დაბადების რიცხვი – 9

დაბადების რიცხვი – 9

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება). მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 2 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 2+3+1+9+5+7=27. 27 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 27=2+7=9. ამ ადამიანის რიცხვი 9-იანი ყოფილა.

რიცხვი 9

მთავარი საკითხები: ფილოსოფია, რელიგია, სულიერება, კოსმიური სიყვარული, რეალობისა და ილუზიის გარჩევა

ბედნიერი რიცხვები: 9, 18, 27

სასიკეთო დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი

ძლიერი პერიოდები: 19 თებერვალი – 20 მარტი, 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი

სუსტი პერიოდები: 23 აგვისტო – 23 სექტემბერი, 21 მაისი – 21 ივნისი

ურთიერთობები: უკეთ ეწყობიან 2-იანის მქონე ადამიანებს.

ცხრიანების მმართველ პლანეტად ნეპტუნი ითვლება. ამ რიცხვის მქონე ადამიანები პირველ რიგში, რომანტიულობითა და მეოცნებეობით გამოირჩევიან, სულიერი კანონებით ცხოვრებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. როგორც წესი, კარგად გრძნობენ გარშემომყოფთა განწყობას.

დადებითი მახასიათებლები: ცხრიანები უმაღლეს მიზნებს ისახავენ, რომელთა მისაღწევად ყველა დაბრკოლებას ლახავენ. მაქსიმალისტები არიან და სრულყოფილად გაკეთებას მიელტვიან. ეს ადამიანები მოსიყვარულენი არიან, სიყვარულში ყველაფერს გასცემენ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობით გამოირჩევიან, თუმცა ამ ადამიანებისთვის ძლიერი ვნება დამახასიათებელი ნაკლებადაა. ურთიერთობებში წინა პლანზე აყენებენ უფრო უმაღლეს, სულიერ სიყვარულს, ვიდრე ფიზიკურს.

თუ ურთიერთობა გართულდა, დიდხანს არ დარდობენ, ახალ სიყვარულს ადვილად პოულობენ. ყოველ სასიყვარულო კავშირში დადებითს ეძებენ, სასიამოვნო მოგონებებს ინახავენ და გამოცდილებას იძენენ. თუ ცხრიანთან ურთიერთობა გსურთ, თქვენს კავშირს რომანტიული ელფერი შესძინეთ. ამ ადამიანებს მოსწონთ, როცა აფასებენ და სიყვარულში უტყდებიან.

თუმცა, მიუხედავად ემოციურობისა და მეოცნებეობისა, ინტელექტუალური შესაძლებლობები ნაკლებად განვითარებული არაა. სწორედ გონების დახმარებით შეუძლიათ რეალობისა და ილუზიის გარჩევა. ცხრიანები გარშემომყოფებისა და მეგობრების ნდობის მოპოვებას ადვილად ახერხებენ. თუმცა მაღალ თანამდებობებზე დიდხანს ყოფნას ვერ ახერხებენ, რადგან დროში ხანგრძლივად პროექტების მართვა რთულად გამოსდით. თუ საკუთარ თავში სირთულეების სიყვარულს გამოიმუშავებენ, ამ პრობლემასაც გადალახავენ.

ცხრიანებისთვის დამახასიათებელია ინტუიცია, ემპათია, მოსმენის უნარი. მათი მოტყუება რთულია.  მოსაუბრის განწყობის „დაჭერას“ ადვილად ახერხებენ. ამ ადამიანებისთვის წარმატების სფეროა ხელოვნება და შემოქმედებითი საქმიანობა.

უარყოფითი მახასიათებლები:  ცხრიანებს ფანტაზიის მუდმივი მიყოლა და დაჯერება ილუზიასა და ოცნებების სამყაროში გადაიყვანს. შესაბამისად, შეიძლება მთელი ცხოვრება „სავარძელზე წამოწოლილებმა“ გაატარონ. ამ შემთხვევაში ცხრიანები თავს წარმოიდგენენ, როგორც უიმედო, არაფრის გამკეთებლა ან სულაც დადებითი თვისებების უქონელ ადამიანად.

ცხრიანებისთვის მნიშვნელოვანია რომ მდიდარი შინაგანი სამყარო სხვებთან გააზიარონ, მათზე დიდხანს მარტო ყოფნა უარყოფითად მოქმედებს. სხვებთან ურთიერთობა, კონტაქტი პიროვნების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ასევე, ამ რიცხვის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის რეკომენდებული არაა რელიგიური ან მისტიური სწავლებების ძირეულად მიყოლა, რათა ფანატიზმში არ გადავიდეს. სხვადასხვა სწავლებები აზრებს ურევთ, სოციუმისგან აცალკევებთ, თვითმოტყუებას ხელს უწყობს. ცხრიანებმა საკუთარ ცხოვრებაში რაციონალიზმი და პრაქტიკულობა მეტად უნდა შეიტანონ (რადგან სულიერება ისედაც დამახასიათებელია და  ბალანსის დაცვაში დაეხმარებათ).

მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top