ბედის ბანქო – 9 აგური

ბედის ბანქო – 9 აგური

(18 იანვარი; 16 თებერვალი; 14 მარტი; 12 აპრილი; 10 მაისი; 8 ივნისი; 6 ივლისი; 4 აგვისტო; 2 სექტემბერი)

9 აგური თვითმიძღვნის კარტია.

ეს ადამიანები ამქვეყნად მოვიდნენ, რათა პიროვნული და სულიერი განვითარების დიდი ეტაპი დაასრულონ. მათი ამოცანაა ცხოვრებიდან იოლად და ძალადაუტანებლად გაუშვან ნებისმიერი ადამიანი, სიტუაცია თუ ნივთი, როდესაც ამის დრო დადგება.

ცხრიანი ეს არის ერთგვარი განშორების, დანაკარგის კარტი (ძველის დასასრულის და ახლისთვის მზადების), ამიტომ მათ უნდა ისწავლონ იოლად, მარტივად დათმობა, გაშვება. სხვა შემთხვევაში ცხოვრება იმედგაცრუებითა და ნაღველით იქნება სავსე.

თუკი ამ მასტის ადამიანები არ იქნებიან მიჯაჭვულნი მატერიალურზე და მშვიდად მიუდგებიან პირად ურთიერთობებს, მაშინ მათი ცხოვრება ნაყოფიერი და ბედნიერი იქნება.

9 აგურისთვის წარმატებულია ვაჭრობისა და შემოქმედებითი სფერო. თუ ამ ადამიანებს საკუთარი თავისა და იდეების რწმენა აქვთ, მაშინ მარტივად მოახერხებენ საკუთარი აზრების პროპაგანდას, თავის ბრწყინვალე მჭერმეტყველებისა და სხვათა დარწმუნების ნიჭით ნიჭი. ხშირად ისინი კარგი მრჩევლები ხდებიან და მათი რჩევებს ახლობლები და მეგობრები ძალიან აფასებენ. თუ ეს „კარტი“ არჩევანს მაღალ ღირებულებებზე გააკეთებს მოიპოვნებს დიდ სიმდიდრეს, მაგრამ თუ დაივიწყებს სამყაროს უზენაეს კანონს – რომ მიიღო ჯერ უნდა გასცე! – უიღბლობა მისი მეგზური გახდება.

9 აგურის ადამიანები ყურადღებით უნდა იყვნენ საჭესთან და სარისკო ოპერაციებთან, რადგან ხშირად თავგზა ერევათ და პანიკაში ჩავარდნილები შესაძლოა სავალალო სიტუაციაში (მდგომარეობაში) აღმოჩნდნენ.

ზოგადად ეს „კარტი“ საკმაოდ გონიერა და მისთვის მისაღებია ნებისმიერი პროფესია, სადაც ინტელექტუალური მიდგომაა საჭირო. ბევრი მათგანი კარგი ადვოკატი ხდება, ასევე კარგად გრძნობენ თავს იმ საქმეებში, სადაც კომუნიკაცია წამყვანია, ყოველთვის წარმატებით აგვირგვინებენ სასამართლო პროცესებში.

ზოგიერთი, კი თავის ნიჭის წყალობით სავაჭრო და სარეკლამო საქმიანობაში აღწევს წარმატებას. ამ ადამიანების ერთ-ერთი ამოცანაა განავითარონ თავისი ხიბლი და უნარები ნებისმიერ საქმიანობაში. ბევრ მათგანს ევალებათ კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა, მათ შეუძლიათ სხვებს უმაღლესი ცოდნის გზისკენ მისცენ მიმართულება.

ამ ადამიანებს მინიმუმ ერთი მძიმე კარმული კაშირი (შესაძლოა ქორწინებაც) მაინც ელით. ახლობელი ადამიანების მიმართ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ქორწინება, კარმული ხასიათისაა და ამიტომ შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ამ კატეგორიას მოსწონს გონებამახვილი და საზრიანი პარტნიორები და ქორწინებაში ტრადიციულნი და გულუხვნი არიან. პასუხისგმებლობით ეკიდებიან ოჯახს. ოჯახის კეთიდლღეობისათვის მაქსიმალურად იხარჯებიან.

ამ მასტის ქალები კარგად უგებენ ჯვრის მამაკაცებს, ხოლო მამაკაცებს მოსწონთ ყვავის მასტის ქალბატონები, ორივე სქესისთვის საკმაოდ რთულია აგურის მასტთან ურთიერთობა. განსაკუთრებით საფრთხილოა ურთიერთობა აგურის დამასთან, რადგან ის ყველაზე მძიმე კარმული ვალის საკორექციოდ ევლინებათ.

ამ კარტის ნიშნით დაბადებული მრავალი ადამიანი აცნობიერებს, რომ ფულს მათ ცხოვრებაში საბედისწერო მნიშვნელობა აქვს, ისინი შეიძლება გაქურდურდონ, შესაძლოა არ დაუბრუნონ ვალი, ხშირად მოლაპარაკება – ხელშეკრულება იშლება და პარტნიორები ფულთან და საბუთებთან ერთად ქრებიან, ასევე ამ ადამიანემა თავი უნდა შეიკაონ აზარტული თამაშებისგან, ეს მათ კარგს არაფერს მოუტანს.

ყველა ამ დანაკარგის აზრი ერთმნიშვნელოვანია: 9 აგური ამ ქვეყნად მოვიდა, რათა შეცვალოს თავის დამოკიდებულება ცხოვრების მატერიალური სფეროს საკითხებისადმი. ის უნდა შეეგუოს განშორებებს, დანაკარგებს და ეს ყველაფერი დაეხმარება მას სერიოზულიად გადააფასოს ღირებულებების სისტემა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ყოველი დანაკარგის შემდეგ იღება ახალი კარი, ამით მას ეძლევათ ჭეშმარიტი ცხოვრებით ტკბობის საშუალება.

უნივერსალური ხედვა – აი რა არის საჭირო ამ ადამიანების გავნითარებისთვის. მათ უნდა გაითავისონ სხვების საჭიროება და მოთხოვნილებები თავისაზე მეტად. ეს მათ ბედნიერების გზაზე დააყენებს.

მერკურის პერიოდში (13 წლამდე) ამ ადამიანებს მოუწევთ გადახედონ თავიანთ ფასეულობებსა და შეხედულებებს, გათავისუფლდნენ შინაგანი შიშებისაგან და ცხოვრებას მარტივად შეხედონ.

ვენერას პერიოდში (13-26 წლამდე) მსგავსი მსოფლხედველობის ადამიანებთან ურთიერთობა ხიბლავთ, სიამოვნებით ერთვებიან მათთან კამათსა და ჭეშმარიტების ძიებაში.

მარისის (26 -39 წლამდე) ასაკში მათ აქვთ ჭეშმარიტი, შეიძლება ითქვას, უმაღლესი ცოდნის მიღების საშუალება.

შემდგომ კი (იუპიტერის პერიოდში 39 – 52წლამდე) დგება ფულის გამომუშავებისთვის შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო.

სატურნის დროს (52 – 65 წლამდე) ისინი იწყებენ საქორწინო ურთიერთობების განსაკუთრებით დაფასებას, ხოლო შემდეგ (65 და ზევით) შესაძლოა „ფულში იბანაონ“.

ხშირად ეს ადამიანები რაიმე დანაკარგის დროს იმდენად უბედურად გრძნობენ თავს, რომ ამ ფაქტს სამყაროს კატასტროფად მიიჩნევენ, ძალიან ძნელია ამ დროს იმის ახსნა, რომ სწორედ უმაღლესი ძალები ამოწმებენ მათ სიმტკიცეს და ის, რომ ეს დანაკარგები სინამდვილეში სასარგებლოა.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top