(24 იანვარი; 22 თებერვალი; 20 მარტი; 18 აპრილი; 16 მაისი; 14 ივნისი; 12 ივლისი; 10 აგვისტო; 8 სექტემბერი ; 6 ოქტომბერი; 4 ნოემბერი; 2 დეკემბერი;)
ფინანსური შემოქმედების ბანქო.
ამ ბანქოს წარმომადგენლებს (განსაკუთრებით ქალბატონებს) საკმაოდ რთული ცხოვრების გზა აქვთ გასავლელი. მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პირად ურთიერთობებს უკავშირდება. მათ მძიმე სასიყვარულო კარმა მოყვებათ (წინა განსხეულებიდან), ღირებულებების არამდგრადი სისტემა აქვთ, რაც ურთიერთობებში სიძნეელებს იწვევს. ამ ყველაფერს ემატება გადამეტებული განცდები ფინანსური მდგომარეობის გამო, უფრო მეტიც – სიღატაკის შიში.
აგურის სამიანებმა უნდა შეძლოს თავისი დიდი ინტელექტის გამოყენება და შემოქმედებითად უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ამ შემთხვევაში დაძლევს გაუბედავობასა და შიშებს.
იმისათვის, რომ ჰარმონიას მიაღწიონ და გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ უსიამოვნო გაკვეთილებს, კარგი იქნება თუ ეს ადამიანები გაერკვევიან მეტაფიზიკაში, რომლის მიმართ ინტერესი შესაძლოა დაბადებიდან ჰქონდეთ. ბუნებით ისედაც თან დაყვებათ ღრმა, სამყაროსეული იდუმალებით მოცული საკითხებს წვდომა, მათგან არაჩვეულებრივი მაგები დგებიან. იმ საიდუმლოებებს შორის, რომლებსაც უნდა ჩაწვდნენ მთავარია საკუთარი ცხოვრების აზრისა და მოვლენების წვდომა. ამის გაგება და გაცნობიერებ მათ გულებში სიმშვიდეს შეიტანს.
ამ ბანქოს წარმომადგენლებს მარტივად შეუძლიათ სიმართლის გარჩევა ტყუილისგან, თუმცა ხანდახან თავისი ეს უნარი ავიწყდებათ. ისინი ბრწყინვალე ორატორები და საზოგადო მოღვაწეები არიან, გამოირჩევიან არაჩვეულებრივი ინტელექტითა და მჭერმეტყველებით, ასევე თუ თავად ირწმუნეს, მათ შეუძლიათ ნებისმიერი იდეის ფრთაშესხმა.
უყვართ მოგზაურობა და თუ საშუალება აქვთ ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელიც გადაადგილებას მოითხოვს. ზოგადად შეუძლიათ ნებისმიერი სფეროში საქმიანობა. ხანდახან მათ ცხოვრებაში ჩნდება ახალგაზრდა ადამიანი, რომლის გამოც მსხვერპლზეც კი არიან წამსვლელნი.
ცხოვრების მეორე ნახევარში მოსალოდნელია გარკვეული უსიამოვნებები, რომელსაც გვერდს მარტივად აუვლიან, თუ სულიერების გზით წავლენ. ეს ადამიანები მოვიდნენ იმისთვის, რომ თავის მაგალითზე გამოსცადონ უამრავი იდეა, ასევე იპოვნონ და გაამყარონ ჭეშმარიტება.
ბედმა არაერთი განსაცდელი დაუწესა 3 აგურს, სწორედ ამიტომ მათი გზა ერთ-ერთი ყველაზე რთულია (დასტაში), მაგრამ მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც უდიდეს წარმატებებს აღწევენ სულიერების სფეროში. თუ ისინი თვითშეცნობას მიუძღვნიან თავს, მაშინ შანსი აქვთ გახდნენ ბედნიერნი, იმის მიუხედავად რა მოვლენები მოხდება მათ ცხოვრებაში. ძალიან კარგია თუ ეს „ბანქო“ მოღვაწეობს რელიგიის, ასტროლოგიის, ეზოთერიკის, ნუმეროლოგიისა და სხვა სფეროში. შემოქმედებითი საქმიანობა მათ სიმშვიდეს და ჰარმონიას მოუტანს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ბანქო მთელს დასტში: ამ ადამიანებს აქვთ იმდენად დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, რომ ცხოვრება ჰქონიათ შესაძლებლობების სამეფო, რომელიც დაეხმარებათ აუცილებელი გამოცდილების მოსაპოვებლად. ასაკთან ერთად ეს ილუზია ქრება და ისინიც აცნობიერებენ, რომ ცხოვრების გზა ყოველთვის ია- ვარდით არ არის მოფენილი, რომ მათ მოუწევთ არა მხოლოდ სხვების ღალატთან , არამედ საკუთარ შიშებთან გამკლავებაც. ძირითადად ეს არის მარტოობის შიში, ის ვლინდება მრავალრიცხოვან სასიყვარულო კავშირებში, ასევე მუდმივი პარტნიორის არჩევისას ქრონიკულ ყოყმანში.ხანდახან საბოლოოდ მარტო დარჩენას არჩევენ.
სასიყვარულო კავშირების გარდა, 3 აგურს შესაძლოა რამდენიმე ქორწინებაც ჰქონდეს. მთავარია მან ისწავლოს პარტნიორი მიიღოს ისეთად, როგორიც ის არის. არ უნდა ჰქონდეს მუდამ ღალატისა და მარტო დარჩენის შიში. უამრავი პრობლემის მიზეზი ისევ საკუთარ თავში უნდა ეძებონ (წინა რეინკარნაციული) როცა მათ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდათ სხვების მიმართ, შესაძლოა უბრალოდ მასხრად იგდებდნენ ადამიანებს. ახლა კი მოუწევთ მთლიანად გაიაზრონ ჭეშმარიტი, ერთგული, ძლიერი სიყვარული. შესაძლოა ამას წლები დასჭირდეს, ამიტომ ოჯახურმა ბედნიერებამ მათ ცხოვრებაში შეიძლება დაიგვიანოს.
3 აგურს კარგად ეთავსება გულის, ყვავისა და ჯვრის მასტები. განსაკუთრებული მიზიდულობა რომელიმე მათგანთან არ აქვთ.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) მათ მოუწევთ სულიერი ტრანსფორმაცია განიცადონ. შესაძლოა მძიმე ბავშვობა ჰქონდეთ, ან ოჯახში მძიმე მდგომარეობა.
ვენერას ასაკში (13-26 წლამდე) ისინი სწავლობენ საყვარელ ადამიანებს მისცენ თავისუფლება, ასევე სწავლობენ საკუთარ შიშებთან (მარტო დარჩენისა და მიტოვების) გამკლავებას.
მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) სწორად მოქცევას მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით: ამ პერიოდში მოსალოდნელია დიდი ხარჯები ან დანაკარგები.
იუპიტერის პერიოდში (39 – 52 წლამდე) ცვლილებები ნებისმიერ სფეროში.
სატურნის ასაკში – (52 – 65 წლამდე) თავგანწირული სიყვარული ადამიანების მიმართ. მერე კი ხდება მსოფლხედველობის გადაფასებები და ახლებური ხედვისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბება.
ამ ადამიანებში არინ ისეთები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან სირთულეებს და იმედგაცრუებულები უკიდურესობამდე არიან მისული…თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევენ მეცნიერებასა თუ შემოქმედებაში და საყოველთაო პატივისცემას იმსახურებენ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიურ ურთიერთობაში საკმაოდ აუტანელნი (უკმეხნი, მოურიდებელნი) არიან. მაგრამ თავისი ნიჭისა და უნარების გამო ბევრი რამ ეპატიებათ…
წყარო:ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი
ბედის ბანქო – 3 ყვავი (ყველა მასტის სამიანის მიმოხილვა)