ბედის ბანქო – 6 ყვავი

ბედის ბანქო – 6 ყვავი

(8 იანვარი; 6 თებერვალი; 4 მარტი; 2 აპრილი)

 ნებისმიერი 6-ის ქმედების სფეროა კარმა და კანონები, ზოგიერთი კი ამას ისე მწვავედ შეიგრძნობს, რომ ეშინია, სხვა ადამიანებთან ვალში დარჩენის, რადგან კარგად ესმის, რომ ყველაფრისთვის საჭიროა გადახდა.  ზოგიერთი მათგანი კი ცდილობს ამ კანონებსა და ვალდებულებებს გაექცეს, თუმცა ამგვარი ქმედება მათთვის არათუ კარგის მომტანი, არამედ ახალი პრობლემების წარმოშობის მიზეზი ხდება.

 ექვსიანებმა კარგად იციან რა არის ბედისწერა, იციან ისიც, რომ ნებისმერი შედეგი თავისივე დათესილი „მარცვლის ნაყოფია“. ზოგიერთი პასიურობს, ელოდება ბედის მიერ ბოძებულ შანსებსა თუ შესაძლებლობებს, სხვები, კი პირიქით, ფიქრობენ სიკეთესა და ბოროტებაზე, აანალიზებენ, ცდილობენ გაიაზრონ საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილები. ცვლილებები მათთვის ცხოვრებაში მოულოდნელად ვითარდება, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ.  დამოუკიდებლად უნდა გადადგან ნაბიჯი წინ. ცვლილებები კი მოხდება მაშინ, როდესაც ამის მზაობა ექნებათ.

 ექვსიანებს ხშირად მოიაზრებენ ჯიუტ ადამიანებად. კონსერვატორები, რომლებსაც უყვართ ერთ ადგილას გაჩერება. არსით მშვიდობისმყოფელი, მშვიდი და ჰარმონიულები არიან. ყოველთვის ცდილობენ გაექცნენ კონფლიქტებსა და ჩხუბს, რადგან არ დაარღვიონ შინაგანი ბალანსი, მაგრამ როდესაც მოთმინება ზღვარს სცილდება, მათ შეუძლიათ შინაგანი აგრესიის გამოვლენაც, რომელიც მძლავრ აფეთქებას ჰგავს.

 ექვსიანებს შორის არაერთი სპორტსმენია, ეს შესაძლოა გასაკვირი იყოს, რადგან მათთვის მთავარი მშვიდობა და სიწყნარეა, საქმე იმაშია, რომ წონასწორობის პრინციპი მათ აიძულებთ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას, ზუსტად ისე, როგორც სხვები ცდილობენ მათზე ზეწოლას. კონკურენციის შეგრძნებას ისინი წარმატების მწვერვალამდე მიყავს.

 ექვსიანი ძალიან ინტუიციური და მგრძნობიარეა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ხმის მოსმენა, მას აქვს საკმაოდ კარგი ოკულტური და ეზოთერული უნარები. მას აკისრია განსაკუთრებული მისია – ემსახუროს სხვა ადამიანებს და მათ ერთგვარი გიდობა გაუწიოს, უკეთესი ცხოვრებისთვის მიმავალ გზაზე. ზოგიერთი ხდება სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი, ზოგი კი – ეხმარება ადამიანებს სულიერ განვითარებაში.

 ამ ციფრის ბანქოს წარმომადგენლები ძირითადად ყოველთვის აცნობიერებენ, რომ ერთგვარი სინათლის შემტანის ფუნქცია აქვთ ადამიანებთან.

 რჩევა ექვსიანებს – ნუ იცხოვრებთ რუტინული ცხოვრებით.

6 ყვავი

  ბედის ბანქო.

 ეს არის მიზან-შედეგობრიობისა და კანონის მძლავრი სიმბოლო: რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

 6 ყვავი ცხოვრების ნებისმიერ დროს საბედისწერო მოვლენების მოლოდინშია, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია მათი სიტყვით ან ქმედებით (წინა განსხეულებიდან).

 ზოგი მოვლენა შესაძლოა იყოს პოზიტიური, ზოგიერთი კი, უბრალოდ „ვალების გასტუმრების“ მაჩვენებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში საბედისწერო მოვლენებს იმდენად ხშირი სახე აქვს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა თავს ფატალისტად თვლის. მათ ჰგონიათ, რომ არ შეუძლიათ თავის სასიკეთოდ რაიმეს შეცვლა. მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის.

 6 ყვავი ძალიან ძლიერი ადამიანის ბანქოა, რომელიც ფაქტიურად მოვიდა იმისთვის, რომ გააცნობიეროს და თავის ძალების პასუხისგმებლობა იტვირთოს. ისინი ან უმაღლესი მიზნისკენ მიდიან, ახორციელებენ თავის ოცნებებს. ამგვარად კი აღწევენ წარმატებას, ან მათი ძალა მუშაობს მათსავე წინააღდეგ, რითაც შესაძლოა კრახამდე მივიდნენ.

 როგორც წესი, ეს ადამიანები პასუხს აგებს თავის ქმედებებზე, მაგრამ ხშირად ის ეფლობა ფანტაზიისა და ილუზიის სამყაროში, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია მოვლენების ჭეშმარიტ შეფასებაში.

 6 ყვავს დიდი პოტენციალი აქვს წარმატების მიღწევაში, ბევრი მათგანი საგმირო საქმეებითაც გამოირჩევა. მათ შეუძლიათ კარგი ფულის გამომუშავება, მაგრამ ამისთვის კარგადაც უნდა იშრომონ. ამ ადამიანებისთვის ძირითადი დაბრკოლებაა შუა გზაზე გაჩერება და სიჯიუტე, რომელიც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

 ამ ადამიანებს ყველაზე მეტი სირთულეები პირად ურთიერთობებში აქვთ. მათი მერყევი ბუნება მათსავე საწინააღმდეგოდ მუშაობს. ცხოვრებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი დანაკარგებიც ჰქონდეთ (საყვარელი ადამიანების სახით). თუ ისინი თავის უნარებს საზოგადოების სასიკეთოდ გამოიყენებენ, მაშინ აღწევენ სულიერების უმაღლეს დონეს. ამ კარტის წარმომადგენლებში არც თუ იშვიათად შეხვდებით სპონსორებს, მეცენატებს და ქველმოქმედ ადამიანებს.

 სიყვარულში 6 ყვავი უპირატესობას ინტელექტუალურ სიახლოვეს ანიჭებს. ამიტომ ჯერ უნდა „გაიზარდოს“. ხანდახან ის რამდენიმე ადამიანთან ერთდროულად აბავს სასიყვარულო ურთიერთობას, რაც შესაძლოა ცუდი შედეგებით დასრულდეს. ამ ბანქოს შინაგან სამყაროში ღრმად აქვს ფესვები გადგმული – სიყვარულის „ვერ მიღების“ შიშს. ორივე სქესის 6 ყვავი იზიდავს ჭკვიან ადამიანებს.

 6 ყვავის ქალბატონებს მოსწონთ ავტორიტეტული და კარგი მატერიალური საყრდენის მქონე მამაკაცები. ისინი შესაძლოა სიყვარულში გაიძვერები და მატყუარები იყვნენ, თუმცა, მთავარია საკუთარ დაგებულ ხაფანგში არ მოყვნენ.  6 ყვავის მამაკაცებს კი,  მოსწონთ გულის მასტის ქალბატონები. ხოლო ქალბატონებს – ჯვრის, აგურის, ასევე თავისივე მასტის მამაკაცები.

 ექვსიანები ზოგადად არ ერევიან ცხოვრების დინებაში, ისინი ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცვლილებებს თავის ბედ-იღბალში. თითქოს იჭედებიან „ჭაობში“ და ეს მდგომარეობა მოსწონთ კიდეც.

 ყველაფრის მიუხედავად თავისი ინტუიციის წყალობით ამ ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრებისეულ მოვნლენებში ჩარევა. თუ ისინი თავის შინაგან ხმას ჩაწვდებიან, მაშინ გაიგებენ, რომ ეკისრებათ მნიშვნელოვანი მისია – კაცობრიობას მოუტანონ დიდი სარგებელი.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) – საჭიროებენ დედის (განსაკუთრებით) და ზოგადად სიყვარულს.

ვენერას ასაკში (13-23 წლამდე) – მათ ბევრი უნდა ისწავლონ და მთავარია თავისი იდეების რეალიზება მოახდინონ.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) –  შესაძლოა მატერიალური კეთილდღეობისთვის ბრძოლამ მოუწიოთ.

იუპიტერის პერიოდში (39 – 52 წლამდე) – ნებისმიერ სიტუაციას გადალახავენ საკუთარი გონებისა და ძალების ფლობით.

52 წლის შემდეგ (სატურნის ასაკი) – პირად ურთიერთობებში მერყეობა და დაურწმუნებლობა იჩენს თავს, შესაძლოა სასიყვარულო სფეროში მრავალფეროვანი კავშირები გააბან.

 დასკვნა : ყველაზე ძლიერი კარტია ექვსიანებს შორის. ნებისმიერი ექვსიანი უკავშირდება ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ეს არის უცვლელი სიტუაციის, ერთ ადგილზე „გაჭედვის“, უმუშევრობის კარტი. (სატურნული ბუნებისაა). ვალების გადახდის (კარმული), კომპრომისებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის სიმბოლო. ძირითადი პრობლემა უკავშირდება მავნე ჩვევებს, რომელსაც თავს ვერ აღწევენ.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 6 ჯვარი

ბედის ბანქო – 6 აგური

ბედის ბანქო – 6 გული


About Kate

Scroll To Top