29 ოქტომბერი, 27 ნოემბერი, 25 დეკემბერი
ნებისმიერი 6-ის ქმედების სფეროა კარმა და კანონები, ზოგიერთი კი ამას ისე მწვავედ შეიგრძნობს, რომ ეშინია, სხვა ადამიანებთან ვალში დარჩენის, რადგან კარგად ესმის, რომ ყველაფრისთვის საჭიროა გადახდა.
ზოგიერთი 6 კი ცდილობს ამ კანონებსა და ვალდებულებებს გაექცეს, თუმცა ამგვარი ქმედება მათთვის არათუ კარგის მომტანი, არამედ ახალი პრობლემების წარმოშობის მიზეზი ხდება.
ექვსიანებმა კარგად იციან რა არის ბედისწერა, იციან ისიც, რომ ნებისმერი შედეგი თავისივე დათესილი „მარცვლის ნაყოფია“. ზოგიერთი პასიურობს, ელოდება ბედის მიერ ბოძებულ შანსებსა თუ შესაძლებლობებს, სხვები, კი პირიქით, ფიქრობენ სიკეთესა და ბოროტებაზე, აანალიზებენ, ცდილობენ გაიაზრონ საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილები. ცვლილებები ექვსიანების ცხოვრებაში მოულოდნელად ვითარდება, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ. მათ დამოუკიდებლად უნდა გადადგან ნაბიჯი წინ. ცვლილებები კი მოხდება მაშინ, როდესაც ამის მზაობა ექნებათ.
ექვსიანებს ხშირად მოიაზრებენ ჯიუტ ადამიანებად. კონსერვატორები, რომლებსაც უყვართ ერთ ადგილას გაჩერება. არსით მშვიდობისმყოფელი, მშვიდი და ჰარმონიულები არიან. ყოველთვის ცდილობენ გაექცნენ კონფლიქტებსა და ჩხუბს, რადგან არ დაარღვიონ შინაგანი ბალანსი, მაგრამ როდესაც მოთმინება ზღვარს სცილდება, მათ შეუძლიათ შინაგანი აგრესიის გამოვლენაც, რომელიც მძლავრ აფეთქებას ჰგავს.
6-იანებს შორის არაერთი სპორტსმენია, ეს შესაძლოა გასაკვირი იყოს, რადგან მათთვის მთავარი მშვიდობა და სიწყნარეა, საქმე იმაშია, რომ წონასწორობის პრინციპი მათ აიძულებთ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას, ზუსტად ისე, როგორც სხვები ცდილობენ მათზე ზეწოლას. კონკურენციის შეგრძნებას ისინი წარმატების მწვერვალამდე მიყავს.
6-იანი ძალიან ინტუიციური და მგრძნობიარეა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ხმის მოსმენა, მას აქვს საკმაოდ კარგი ოკულტური და ეზოთერული უნარები. მას აკისრია განსაკუთრებული მისია – ემსახუროს სხვა ადამიანებს და მათ ერთგვარი გიდობა გაუწიოს, უკეთესი ცხოვრებისთვის მიმავალ გზაზე. ზოგიერთი ხდება სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი, ზოგი კი – ეხმარება ადამიანებს სულიერ განვითარებაში.
ექვსიანები ძირითადად ყოველთვის აცნობიერებენ, რომ ერთგვარი სინათლის შემტანის ფუნქცია აქვთ ადამიანებთან.
რჩევა 6-იანებს – ნუ იცხოვრებთ რუტინული ცხოვრებით.
6 გული
მშვიდობისმყოფელის ბანქო
ჰარმონია, მშვიდობა, სტაბილურობა ოჯახსა და სიყვარულში – სწორედ ამისკენ ისწრაფვის ექვსიან გული. ის ცდილობს სიყვარულის კანონის გაცონობიერებას, ურთიერთოებში ჰარმონიის შენარჩუნებას. თუმცა ჰარმონია შესაძლოა იქცეს ბედნიერებად ან რუტინად. გახსოვდეთ, რომ ყველა ექსვიანი ხასიათდება ერთ ადგილას გაყივით, მასტის შესაბამის სფეროში. ყველაფერი თავად ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგიერთი 6 გული კონსერვატორია და ცუდად იტანს ცვლილებებსა და ძვრებს. ამ თვისებით შესაძლოა ისეთი ადამიანების კომპანიაში ყოფნა მოუწიოთ, რომლებიც სრულიად არ შეეფერებიან.
ჩვეულებრივ ყველა ექვსიან გული წარმატებას აღწევს იმ სფეროში, რომელსაც ირჩევს, მაგრამ ბევრს ჰგოია, რომ მათ არასწორად აფასებენ და დაუმსახურებლად ექცევიან. ინტელექტუალი, ერუდირებული და კომუნიკაბელური პიროვნებაა. თუ ისწავლის კონკრეტულ თემაზე კონცენტრირებას, მაშინ კარიერაში დიდ მწვერვალებს დაიპყრობს. მისი უნარები მრავალმხრივია, ამ „ბანქოს“დაბადებით აქვს სხვადასხვა ტალანტები, ვიღაც მხატვარი ხდება, ვიღაც დიზაინერი, ვიღაც თავს ფინანსების შემოქმედებით დაგეგმარეაში პოულობს.
6 გულის იდეები ფაქტიურად უზადოა, საკმაოდ ინიციატივიანი ადამიანები არიან. ამ განსხეულებაში სიყვარულში კარმული ვალების გადახდა მოუწევთ, უნდა ისწავლონ პატიება და დაივიწყონ წყენები. თუ ეს გამოვა, შეძლებენ არნახული სიმაღლეების მიღწევას. მათ არ უყვართ ადამიანებისთვის სულიერი ტკივილის მიყენება, ყოველთვის მზად არიან გაუყონ ყველას ყვეალფერი რაც აბადიათ. აუცილებლად უნდა ჰყავდეთ შვილები და მეგობრები.
თუ 6 გული ხედავს, რომ ვიღაცა ვიღაცას უსამართლოდ მოექცა, მაშინვე ამჟღავენებს აგრესიას და იწყებს თავისი ნატურისთვის დამახასიათებელი ძალის გამჟღავნებას. მსგავსი აგრესია შესაძლოა სამსახურშიც გამოავლინონ, მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტისას, მაგრამ შეუძიათ გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნებაც ყველაზე მძვინვარე ბრძოლაში ან შეტაკებისას. ამ ბანქოს ზოგიერთი წარმომადგენელი აცნობიერებს,რომ მათ აქვთ თავისი მისია ამ ცხოვრებაში, რომლის არსიც არის სხვა ადამიანებისთვის სიყვარულის ჩუქება და მაშინ ისინი ჭეშმარიტ ბედნიერებასა და თვითგამოხატვის უმაღლესი დონეს მიაღწევენ.
6 გული ამ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს იმ ადამიანებს, ვისთანაც წინა ინკარნაციაში ურთიერთობა ჰქონდათ. მათთან ურთიერთობა შესაძლოა იყოს ბედნიერების მომტანი ან პირიქით- ძალიან მძიმე და სირთულეებით აღსავსე. ყველაფერი თითოეულის ინდივიდუალურ კარმაზეა დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობები საბედისწეროა. ყოველთვის გრძნობენ, რომ ელით რარც განსაკუთრებული და უჩვეულო შეხვედრა, მათ გულწრფელად ჯერათ, რომ ერთხელაც მათ ცხოვერბაში გამოჩნდება პრინცი ან პრინცესა, რომ ყველაფერი ერთბაშად შეიცვლება უკეთესობისკენ და ეს ოცნება ათბობთ მთელი ცხობვრება.
საერთოდ, ამ ადამიანების სასიყვარულო კარმა არც ისე ცუდია, შესაძლოა შეხვდნენ იდელურ ადამიანს და ჰქონდეთ ნბედნიერი ქორწინება. მათ მოსწონთ ისეთი პარტიორები, რომლებიც ოჯახს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მუშაობენ მათ თანასწორად. თუ ისინი ურთიერთოიბებში არ გაექცევიან პასუხისმგებლობას, თავის სულში სიყვარულის ხმას მოუსმენენ, პირად ცხოვრებაში მიიღებენ ველაფერს რაც სურთ.
ამ ადამიანებისთვის არსით ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი თავის თავზე ბევრს იგებს. სწორედ ადამიანებს შორის ურთიერთიობებში მუშავდება კარმის კანონი. ისევე, როგორც სხვა ბანქოები, 6 გული ორი სახის ადამიანებითაა წარმოდგენილი: ზედმეტად პასუხისმგებლობის მქონენი სასიყვარულო კავშირებში და წარმოუდგენლად უპასუხისმგებლონი. კარმული სიყვარულის კანონი ურთიერთობებში მათგან სრულ სიმართლეს მოითხოვს. რასაც გასცენმენ ის უბრუნდებათ თავის დროზე. მთელი კანონი ემორჩილება ამ კანონს. რიცხვი „6“ ამ ცხოვრებაში განასახიერებს კანონს, ის ვინც მას დაარღვევს საკუთარი ოფლით გამოისყიდის დანაშაულს.
ამ ბანქოს ქალბატონებს იზიდავენ ყვავის მასტის წარმომადგენლები, რომელთა შორის შესაძლოა აღმოჩნდეს ამორალური ადამიანიც. სქესის მიუხედავად ყველას უყვარს ჯვრის წარმომადგენლებთან ურთიერთობები. ქალბატონებმა, კი სასურველია თავისივე მასტის მამაკაცებს გვერდი აუარონ.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) ბევრის სწავლა უწევთ.
ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) ინტრესდებიან სხვებთან თანამშრომლობით ფულის გამომუშავების მიზნით.
მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) შესაძლოა სხვა ადამიანები უსამართლოდ მოექცნენ, თუმცა ხდება პირიქითაც, შეიძლება თავად მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ასაკში უფრო ბრძენნი და მტკიცე ნებისანი ხდებიან.
სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) კარმულ ვალებს ისტუმრებენ.
დასკვნა: ურთიეთობებში კომპრომისებისა და დათმობის ბანქო. ერთერთი ძლიერი კარმული ბანქო, საჭიროა ძველი ვალების გასტუმრება სიყვარულისა და მეგობრობის სფეროში. ურთიერთობებიდან რაც შეიძება მეტი გაკვეთილის ათვისება.
ავტორი: ქეთი