(5 იანვარი; 3 თებერვალი; 1 მარტი)
ნებისმიერ დასტაში არის 3 კარტი, რომელიც ყველას აშინებს: 9 ყვავი, 6 ყვავი და ტუზ ყვავი. ისინი ე.წ. სიკვდილის ბანქოებია. სინამდვილეში 9 ყვავი (ისევე, როგორც სხვა ცხრიანები) დასასრულის მაუწყებელია.
როდესღაც ყველა მივდივართ ბუნებრივ აღსასრულამდე, იქნება ეს ურთიერთობა, სწავლა, თუ სამსახური…
რაღაც წარსულში რჩება და შესაძლოა გამოთხოვება სევდიანი, ან პირიქით – გასახარიც იყოს. ყველაფერი ცხოვრებაში გარკვეული ციკლის დასასრულის მიმართ ჩვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული.
ცხრიანის ცხოვრება – პიროვნების დიდი ევოლუციური განვითარების ციკლის დასასრულია. ადამიანი უნდა იყოს მზად ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად, მას მუდამ უწევს ადამიანების, იდეების, ნივთების, სიტუაციების, გარკვეული ჩვევების (და ყველაფრის რაც უკვე უსარგებლოა მისთვის) დათმობა, დაკარგვა, მაგრამ ამ სასარგებლო საჭიროების გაცნობიერება და სიხარულით მიღება საკმაოდ რთულია.
9 ეს არის მომკილი ხორბლის ყანა, რომელიც აღებული მოსავლის მხოლოდ მოგონებებს ინახავს.
თითოეული მასტი თვითრეალიზაციის სფეროზე მეტყველებს:
9 გული – მნიშვნელოვან ურთიერთობებს ადამიანებთან და ამ სიყვარულის გამოვლიბების მეთოდებს სრულყოფს.
9 ჯვარი – თავისუფლდება მოძველებული შეხედულებებისგან, როგორც საკუთარ თავზე, ისე – ცხოვრებაზე და სხვებთან ურთიერთობის მეთოდებზე.
9 აგური – უნდა გათავისუფლდეს იმ ადამიანებისა და ნივთების მიმართ მიჯაჭვულობისგან, რომელსაც მეტად ფასეულად თვლიდა.
9 ყვავს ყველაზე რთული ამოცანა აკისრია – მან უარი უნდა თქვას სხვა ადამიანებთან ბრძოლაზე, მთლიანად ცხოვრების ამგვარ სახეზე. ყველაფერი უნდა გასცეს, რაც გააჩნია თანაც პრაქტიკულად უანგაროდ. 9 ყვავი ვერ იპოვნის ბედნიერებას, სანამ არ ისწავლის სხვა ადამიანების მსახურებას. ბევრი მათგანი კაცობრიობის თავდადებულ მხსნელად იქცევა.
ცხრიანმა უნდა იხელმძღვანელოს უმაღლესი ძალების კარნახით, რათა სრულყოფილად შეასრულოს თავისი მისია და ხანდახან სრულიად შეეწინააღმდეგოს იმას, რაზეც მიუთითებს საზოგადოება. ამიტომ ადრეულ წლებში ცხრიანები ხშირად ქაოსში, არეულობაში ექცევიან. მათ შორის ყველაზე გონიერი მიხვდება, რომ ის სხვებს არ გავს და ამიტომ სხვაგვარად უნდა მოიქცეს რათა წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში. ხშირად უწვდიან სხვებს დახმარების ხელს. სამყაროს მხსნელად ევლინებიან და მასთან კავშირს კარგად შეიგრძნობენ.
თუმცა ამ ყველაფერში არის საშიშროების მარცვალიც, რადგან ყველა მხსნელს გულის სიღრმეში ჰგონია, რომ მათ გარეშე ვერავინ ვერ მიაღწევს ვერაფერს და ამ დროს წარმოიქმნება შიდა კონფლიქტი და დაპირისპირება პირად და სხვათა საჭიროებებს შორის. 9 ების ცხოვერბაში უხვადაა არეულობები და კონფლიქტები. ხშირად ისინი სხვებს თავს აჩვენებენ, რომ სუფთა ზრახვები ამოძრავებთ, სინამდვილეში კი რჩებიან ეგოისტებად, ზოგიერთი მათგანი ისწრაფვის ძალაუფლების, სიმდიდრისა და დიდების მოსაპოვებლად, მაგრამ მათი ჭეშმარიტი ზრახვები და მოტივი ყოველთვის აშკარავდება და ადამიანებიც წინ აღუდგებიან თავის “მხსნელს”. არსებობენ ისეთი ცხრიანები, რომლებიც მუდამ მზად არიან სხვათა დასახმარებლად, უანგაროდ და თავგანწირულად. თუ რომელ გზას აირჩევს – ყველაფერი ინდივიდუალურად ადამიანზეა დამოკიდებული.
9 ყვავი – უნივერსალური ცხოვრების კარტი.
ცხრიანებს შორის ეს ყველაზე ძლიერი ბანქოა, რომელიც ფლობს პრაქტიკულად პირადი ნეგატიური და დამანგრეველი სახის ცხოვრებისგან გათავისუფლების დაუძლეველ წყურვილს. ამ დღეს დაბადებული ზოგიერთი ადამიანი, პრაქტიკულად მთელი ცხოვრება იძულებულია შეეგუოს დანაკარგებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც თავი სხვების მსახურებას მიუძღვნეს და სწორედ მათ მიაღწიეს ჭეშმარიტ ბედნიერებას.
რაღაც ეტაპზე 9 ყვავი უნდა მოკვდეს, რომ აღდგეს ახალი ცხოვრებისთვის, ხანდახან საჭიროა ყველაფრისგან ერთდროულად გათავისუფლება: ჩვევებისგან, ცხოვრებაზე მოძველებული შეხედულებებისგან, (მათ შორის პირად და საქმიან ურთიერთობებში), ასევე ძველი პროფესიული ინტერესები აქტუალობას კარგავენ.
ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ღრმად გამჯდარი სულიერების იგნორირება. თუ ისინი აცნობიერებენ თავის განსაკუთრებულობას, მაშინ თავს უძღვნიან და თავისუფლდებიან ყველაფრისგან, რაც ხელს უშლით თავისი ჭეშმარიტი მისიის განხორციელებაში. ამ შემთხევავში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის განვითარებაში. ეს ადამიანები უმაღლესი მიზნებისთვის მუდამ გაიღებენ გარკვეულ მსხვერპლს.
9 ყვავებს შორის ხშირად შეხვდებით ცნობილ მხატვრებს, მსახიობებს, მასწავლებლებს, მათ აქვთ სიყვარულის უნარი, ხოლო თავისი სიბრძნის წყალობით ყველგან წარმატებასა და პოპულარობას აღწევენ. პირად ცხოვრებაში ხშირად აწყდებიან პრობლემებს, მაგრამ უსაზღვრო სიყვარულის წყალობით, ყველანაირი ნეგატიური ემოციის დაძლევა შეუძლიათ. ისინი კარგი ბიზნესმენები არიან, შეუძლიათ არნახული ფინანსური მწვერვალების დაპყრობა. რაც უფრო ფართოა მათი სამოქმედო არეალი, მით უფრო შორს მიდიან ღვთაებრივი გასხივოსნებისა და საკუთარი ადგილის გაცნობიერების გზაზე.
9 ყვავს შეუძლია ნებისმიერი პარტნიორის მიზიდვა, მაგრამ მას თან სდევს გულის გახსნის შემდეგ საყვარელ ადამიანის დაკარგვის ქვეცნობიერი შიში. ზუსტად ამის გამო საკუთარი თავისთვის ფაქტიურად თვითონ გამოაქვს დანაკარგების განაჩენი. ახალგაზრდობაში ბევრი მათგანი სიყვარულში უიღბლობას ძალიან განიცდის, მიყენებული ტკივილი მათ გულში იარას დიდხანს ტოვებს. თუ ეს ადამიანი მარტოსულია ე.ი. თავად მას სურს ასე, იმიტომ, რომ რომანტიული ურთიერთობები, მათ ცხოვრებაში თავისით ვითარდება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
9 ყვავის ქალბატონები ძალიან დამოუკიდებლები არიან და ძირითადად ეს ხდება მათ პირად ცხოვრებაში პრობლემების მიზეზი, ყველა მამაკაცს არ შეუძლია ისეთი ქალის გვერდზე ცხოვება, რომელიც კატასავით თავისთვის დასეირნობს, ამ ქალბატონებს შორის მრავლად არიან მარტოხელა დედები, მათ არ სურთ მთელი ცხოვრება ერთ ადამიანს დაუკავშირონ, თუ თავს არ ჩათვლიან ერთი, კონკრეტული ადამიანის მხსნელად.
ზოგადად კეთილი, გულისხმიერი ადამიანები არიან, მაგრამ, ცხოვებაში მოუწევთ ასე თუ ისე არაერთ ძვირფას ადამიანებთან დაშორება, მათი მთავარი ამოცანაა მიიღონ ეს დანაკარგები, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენები, როგორც გათავისუფლება ძველი და უსარგებლოსგან და არა, როგორც გლობალური ტრაგედია.
9 ყვავები გულის მასტის წამომადგენლებში ხედავენ მონათესავე სულს, აგურის მასტის წარმომადგენლების მიმართ კი ძლიერი ფიზიკური ლტოლვა აქვთ.
ყვავის მასტი ბოლოა დასტაში. ამ განსხეულებაში 9 ყვავი ასრულებს სულიერი განვითარების უმნიშვნელოვანეს ციკლს. (შესაძლოა, ეს მისი ბოლო განსხეულებაც იყოს). პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველა 9 ყვავი ცხოვრების განმავლობაში ბევრს აღწევს, ის მოვიდა სამყაროში რათა დაასრულოს გარკვეული პირადი კავშირები და გათავისუფლდეს იმათგან, ვინც უკვე აღარ შეესაბამება მათ გაზრდილ სულიერ მოთხოვნილებებს.
ყვავი ითვლება დასტის ყველაზე ძლიერ მასტად, ეს ნიშნავს იმას, რომ 9 ყვავი უნდა გათავისუფლდეს უფრო დიდი რაოდენობის მიჯაჭვულობებისგან, ვიდრე სხვები. ზოგიერთს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ყველა არასაჭირო, კავშირის გაწყვეტისა და უსარგებლო სიტუაციების, მოვლენების (და სხვა.) მოშორებით სულს უკვე არაფერი ესაქმება დედამიწაზე. სინამდვილეში 9 ყვავი ამ განსხეულებაში ახალი, უფრო ბედნიერი ცხოვრებისთვის ემზადება.
მხოლოდ ერთი რამაა ცუდი, ის დანაკარგებზე ძალიან დიდ კონცენტრაციას აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ განიცადოს სიხარული ყველა სიძველესთან დაშორებითა და უკვე არასაჭირო, არაფრისმომცემი ურთიერთობების დასრულებით.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) ამ ადამიანებს უყვართ მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ხშირად უყვარდებათ.
ვენერას პერიოდში (13 – 26 წლამდე) მათ სულში ისადგურებს უდიდესი სიყვარული, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანს ეძღვნება.
მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) იბრძვიან მზის ქვეშ თავისი ადგილის დასამკვიდრებლად, რათა მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას და შესაძლოა საკუთარი ბიზნესის მფლობელნიც გახდნენ.
იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) კარმულ-სასიყვარულო ურთიერთობებში ვალების გასტუმრება უწევთ.
სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) ახალი ცოდნის შეძენით არიან დაკავებულნი.
9 ყვავი – ყველაზე ძლიერია ყველა ცხრიანს შორის. ცხრიანი თავად სამყაროს ციფრია. ამ კარტის ადამიანები არა მხოლოდ დანაკარგებსა და სირთულეებთან არიან კავშირში, არამედ მათ დამარცხებასთანაც. მას, ვინც ვერ აფასებს შინაგან სულიერებასა და გულახდილობას, კარტი აუცილებლად გააგებინებს, რომ არასწორი გზა იქნა არჩეული (იწყება პრობლემები სამსახურისა და ჯანმრთელობის სფეროში).
ეს არის სიკვდილის ერთ–ერთი ბანქო, თუმცა, როგორც ასეთი, პირდაპირი გაგებით, სიკვდილთან კავშირი არ აქვს. 9 ყვავს ადამიანის ცხოვრებაში უმაღლესი სულიერი განცდები შეაქვს, შედეგად მოდის კანონების ღრმა გაცნობიერება, რომლის მიხედვითაც არსებობს სამყარო, ამ ცხოვრებაში ადამიანის მიერ საკუთარი ადგილის გაცნობიერება და მისი კავშირი კოსმოსთან.
წყარო: ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი
ბედის ბანქო – 9 ჯვარი
ბედის ბანქო – 9 აგური
ბედის ბანქო – 9 გული