ბედის ბანქო – 9 ჯვარი

ბედის ბანქო – 9 ჯვარი

(31 იანვარი; 29 თებერვალი; 27 მარტი; 25 აპრილი; 23 მაისი; 21 ივნისი; 19 ივლისი; 17 აგვისტო; 15 სექტემბერი; 13 ოქტომბერი; 11 ნოემბერი; 9 დეკემბერი;)

9 ჯვარი უნივერსალური ცოდნის კარტია.

ეს ადამიანები გამოირჩევიან ფართო ცნობიერებით. ისინი სამყაროსგან იღებენ ინფორმაციას დედამიწაზე არსებულ მოვლენების შესახებ და ხდებიან ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელები. ცოდნა მიდის მათთან მაშინ, როდესაც თავისუფლდებიან თავისი არასწორი განწყობისგან, მსოფლხედველობისგან. როდესაც გადახედავენ თავის ძველ შეხედულებებს, იდეებს, ფილოსოფიას და სწავლობენ დანაკარგის მიღებას, ზედმეტი განცდების გარეშე. თუმცა ეს ძალიან რთულია.

9 ჯვარი უფრო მეტად სკეპტიკოსები და პესიმისტები არიან. ეს თვისებები მათ წინა განსხეულებიდან მოყვათ. მხოლოდ ამ ნეგატივის მოშორების შემდეგ შეძლებენ იმ უნარების გამოყენებას, რომლითაც დაბადებიდან არიან დაჯილდოებულნი. ბევრი ამას შეძლებს და ისინი დიდებას მიაღწეენ, დაეხმარებიან რა კაცობრიობას. ზოგი კი ამას ვერ შეძლებს.

9 ჯვარი ძალიან სექსუალური, მგრძნობიარე და მოსიყვარულეა და თუ ის დაუცხრომელ ბუნებას აყვება, მისი დრო და ენერგია ტყუილა დაიკარგება, ძირითადი ამოცანები კი დარჩება განუხორციელებელი. ეს ადამიანები ამ ქვეყნად მოვიდნენ რათა დაასრულონ სულიერი განვითარების დიდი ციკლი, გაუზიარონ ადამიანებს თავისი დიდი ცოდნა. მათ მოყოლილი ვალების გასტუმრება მოუწევთ, განსაკუთრებით დამა გულისთვის. როგორც კი ვალი გასტუმრებული იქნება, გაიხსნება გზა, რომლითაც კარმული ამოცანების დამუშავება უნდა დაიწყონ (კაცობრიობას გონება უნდა გაუნათონ).

ფინანსურ სფეროში ეს „კარტი“ საკმაოდ წარმატებულია იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური კეთილდღეობის დამკვიდრებასთან ერთად არ ავიწყდება სულიერი ფასეულობები.

საქმიან სფეროში მათთვის სასურველი პარტნიორები არიან აგურის მასტის წარმომადგენლები. ამ ადამიანების ზოგიერთი ამოცანა ეხება სამართლიანობასა და გულახდილობას. არც ისე იშვიათად ისინი ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი ფასეულობებით და რისკავენ თავად წავიდნენ მრუდე გზით, შესაბამისად ხდებიან მათი წარმოდგენის ხიბლის მსხვერპლი.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამასთან უნდა შეინარჩუნონ თავისი ღირებულებების სისტემა, რომელიც მათ უფრო აძლიერებს და ამყარებს.

9 ჯვარს მოსწონს ბუნებით რომანტიკოსები, თუმცა ხიბლავს არამუდმივი, ისეთი კავშირები, რომლებიც ვალდებულებებზე არაა დამყარებული. ეს „კარტი“ მთელი თავით გადაეშვება სასიყვარულო ავანტიურებში, ოცნებობს თავგადასავლებზე, მას ქორწინება მძიმე ვალდებულებად ეჩვენება. ამ მოტივით ბევრი მათგანი რჩება მარტოხელა ან თავისუფალ კავშირებს აბავენ, რომელიც დაოჯახებამდე არ მიდის, თუმცა ეს ფაქტი მათ არ უშლით ხელს უყვარდეთ თავისი შვილები.

ცხოვრებაში ამ ადამიანებმა შესაძლოა რამდენიმე მტკივნეული რომანი გადაიტანონ, წლებთან ერთად ისინი უფრო ბრძენდებიან და ეგუებიან ვალდებულებებს, რომელსაც საჭიროებს ნამდვილი სიყვარული.

მინიმუმ ერთხელ 9 ჯვარს მოუწევს მტკივნეული განშორება ან განქორწინებაც კი, რომლის მერეც მისი ცხოვრებას აბსოლუტურად შეიცვლება. 9 ჯვრის ქალბატონები ხშირად მატერიალურად შეძლებულ აგურის მასტებს მიყვებიან ცოლად (შესაძლოა ეს იყოს 6 აგური). სასიყვარულო სფეროში აქვთ თავისი იდეალები, თუმცა ეს იდეალები ილუზიებს არ ცდება და იმსხვრევა მკაცრ რეალობასთან პირისპირ შეხვედრისას, რაც 9 ჯვრისთვის საკმაოდ მტკივნეულია.

თუ ვისაუბრებთ ამ კარტის ცნობილ წარმომადგენლებზე გავოცდებით: ჯეკ ნიკოლსონი, დემი მური, კურტ ვონეგუტი, ელა ფიცჯერალდი და სხვა. ეს ადამიანები სკანდალური პირადი ცხოვრებით საქვეყნოდ არიან ცნობილნი. როგორც ჩანს საქმე არა უზნეობაში, არამედ კარმულ პრობლემებს უკავშირდება.

9 ჯვრის ქალბატონებს შეუძლიათ ცხოვრება დაუკავშირონ ყვავის და აგურის მასტებს, მაგრამ ყვავებთან ცხოვრება საკმაოდ პრობლემატურიც იქნება ამავე დროს. მამაკაცებისთვის კი სასურველია გულის მასტის ქალბატონები.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) 9 ჯვრის წარმომადგენლებმა შესაძლოა ავტოკატასტროფა გადაიტანონ ან გახდნენ ავად. თავს უნდა გაუფრთხილდნენ.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) არაერთი რომანის ქარცეცხლში ეხვევიან.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) განსაკუთრებული მიზიდულობით გამოირჩევიან, თავისი ხიბლისა და მუდამ კონტროლირებადი გრძნობები გამო.

იუპიტერის ასაკში (39 -52 წლამდე) შესაძლოა საკუთარი ბიზნესიც ჰქონდეთ, ასევე ახალ შეძლებულ ნაცნობობას იძენენ.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) პარტნიორთან დათმობაზე წასვლას სწავლობენ და კარმულ კავშირებს ამუშავებენ.

9 ჯვარმა შესაძლოა, ცხოვრებაში არც ისე ცოტა დანაკარგი განიცადოს. ამასთანავე არც ისე ბევრს შეუძლია ეს დანაკარგები სწორად მიიღოს. ყველა საქმისა თუ ურთიერთობის დასასრული დადებითი ცვლილებების მაუწყებელია, თუ ადამიანი ამას გააცნობიერებს.

დასკვნა: ეს არის იმედგაცრუების (ცნობიერში), საყოველთაო ცოდნის კარტი. მათ უცრუვდებათ იმედები ყოფით ცხოვრებაში, ამის საფუძველზე სრულდება მათი საქმიანობა ან ურთიერთობები. იმისათვის, რომ 9 ჯვარმა თავისი უდიდესი პოტენციალი სასიკეთოდ გამოიყენოს არ უნდა შეაყოვნოს რაიმეს დასასრული და ყოველთვის მზად უნდა იყოს რათა სხვებს გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top