(31 მარტი, 29 აპრილი, 27 მაისი, 25 ივნისი, 23 ივლისი, 21 აგვისტო, 19 სექტემბერი, 17 ოქტომბერი, 15 ნოემბერი, 13 დეკემბერი)
ჭეშმარიტების მაძიებელის ბანქო.
ყველა ხუთიანი მოუსვენარი და ცვალებადი ადამიანია. ისინი სიღრმისეული ძიების სურვილით შეპყრობილნი არიან, რაც მათი სახასიათო უდიდესი ცნობისმოყვარეობით აიხსნება. მათ ცხოვრებაში ხშირია ცვლილებები, წლებთან ერთად ადაპტირებული ხდებიან და ეჩვევიან ცვალებად რითმს (სწორედ ამის გამო ნაკლებად არიან მეოჯახეები).
ხშირად ძალიან გაბედულნი არიან, უყვართ სხვადასხვა კვლევები, საკუთარი თავისა და ადგილის ძიება სამყაროში. გაურბიან ყველანაირ ვალდებულებებსა და დაპირებებს. ზოგიერთი 5-იან ჯვარი მაწანწალად და მოხეტიალედ იქცევა. ეს არის ყველაზე მოუსვენარი ბანქო.
ეს ადამიანი ადვილად ეჩვევა სიახლეებს, უყვარს მოგზაურობა, გადასვლა ერთი სახლიდან მეორეში, ქალაქიდან- ქალაქში, ცხოვრების იმიჯის შეცვლა. ამ არასტაბილური ცხოვრების სტილის გამო, ხშრად თავს იჩენს გაუგებრობები და სიტუაციები, რომელზეც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა საჭირო.
5-იან ჯვარი თავის სასიყვარულო კავშირებს ასაიდუმლოებს. მას ძალიან უჭირს მუდმივი პარტნიორის არჩევა. გამოირჩევა მაღალი სექსუალური პოტენციალით, ასევე მაცდური ხმის ტემბრით. ადვილად მდიდრდება და ასევე მარტივად ფლანგავს და კარგავს ქონებას. მან თავი უნდა აარიდოს სპეკულაციასა და აზარტულ თამაშებს. უყაირათობა უამრავ ბარიერს უქმნის ცხოვრებაში.
ამ ბანქოს ადამიანები არაჩვეულებრივი ვაჭრები და შუამავლები არიან. თუ 5-იან ჯვარი ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ან ტყუპებია, მაშინ შესაძლოა ჰქონდეს სხვების შთაგონების უნარი, რასაც წარმატება მოაქვს მათ საქმიანობაში. ცნობისმოყვარეობა დიდი ცოდნის დაგროვების საწინდარია, თუმცა ხშირად ამ ცოდნას არ იყენებენ, ან იციკლებიან ერთი მიმართულებით, რაც აბრკოლებს მათ განვითარებას. დროთა განმავლობაში შესაძლოა სკეპტიკად იქცნენ, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ უნარი ნებისმიერი კამათის დროს მოწინააღმდეგის თვალით შეაფასონ და გააანალიზონ სიტუაცია. აქედან გამომდინარე არ ეჯაჭვებიან თავის აზრს.
წლების მატებასთან ერთად სულიერი ძიების პროცესი ეწყებათ, რაც დიდ კმაყოფილებასა და სიამოვნებას გვრით, ისინი იღებენ პასუხებს ყველა კითხვაზე, შედეგად კი ცხოვრება უფრო ჰარმონიული და მშვიდი ხდება. ხანდახან ამ ადამიანებს ჭირდებათ სულიერი მოძღვარი, მასწავლებელი. ყველა 5-იან ჯვრის პირადი ცხოვრება განსხვავებულად ვითარდება,(გააჩნია თავად ადამიანს და განვითარების დონეს) ერთისთვის ოჯახი ბედის საჩუქარია, მეორისთვის, კი -სასჯელია. მაღალი განვითარების დონეზე ისინი, პროგრესულად მოაზროვნე, მიმზიდველნი და კომუნიკაბელურნი არიან, თუმცა ვალდებულებების მიმართ შიში იმდენად მძაფრია, რომ ხშირად ყველაზე უჩვეულო, რთულ სიტუაციებში ვარდებიან და ამ შემთხვევაში ოჯახური ცხოვრებაც სირთულეებით იქნება სავსე.
თავისი მოუსვენრობის გამო 5-იან ჯვარი ხშირად დაუოჯახებელი რჩება. ხანდახან ეშმაკობენ და ამბობენ, რომ პარტნიორის სურვილის გათვალისწინებით არ ქორწინდებიან, სინამდვილეში კი, პანიკურად ეშინიათ თავისუფლების დაკარგვის. ამ მოტივით ხშირად ამყარებენ ურთიერთობას დაოჯახებულ ადამიანთან. არის მარტო დარჩენის ალბათობა.
თუ ეს ადამიანი ბედს დაემორჩილება და საუკეთესო თვისებებსა და ხასიათს განავითარებს, მაშინ იქნება ძალიან ბედნიერი ადამიანი, მთავარია თავად როგორ შეიგრძნობს და აღიაქვავს თავის თავს. შესაძლოა ბევრი საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო იყოს, ვერ მოუღოს ბოლო შიდა კონფლიქტს, დარჩეს თავისუფლების ერთგული, თუ საიმედო, მზრუნველი ოჯახური კერა აირჩიოს.
5-იან ჯვრის ერთგვარი მისიაა გამოცდილებებისა და იდეების დაგროვება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ნებისმიერი საჭიროება დაკმაყოფილდება, ისინი მიიღებენ იმაზე მეტს ვიდრე საჭიროა მშვიდი, ნორმალური ცხოვრებისთვის.
ორივე სქესის 5-იან ჯვარი გულისა და ჯვრის მასტთან მეგობრობს, ხოლო ქალბატონებისთვის ქორწინება განსაკუთრებით ბედნიერი იქნება აგურის მასტთან.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) 5 ჯვარი უნდა ჩამოყალიბდეს და გაარკვიოს (რაც იშვიათად ხდება), თუ ვინ უნდა დადგეს მომავალში.
ვენერას ასაკში (13-26 წლამდე) საჭიროებენ როგორც სიყვარულს, ასევე ფულს, თუმცა არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
მარსის პერიოდში (26-39 წლამდე) პარტნიორული მიჯაჭვულობებზე მოუწევთ მუშაობა, უნდა ისწავლონ – ყველგან და ყოველთვის ეკუთვნოდნენ საკუთარ თავს.
იუპიტერის ასაკში (39 – 52წლამდე) უნდა იყვნენ ბედ-იღბლის მადლიერნი, მატერიალური კეთილდღეობის გამო.
სატურნის ფაზაში (52 – 63 წელი) აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა ცვლილებების შეტანაა საჭირო ცხოვრებაში.
შემდეგ უკვე აუცილებელია ერთი გაკვეთილის გათავისება- უნდა ისწავლონ საკუთარი ინტერესების დათმობა სხვა ადამიანების გამო.
დასკვნა – ცნობიერების, ცხოვრებისეული ფილოსოფიისა და გეგმების შეცვლა. მოუსვენარი ბუნება, მოგზაურობა, ადგილის შეცვლა, ცვლილებელი შესაძლოა იყოს ფუნდამენტური ან ზერელე, ნებისმიერ შემთხვევაში ცნობიერებასთან ერთად მათი გარე სამყაროც იცვლება.
ნეგატიური თვისებები – სკეპტიციზმი და ურწმუნოება. თუ ნეგატიურ თვისებებს კონტროლს არ დაუწესებთ, მაშინ შესაძლოა თქვენი ადგილის პოვნა და დამკვიდრება გაგიჭირდეთ. გექნებათ უსუსურობის განცდა, თქვენი არსებობა დაემსგავსება ფოთოლს, რომლის ბედსაც ქარი განაგებს….თავისი სურვილით ერთი მიდამოდან აიტაცებს და მეორეზე მოისვრის.
წყარო:ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი
ბედის ბანქო – 5 ყვავი (ყველა მასტის ხუთიანების ზოგადი მიმოხილვა)
ბედის ბანქო – 5 აგური
ბედის ბანქო – 5 გული