ბედის ბანქო – 8 ყვავი

ბედის ბანქო – 8 ყვავი

6 იანვარი; 4 თებერვალი; 2 მარტი

ყველა რვიანი არის უდიდესი ძალების გამოხატულება ნებისმიერ საქმიანობაში და ყველაზე ძლიერი კარტი.

უყვართ დაკვირვება, თუ როგორ იღებს მათი შრომა სასურველ ნაყოფს. თუმცა თავისი ძალები შესაძლოა არასწორი მიმართულებითაც მიმართონ. მთელი ცხოვრება  უწევთ არჩევანის წინაშე ყოფნა და მათი მისიაც დიდი უნარების სწორად წარმართვაში მდგომარეობს.

 8 ის ძალა უმაღლესი წყაროდან მოდის, ეს არის სამყაროს შემოქმედის ძალა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს „ბანქო“ დაზღვეულია შეცდომების დაშვებისგან. ზუსტად შეცდომებთან მეგობრობენ ისინი საუკეთესოდ. ბევრი მათგანი თავის როლს არასწორად აღიქვავს, თავის თავი უკვდავ ღვთაებებად წარმოუდგენიათ, ამ დროს კი მათი ძალა საშიში ხდება.

 თუ რვიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი ღვთაებრივი ძალაუფლების ერთგვარი წინამძღლოები არიან, მაშინ თავის ძალებს არასწორად იყენებენ. მათ ცხოვრებაში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები ნებისმიერ სფეროში.   ყველა რვიანი ცხოვრების მანძილე განიცდის რამდენიმე „სიკვდილს“, როდესაც მათი ნაწილი კვდება და თავისუფლდება ადგილი სიახლეებისთვის. (ეს იქნება ჩვევები, აზროვნება თუ სხვა).

 ჩეულებრივ 8-ები თავის ცხოვრებაში არანაკლებ ძლიერ ხალხს იზიდავენ, ისინი ცდილობენ აკონტროლონ და იმანიპულირონ სხვებით. აუცილებელია მათ გაიგონ, რომ ცვლილებები საკუთარი თავის შეცვლით უნდა დაიწყონ, სწორედ მაშინ მიეცემათ საშუალება მათი უდიდესი ძალაუფლება შეიგრძნონ. განახლებული რვიანი საერთოდ არ გაქვს ძველს, ბევრი მათ ვეღარ ცნობს.

ადრე თუ გვიან ეს ადამიანები სხვის ფულთან დაკავშირებულ პრობლემს გადააწყდებიან. მათ შეგიძლიათ თავისუფლად ანდოთ სხვისი ქონების მართვა.

 8 ყვავი სამსახურეობრივი ძალაუფლების კარტია.

ძლიერ ბანქოთა შორის ყველაზე ძლიერია. დიდი ტვირთი აწევს – უნდა ისწავლოს თავისი ძალების მხოლოდ საკეთილდღეოდ გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ არის ცდუნება – პოტენციალი სხვაგვარად გამოიყენოს. ეს ადამიანები მოვიდნენ ამ ქვეყნად იმისთვის, რომ ემსახურონ ადამიანებს და ეს ამოცანა თავის მედნიერებაზე ზევით უნდა დააყენონ.

ეს ადამიანები მშრომელი, აქტიური და ინიციატივიანები არიან. აქვთ შეუდრეკელი და მტკიცე ნება. ხშირად საკუთარი თავი ჭეშმარიტი და ბოლო ინსტანცია ჰგონიათ, რითაც ძალიან ცდებიან და რისკავენ, ამით შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშეც აღმოჩნდენ.

ყვავის მასტი ეს არის სულის სამეფო, თუმცა მრავალ მის წარმომადგენელს უჭირს მატერიალური ფასეულობებიდან სულიერზე გადართვა. თუ 8 ყვავი მიზნად რაიმეს დაისახავს, ის საწადელს მარტივად მიაღწევს. თუ ისინი წავლენ დაღმავალი განვითარების გზით ან თავის შიშებს დანებდებიან, მაშინ ვეღარ შეძლებენ გაარჩიონ რა არის სამყაროში ჭეშმარიტი და რა არა, ამგვარად ნელნელა თავს გაინადგურებენ.

ეს ადამიანები საჭიროებენ გარშემომყოფთა აღტაცებას მათი შრომისმოყვარეობის დაფასების გამოსახატავად. ხშირად ისინი შეძლებულ პარტნიორებს ირჩევენ ქორწინებისთვის და თუ ქორწინება ირღვევა 8 ყვავი როგორც წესი მოგებული რჩება.  აქვთ უნარი გადალახონ ნებისმიერი წინაღობა და აღდგნენ ფერფლიდან ფენიქსის მსგავსად. თუ ისინი ამ გასაოცარი თვისებებით სწორად განვითარდებიან, მაშინ სასიკეთოდ შეცლიან არა მხოლოდ თავის არამედ ახლობლების ცხოვრებასაც.

მიუხედავად მთელი რიგი უსიამოვნო მოვლენებისა, რომელსაც ბედი მათ უმზადებთ აუცილებელია ამ ადამიანებმა ცხოვრების მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულება განივითარონ. სულიერებას მათთვის მოაქვს პირადი თავისუფლება და კეთილდღეობა.  8 ყვავი საკმაოდ სტაბილური ბანქოა, მისთვის არ არის დამახასიათებელი ყოყმანი და შფოთი, ამიტომ მას აქვს მშვენიერი შანსები წარმატებული ქორწინებისა და სიყვარულში გამართლებისთვის. მისთვის ძირითადად პრობლემას ქმნის მზაობის არქონა ემოციური კუთხით და იმისათვის, რომ ჩაწვდეს ჭეშმარიტ სიყვარულს საჭიროებს დროს. ხშირად ის სასიყვარულო ურთიერთობებს გონებრივ თამაშად აღიქვავს, მაგრამ ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად იძენს სიბრძნეს, მეტად გულწრფელი ხდება.

 მას ხიბლავს ადამიანები, რომლებთანაც საინტერესოა ურთიერთობა, ისინი ვინც უფრო ჭკვიანები აღმოჩნდებიან გულწრფელ აღტაცებას იწვევენ.

ამ „ბანქოს“ ცხოვრებაში ხშირია სამსახურეობრივი რომანები. ზოგადად ფინანსური მდგომარეობა 8 ყვავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის შერჩევისას (თანდაყოლილი პრაქტიკულობა ვლინდება). თუმცა შინაგანი ძალები შესაძლოა არა მხოლოდ დაეხმაროს ურთიერთობების აწყობასა და განვითარებაში, არამედ პირიქით – დაანგრიოს ისინი. ამიტომ პარტნიორულ ურთიერთობებში საჭიროა დიპლომატიის ჩართვა. მხოლოდ ამ შემეთხვევში არის შესაძლებელი ოჯახში მყარი და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება.

 8 ყვავის მამაკაცებს იზიდავთ აგურის მასტის ქალბატონები, თუმცა ხშირად მათთან კონფლიქტიც აქვთ. თავისივე მასტის წარმომადგენელბთან კარგი მეგობრული კავშირები მყარდება. რადგან 8 ყვავი ძალაუფლების ბანქოა, შესაბამისად შესაძლოა თავი იჩინოს ძალაუფლების გაყოფასთან დაკავშირებულმა კონფლიქტებმა ვალეტის, დამის და მეფის მასტის სამეფო წარმომადგენლებთან.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) ეს ადამიანები სიყვარულზე და ბავშვზეც კი ოცნებობენ.

 ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) მათი ოცნებები ნელნელა მკრთალდება კარიერის აწყობისა და ბევრი ფულის შოვნის სურვილის ფონზე.

 მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) ახალი იდეები უჩნდებათ, რომლის წყალობითაც შეიძლება კარგი ფინანსური მდგომარეობა შეიძინონ, უზრუნველყონ თავიუსი ლამაზი და უზრუნველი ცხოვრება.

 იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) შესაძლოა დაშორდნენ თავის საყვარელ ადამიანებს, ან ეს დაშორება შესაძლოა დროებითი, მივლინების ხასიათის იყოს.

 სატურნის პერიოდში ( 52 – 65 წლამდე) განსაკუთრებით ავლენენ შემოქმედებით უნარებს, ამ პერიოდს შეიძლება ეწოდოს მნიშვნელოვანი გონებრივი აქტივობის პერიოდი. მოგვიანებით კი არ არის გამორიცხული ერთი სფეროდან მეორეში გადასვლის გამო სხვადასხვა ხასიათის სტრესებმა იჩინოს თავი.

 დასკვნა : ეს არის სამსახურეობრივი ძალაუფლებისა და წარმატების, კარგი ჯანმრთელობის, დასახული მიზნების მიღწევის კარტი. რვიანებს შორის ყვავი ყველაზე ძლიერია. თავისი პოტენციალი ამ ადამიაებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერ სფეროში, ამასთან წარმატება ყველგან გარატირებული აქვთ. არის შანსი თავისი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი თავის კარმას იზიანებს.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 8 ჯვარი

ბედის ბანქო – 8 აგური

ბედის ბანქო – 8 გული


About Kate

Scroll To Top