ადამიანი სარგებლობს პატივისცემითა და აღიარებით ადამიანთა დიდ ჯგუფში. კარგია ამ ადამიანებისთვის სამსახიობო და საჯარო სფეროში მოღვაწეობა. ადამიანი უბრალოდ განებივერბულია სხვა ადამიანების ყურადღებით.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top