დაავადებები შეიძლება იყოს ფსიქო-სომატური, ანუ მათ წარმოშობას შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს. თითოეულ დაავადებას შესაბამისი მოქმედება თუ უარყოფითი ემოციური მდგომარეობა იწვევს. ის თუ რას განვიცდით, რას ვფიქრობთ ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. ეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გრძნობებისა და განცდების საპირისპირო, დადებითი ემოციები, განცდები, ქმედებები გამოავლინოთ და თქვენს სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ხელი შეუწყოთ.
ამ ჩამონათვალში დასახელებულია მიზეზი, ხოლო შემდეგ შედეგები, ანუ დაავადებები რომელსაც იწვევს ჩვენი ქმედება და ემოციური მდგომარეობა.
სიხარბე – იწვევს ბულემიას, მწვავე პროცესებს ორგანიზმში, ონკოლოგიურ დაავადებებს.
ანტაგონიზმი – ანთებითი პროცესების მიზეზია, იწვევს შაკიკს, შაქრიან დიაბეტს.
აპათია – მადის დაკარგვას, ატროფიულ გასტრიტებს, ამენორეას, არტერიული წნევის დაწევას და შაქრიან დიაბეტს განაპირობებს.
აგრესიულობა – იწვევს არტერიული წნევის აწევას, ჩნდება მეჭეჭები და წყლულოვანი დაავადებები.
გემოვნების დაკარგვა– საჭმლის მონელების დარღვევას განაპირობებს და ახდენს ბულემიის პროვოცირებას.
გამოუვალი მდგომარეობა – წარმოქმნის ისეთ დაავადებებს როგორიცაა – პნევმონია, ალკოჰოლიზმი, იმუნიტეტის დასუსტება.
პრინციპების არ ქონა – ქრონიკული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების მიზეზია.
წინდაუხედავობა -ტრავმების, უბედური შემთხვევების მიზეზია, იწვევს ეპილეფსიას.
ზიზღიანობა(ზიზღიობა) – რევმატიზმების, მეჭეჭების გაჩენის და ანგინის წინაპირობაა.
განზე გადგომა ( შორიდან ყურება) – ამენორეას, ცუდ მეხსიერებას, დაბალი წნევას.
უმიზნობა (მიზნის არ ქონა) – იწვევს ფერიმჭამელებს, ამენორეას, იმუნიტეტის დაქვეითებას და არტერიული წნევის დაწევას.
უნებისყოფობა – ორგანოების დისფუნქციის და დაბალი არტერიული წნევის მიზეზია.
შფოთვა – გულის დაავადებებს , ძილის დარღვევებს და კანის დაავადებებს იწვევს.
ჰიპერმგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობიარობა) – ალერგიის, შაკიკისა და კანის დაავადებების მიზეზია.
ბრაზიანობა- ჰეპატიტების, უძილობის, ბულემიის, მჟავიანობის მომატების, გასტრიტების და ორგანიზმში მწვავე პროცესების გამომწვევია. უხეშობა – იწვევს ვირუსულ ინფექციებს, ბუასილს, ქოლეცისტიტს, ეროზიულ გასტრიტს, ბრონქიტებს და ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქციას.
დეპრესიამ– შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია და ტუბერკულოზი. სიძუნწე – იწვევს სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), უძილობას, ქოლეცისტიტს, ქრონიკულ დაავადებებს, ჰეპატიტებს, ფერიმჭამელებს.
სისასტიკე – ეს ასთმის, ბრონქიტების, ონკოლოგიური დაავადებების, ეპილეფსიის, სოკოვანი დაავადებების, იმპოტენციის, გასტრიტების, ამენორეის, ანემიის მიზეზია. ასევე იწვევს სხვადასხვა სახის ტრავმებს.
შური – აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს, უძილობას, გულის დაავადებებს, ონკოლოგურ და სხვადასხვა სახის ფსიქიკურ პრობლემებს. გულჩათხრობილობა – თირკმელების და თირკმელსზედა ჯირკვლების პრობლემას, შიზოფრენიას, არტერიული წნევის მომატებას განაპირობებს.
ბოღმიანობა – ყელის და ხახის დაავადებებს, მჟავიანობის მომატებას იწვევს .
გაუკუღმართებული გემოვნება – ონკოლოგიური დაავადებების, ქალთა უნაყოფობისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების მიზეზია.
იმპულსურობა – იწვევს მწვავე პროცესებს ორგანიზმში, შესაძლოა გახდეს ინსულტის მიზეზი.
კატეგორიულობა– არითმიის მიზეზია, იწვევს უნაყოფობას მამაკაცებში, ასთმას და ჰიპერტონიულ დაავადებებს.
კონფლიქტურობა – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას, ტრავმებს და ორგანიზმში მწვავე პროცესებს განაპირობებს.
კრიტიკულობა – ისეთი დაავადებების მიზეზია, როგორიცაა- ქოლეცისტიტი და ართრიტი.
მატყუარობა (ტყუილები) – იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს, ალკოჰოლიზმს, სოკოვან დაავადებებს და ჰეპატიტებს.
სიზარმაცე – არის მიზეზი – მადის დაკარგვის, ანემიის, არტერიული წნევის დაცემის, გასტრიტების დაწეული მჟავიანობით, ფერიმჭამელების, ქალებში უნაყოფობის, თიაქრის, ბუასილისა და ყაბზობის.
დაძაბულობა– არტერიული წნევის აწევის, ასთმის, ყაბზობის, თირკმელების დაავადებების, ბუასილის, მანიაკალურ დეპრესიულ ფსიქოზის, ინსულტის, ურეთრიტის გამომწვევია.
ჯინიანობა – იწვევს ასთმას, ართრიტს, ჰაიმორიტს, მჟავიანობის მომატებას, ბრონქიტებს, თიაქარს, წყლულოვან დაავადებებს, მამაკაცებში უნაყოფობას, ყაბზობას, იმპოტენციას.
ნეგატიურობა(ნეგატივიზმი) – აუტოიმუნური, ინფექციური დაავადებების და ჰეპატიტის მიზეზია
არადისციპლინირებულობა – ორგანოების დისფუნქციას იწვევს, საჭმლის მონელების დარღვევებისა და ვირუსული დაავადებების გამომწვევი მიზეზია.
სიძულვილი– მეჭეჭების გაჩენას, ანგინას, ონკოლოგიურ და ინფექციურ დაავადებებს, ეპილეფსიას და გულის იშემიურ დაავადებებს განაპირობებს.
თავშეუკავებლობა – გასტრიტის სიმჟავის მომატებით, მამაკაცებში უნაყოფობას და სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებების მიზეზია.
მოუთმენლობა (თმენის უნარის არ ქონა) – არტერიული წნევის მომატებისა და ვირუსული ინფექციების გამომწვევი მიზეზია .
თავმოუბმელობა (უწესრიგობა) – იმუნიტეტის დაქვეითებას, წნევის დაწევას და ჰაიმორიტს იწვევს.
დაუკმაყოფილებლობა(უკმაყოფილება) – არის მიზეზი ძილის დარღვევის, ბულემიის.
საკუთარი თავით უკმაყოფილება – მაღალ წნევის, ყელის და ხახის დაავადებების, ანემიის მაპროვოცირებელია.
მოუსვენრობა (როცა ადამიანმა არ იცის დასვენება) – პოლიართრიტის, ასთმის, გულის დაავადებების, ვენების ვარიკოზული დაავადებების მიზეზია.
სტატიის ავტორი: რუსა