გაჯანსაღება და ძალების აღდგენა მთვარის ნიშნის მიხედვით

გაჯანსაღება და ძალების აღდგენა მთვარის ნიშნის მიხედვით

მთვარე ვერძი

მისთვის  კარგია დასვენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიღლება რაიმე საქმიანობის შემდეგად. ამ ადამიანისთვის აუცილებელია ენერგიის ხარჯვა აქტიური მოქმედებებით რადგან სწორედ ეს ავსებს მას ახალი ენერგიით და ჯანმრთელობაც უმჯობესდება. უნდა მუდმივად ჩართული იყოს საქმეში და ბობოქარი ცხოვრების რიტმში . უსაქმურობისგან იღლებია  და ეკარგება  ძალა.

მთვარე კუროში

ენერგიით იმუხტება როდესაც იმყოფება  კომფორტულ გარემოში, როცა უზრუნველყოფილია. ჯამრთელობა უმჯობესდება თუ აცნობიერებს რომ ბევრი აქვს (მთვარე კურო მიხვდება რაზეა საუბარი (ც) ავტ. შენიშვნა) ძალების აღდგენისთვის აუცილებელია რეჟიმი, რეგულარული კვება, სრულფასოვანი ძილი და დასვენება. შეიძლება დადებითი ემოციები მიიღონ გემრიელი საკვებით.

მთვარე ტყუპებში

ენერგიას იღებს კონტაქტებისგან (რაც მეტი მით უკეთესი) სატელეფონო საუბრებით, ინტერნეტში მიმოწერით, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით. პეიზჟის და სახეების მონაცვლეობით. ისვენებს ინტელექტუალურად: წიგნებით, ახალი ინფორმაციის შესწავლით. ავად გახდით ? – დააბრალეთ თქვენს ნაცნობებს, ილაქლაქეთ ყველაფერზე და იგრძნობთ როგორ უცბად გამოჯანმრთელდებით.

მთვარე კირჩხიბი

ენერგიით იმუხტება ნათესაური კავშირებისგან. ღრმა ემოციურ კონტაქტებს ახლობელ ადამიანებთან, შეუძლია ნებისმიერი დაავადებისგან და დაღლილობისგან განკურნოს. მან უნდა უცვლელი სახით შეინარჩუნოს ყველაფერი რაც მშობლიურია. ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი საკვები.

მთვარე ლომში

ეს ადამიანი იმუხტება პირდაპირ მზისგან. როცა მზიანი ამინდია – გადით გარეთ და მიუშვირეთ სახე მზეს. ენერგიით ავსებს დღესასწაულები, ბედნიერი მოვლენები , ბავშვები , საყვარელი საქმიანობა და შემოქმედებითი მოღვაწეობა. ასევე საკუთარი თავის სიყვარულს შეუძლია მოუმატოს ძალა ორგანიზმს.

მთვარე ქალწულში

ძალიან კარგად აღიქვამს საკუთარ ორგანიზმს და დროულად ახდენენ “დაზეთვას” , დიდი ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. ენერგიით ავსებს სასარგებლო საქმიანობა რომელის სარგებელიც მაშინვე სჩანს. უჭირს მოდუნება , მოდუნება შეუძლია მხოლოდ სამუშაო გარემოში.

მთვარე სასწორში

დადებითი ენერგიით ივსება პარტნიორული ურთიერთობებით, წინააღმდეგობრივ აზრთან შეტაკებისგან, ამ აზრებს შორის ხიდების მოძიებით. მოწინააღმდეგე მხარეების შერიგება ანიჭებთ სიამოვნებას. გაჯანსაღებისთვის სჭირდება განხილვები, დისკუსია, რაღაცეების გარკვევა, სხვის ადგილზე თავის წარმოდგენა, პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფიქრება და გაანალიზება.

მთვარე მორიელში

ამ ადამიანმა უნდა იშრომოს ქანცის გაწყვეტამდე, რადგან განუსაზღვრელი ძალა აქვს და სჭირდებათ განმუხტვა. სექსი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. სასარგებლოა შიმშილი. ძველი ნივთები აუცილელად უნდა გადაყაროს, არასასურველია დაგროვება. იმუხტებია ღრმა ემოციური პარტნიორული ურთიერთობებისგან.

მთვარე მშვილდოსანში

ენერგიით ივსება როდესაც თავს გრძნობს რამე საკითხში სხვებზე მაღლა, როცა ფიქრობს , რომ არის გამორჩეული, ავტორიტეტული და პატივს სცემენ. ასეთი აზრებისგან ორგანიზმი ენერგიით ევსება. საზოგადოებრივი წარმატება – მის ჯანმრთელობის საფუძველია. თუ ხედავს,  რომ მის იდეებს სხვა ადამიანებიც იზიარებს გრძნობს ძალების მოზღვავებას.

მთვარე თხის რქაში

ძალების მოზღვავებას გრძნობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავს, რომ გარშემომყოფები აღიარებენ მის მიღწევებს. რასაც არ უნდა აკეთებდეს თვითონ რეზულტატი მას არ ავსებს ენერგიით, აუცილებელია მისი წარმატება აღიარონ სხვებმა, გადაუხადონ შესაბამისი ანაზღაურება და რაც მთავარია მას უნდა,  მოიპოვოს საზოგადოებრივი სტატუსი, ავიდეს კიდევ ერთ საფეხურზე კარიერულ კიბეზე. რაც უფრო მეტ “საფეხურს” დაძლევს ეს ადამიანი, მით უფრო ჯანმრთელია. მას სჭირდება თუნდაც მცირე ძალაუფლება და საზოგადოებაში დაფასება.  ჯანმრთელობისთვის აუცილებელია  მკაცრად მოწესრიგებული სამსახურის, კვების და ძილის რეჟიმი.

მთვარე მერწყულში

ორიგინალური და არასტანდარტული გარემოებები და იდეები “კვებავს” ასეთ ადამიანს. სურპრიზების და მოულოდნელობებისგან გრძნობს ძალების მოზღვავებას. ნებისმიერი დადგენილი წესების წინააღმდეგ წასვლა (რაც ცვლის ჩვეულ ქცევას) აძლევს დადებით ემოციებს. თუ ცხოვრებისეული სიტუაციები აქცევს გარკვეულ ჩარჩოებში- ჯანმრთელობა მაშინვე უარესდება.

მთვარე თევზებში

მნიშვნელოვანია ცხოვრება როცა გარშემო ხდება ბევრი შეუცნობელი და იდუმალი, მაშინ ეს ადამიანი ივსება ენერგიით. როდესაც გრძნობს ამ გამოცანებთან, საიდუმლოებებთან კავშირს ჯანმრთელობა უმჯობესდება. შთააგონებს მოუხელთებელი გრძნობებისა და უჩვეულო განცდების ძიება. ყველა გრძნობა და შეგრძნება უნდა იყოს ძალიან გამძაფრებული და ღრმა.

სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top